მატჩის დღე - რა შეგვიძლია დიდი ფეხბურთელით და გუნდურად - პროგრესის განმტკიცების დროა!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

Sportall.Ge

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

Sportall.Ge

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

Sportall.Ge

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

მკითხველის კომენტარები / 36 /
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და სრულიად საქართველოს!!!
ირაკლი
28 მარტი 2023 11:10
1
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი,აზაროვი, კვირკველია,კაშია, კვეკვესკირი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
Pirlo
28 მარტი 2023 10:40
7
კი ეგაა შემადგენლობა, ოღონდ მიქაუტაძის მაგივრად ჯორდანო ბრუნო
ვაჟა
28 მარტი 2023 14:17
1
ვეთანხმები ჟურნალისტის შემადგენლობას. საზონოვი მარჯვენა ცენტრალური მცველია და ალბათ კვირკველიას ამჯობინებს სანიოლი, ძირითადში ალბათ მაინც აბურჯანია იქნება, თუმცა გაგნიძე უფრო მოძრავია, მარცხენა ფრთაზე გოჩოლეიშვილმა კარგად ითამაშა, თუმცა ალბათ უფრო დასვენებულ აზაროვს დააყენებს სანიოლი.
ველოდები ზაფხულს, სადაც ვფიქრობ ჩემპიონობის კარგი შანსი აქვთ ამ ბიჭებს, თუ ეროვნულში თამაშმა არ შეუშალა ხელი:
მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - გაგნიძე, მექვაბიშვილი - წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე. ეს ფაქტიურად, ეროვნულის ერთი ვარიანტია და შემცვლელებიც გვყავს კარგი ბიჭები.
ჩემი შეფასებით, ახალგაზრდულებში ყველაზე ძლიერი პორტუგალიაა და ისიც ჩვენ ჯგუფშია წილისყრით, თან შოტლანდიასთან ეროვნულის თამაში ემთხვევა ახალგაზრდულის დაწყებას.
არჩი
28 მარტი 2023 10:56
2
არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს თამაში მაგრამ ვიცი ის რომ სასტიკად მეზიზღებიან პესიმისტები მაზოხისტები ნიჰილისტები. გამწარებული ტ--@კი რომ ეწვით და არ აჩერებენ, ჯერ მაგათგან უნდა დავიწყოთ წმენდა ჯერ მაგათგან არი გასაწმენდი ქართული ფეხბურთი რომ გულშემატკივრობა ნორმალური და ჯანსაღი იყოს თორე ისე აზრი არა აქვს არაფერს
Xisti.
28 მარტი 2023 18:17
1
კვევესკირის ნაცვლად, დიდი ალბათობით აბურჯანია - გაგნიძის წყვილის ველოდები. კვეკვე ანელებს შეტევებს. გაგნიძეს საკმაოდ სწრაფად გადაჰქონდა ფლანგიდან ფლანგზე ბურთი, რაც კვარაზე 2-3 ფეხბურთელის აქცენტის შემთხვევაში სწრაფად მარჯვნივ გადასვლა მნიშვნელოვანია. და მაინც, მარჯვნივ ლობჟანიძე უფრო ეფექტური მგონია ვიდრე დავითაშვილი.
ქუთაისელი
28 მარტი 2023 14:53
1
როდესაც ვამბობთ "მარჯვნივ" და ვგულისხმობთ პოზიციას, სადაც ლობჟანიძე თამაშობს ნაკრებში (ანუ მარჯვენა ვინგ-ბექს), მაგ პოზიციაზე დავითაშვილს არასდროს უთამაშია ნაკრებში.
დავითაშვილის პოზიციაზე მონღოლეთთან წიტაიშვილმა ითამაშა. ანუ, შემტევი ნახევარმცველი, რომელიც თამაშობს შედარებით მარჯვნივ(ვიდრე კვარა), მაგრამ არა გამოკვეთილ მარჯვენა ფლანგელად, ჩვენ ტაქტიკაში (3-4-2-1) ეგ ზონა ლობჟანიძისაა(ან კაკაბაძის).
Modric
28 მარტი 2023 18:12
0
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, შინჯიკაშვილი, კვეკვესკირი, ბჟალავა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ჯორდანო ბრუნო.
ვაჟა
28 მარტი 2023 10:55
24
კვარას თუ წაუვიდა ვიგებთ, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება სამწუხაროდ.
ჯიჯი
28 მარტი 2023 18:21
0
ჩემი აზრით, სანიოლი ამ შემადგენლობას დააყენებს:

----------------მიქაუტაძე,
------კვარაცხელია---დავითაშვილი,
-აზაროვი--აბურჯანია--კვეკვესკირი--კაკაბაძე,
---კვირკველია---კაშია---საზონოვი,
----------------მამარდაშვილი.

ვისურვებდი:

----------------მიქაუტაძე,
------კვარაცხელია---ჩაკვეტაძე,
-გოჩოლეიშვილი--გაგნიძე--კვეკვესკირი--კაკაბაძე,
-----ტაბიძე---კაშია---საზონოვი,
----------------მამარდაშვილი
Burton
28 მარტი 2023 16:25
2
ვარჯიშის ვიდეოებს თუ გავაანალიზებთ, თამაშში მონაწილეობის მიღების შანსები ასეთია:
გოჩოლეიშვილი, გაგნიძე 90%
წიტა, აზარა 80%
ჩაკვე 70%
ქ. გ.
28 მარტი 2023 15:53
0
მთავარია მატჩი ბიჭებმა ჯერ საკუთარ თავებში მოიგონ, ეს არის მთავარი ფსიქოლოგიურად უნდა ირწმუნონ მათი შესაძლებლობები და ეს გონებიდან მწვანე მინდორზე გადაიტანონ. შემართება და მაქსიმალური კონცეტრაცია კი ნახევარი საქმეა გამარჯვებისთვის, ფეხბურთში კი არსებობენ ფავორიტები მაგრამ არ არსებობს დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე.
Charley
28 მარტი 2023 15:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული