ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.
სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!
კაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ
სოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ
სიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება
დავითაშივლის მაგივრად ჩაკვეს
რავიცი დავითაშვილის პროგრესი არ ჩანს მეორე ლიგის მოთამაშეა ბოლო ბოლო და იქაც ვერ წყვეტს ვარსკვავებს