სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.

ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.

დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
დანაკლისი დიდია, მეტოქე ამის გამო სხვანაირად ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."

altსაუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

მკითხველის კომენტარები / 49 /
შეიძლება სტატისტიკურად და ფურცელზე ნორვეგია არის ფავორიტი, მაგრამ რეალურად არ არის ნორვეგიის ნაკრები ძლიერი და ტრადიციების ნაკრები. ბევრი ფაქტორის გამო ხვალ საქართველოს ნაკრები არის ფავორიტი და მგონია, რომ ფორით მოვიგებთ 3-1
იგორ
27 მარტი 2023 21:29
2
ბოლო დროს ჩვენი ნაკრების ოფიციალური თამაშებიდან, მოსაწონი იყო გასვლები მაკედონიასთან და ბულგარეთთან. დანარჩენი მატჩები, მათ შორის გიბრალტართან, შინ ბულგარეთთსნ და მაკედონიასთან, არ მომეწონა. გუნდი არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, სამივე შედეგია მოსალოდნელი. თუ მოვიგეთ, იქნება სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი.
დიმა
27 მარტი 2023 21:24
0
მთავარია კვარამ ითამაშოს თავისი ფეხბურთი და ერთ ადგილს მიჯაჭვული არ იტყოს ეგ ნაპოლიში ამართლებს ჯერ ჯერობით .
dato
27 მარტი 2023 20:44
0
არ არის ნორვეგია იმ დონის გუნდი რომ ვერ მოუგოთ. არაფრით გამორჩეულმა სლოვენიამ ჯგუფში 4 ქულა აიღო ნორვეგიასთან თავის ჰალანდიან ოდეგარდიანათ და ჩვენ რატომ ვერ უნდა ავიღოთ? აგერ გუშინ ყაახებმა ძლიერ გამოცდილ დანიას მოუგეს 0-2 დან. დიდი მონდომება და კონცენტარციაა საჭირო, ყველაფერი კარგად იქნება.
G.LA
27 მარტი 2023 19:57
2
მესმის შენი, მაგრამ გინახავს როდესმე საქართველოს ნაკრების შემობრუნებული თამაში? თუ პირველ გოლს გაიტანენ მაშინ შეიძლება მოიგონ. ისიც მხოლოდ შეიძლება და არა 0-2 დან შემობრუნება. რა ვიცი მე არ მახსენდება ასეთი რამ.
დავით 67
27 მარტი 2023 22:16
0
თუ ჩვენ ვითამაშებთ, ჩვენს ქართულ ფეხბურთს აი ისეთს 60-იან და 70 წლებში ქართული ფეხბურთი რომ ერქვა, ანუ აქცენტს გავაკეთებთ მოწინააღმდეგის მატაობით გაბითურებაზე, ჟარგონზე რომ ვთქვათ "ვატანცავებთ", მოედნის ცენტრში ბურთს არ ვაჩუქებთ, გავაკეთებთ ფლანგებისკენ გრძელ პასებს... აი თუ რაღაცას არ გამოიგონებენ სამწვრთნელო შტაბში და ჩვენებს მისცემენ ფეხბურთის თამაშის საშუალებას, ნორვეგიას გავანგრევთ! სასტიკი ფიასკო ელის მაგ უბედურებს!
aburjga
27 მარტი 2023 19:53
9
ის რაც კარგია მაგალითად ბუნდესმაშინისათვის ჩვენთვის კარგი ვერ იქნება! ბანანიც გემრიელი ხილია, მაგრამ ნორვეგიაში და დანიაში არ იზრდება! ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ისევე როგორც ბრაზილიამ ითამაშა ჯინგა 58-ში და 62-ში, მერე 70-ში! დოღბურთი ჩვენი საქმე არ არის. ტექნიკა, კაცის ერთი-ერთზე მოტყუების უნარი, დრიბლინგი... ჩვენ ბოლო პერიოდში 1 თამაში წავაგეთ ისიც მაროკოს რეაქტიულ ნაკრებთან, როიმელმაც ძალიან მაგარი შედეგი დადო მსოფლო ჩემპიონატზე და გუშხამ ბრაზილიასაც კი მოუგო!!! ჩვენი ნაკრები უძლიერესია, თუ მწვრთნელებმა არ აურიეს დღეს ნორვეგიას გავდრკავთ!!!
aburjga
28 მარტი 2023 09:24
1
50/60 წლების სჯობია ,,,, აიიიი კამერა& აბალოჩკა ბურთები რომ იყო ,,,,
FEOLA
27 მარტი 2023 21:06
3
Norvegia grandi araa da shvedetze dzlieri, mitumetes roca halandi ar yavs.pirveli goli tu gautanet 25wutshi ufro gaixsneba da dacva isedac ar yavs dzlieri, mere bulgaretizacia daemarteba.
Gia
27 მარტი 2023 19:43
0
ფავორიტები არიან სტუმრები, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, სწორი ტაქტიკით შესაძლებელია მათთან წარმატების მიღწევა. კვარას ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ სასიკეთოდ, 2 კაცი მუდმივად ეჯდება ფეხე, რაც დანარჩენ შემტევებს გაუხსნის გზას! მთავარია ჩაკვეს და ზურიკოს წაუვიდეს თამაში. ცენტრში როგორ დავიჭერთ ბურყს ეგ უკვე კვეკვეზე იქნება დამოკიდებული, წარმატებები!
ჯიჯი
27 მარტი 2023 19:28
2
საიდან ასკვნი რომ ფავორიტები არიან სტუმრები?!... შეეშვით ჩვენი ბიჭების დამცირებას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფავორიტები ნაღდად არ არიან!
ელგუჯა
27 მარტი 2023 22:31
2
არ ჰყავს ნორვეგიას იმ დონის დაცვა, რომ ხვიჩა თამაშიდან გათიშოს. აქ ის არის მთავარი ჩვენ რამდენად გამოვიყენებთ ხვიჩას შექმნილ მომენტებს.
გიგა
27 მარტი 2023 18:42
2
დღევანდელი საქართველოს ნაკრები არაა ის გუნდი, რომ ითამაშოს იმაზე, რომ არ წააგოს ან ფრეს მიაღწიოს!
ჩვენ უნდა ვითამაშოთ მოგებაზე, ოღონდ გარკვეული ტაქტიქით, არა ქაოტურად და არა უბრალოთ: შევუტიოთ!
დავეთანხმები ზოგიერთს - შეიძლება წავაგოთ!
აგერ იტალიამ წააგო საკუთარ მოედანზე ინგლისთან.
მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
წარმატება ბიჭებს!
თემური
27 მარტი 2023 18:33
2
Igive qecbaia chemtvis sauketeso pexburtelia,intelekti propesionalizmi:::magram kviprosma waago shotandiastan da daiwyo iseve manchesteris pexburteli skamze yavdato(maktomineize ambibda albat)ar ici tavidan vis nakrebshi midixar???es ar momwons mag kacis...simartle uyvars ise
L.J .
27 მარტი 2023 18:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული