მატჩის დღე - რა შეგვიძლია დიდი ფეხბურთელით და გუნდურად - პროგრესის განმტკიცების დროა!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

Sportall.Ge

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

Sportall.Ge

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

Sportall.Ge

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

მკითხველის კომენტარები / 36 /
კვარას თუ წაუვიდა ვიგებთ, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება სამწუხაროდ.
ჯიჯი
28 მარტი 2023 18:21
0
არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს თამაში მაგრამ ვიცი ის რომ სასტიკად მეზიზღებიან პესიმისტები მაზოხისტები ნიჰილისტები. გამწარებული ტ--@კი რომ ეწვით და არ აჩერებენ, ჯერ მაგათგან უნდა დავიწყოთ წმენდა ჯერ მაგათგან არი გასაწმენდი ქართული ფეხბურთი რომ გულშემატკივრობა ნორმალური და ჯანსაღი იყოს თორე ისე აზრი არა აქვს არაფერს
Xisti.
28 მარტი 2023 18:17
1
კვარა დაცვას მიხედე, დაცვას.
ფეოლა
28 მარტი 2023 17:49
7
ტყუილა მარჩიელობთ. წააგებენ. ეს ბანდა ნორვეგიას ვერ გაუძლებს.
ვაჟა
28 მარტი 2023 16:54
14
მამარდა- მარჯვნივ კაკაბაძე, მარცხნივ გოჩო, ცენტრში საზონოვი,კაშია კვირკვე-გაგნიძე,კვეკვესკირი,ჩაკვე- წინ კვარა,მიქა! ვიგებთ 2:1 ან 2:0.
წარჩე
28 მარტი 2023 16:30
1
ჩემი აზრით, სანიოლი ამ შემადგენლობას დააყენებს:

----------------მიქაუტაძე,
------კვარაცხელია---დავითაშვილი,
-აზაროვი--აბურჯანია--კვეკვესკირი--კაკაბაძე,
---კვირკველია---კაშია---საზონოვი,
----------------მამარდაშვილი.

ვისურვებდი:

----------------მიქაუტაძე,
------კვარაცხელია---ჩაკვეტაძე,
-გოჩოლეიშვილი--გაგნიძე--კვეკვესკირი--კაკაბაძე,
-----ტაბიძე---კაშია---საზონოვი,
----------------მამარდაშვილი
Burton
28 მარტი 2023 16:25
2
კვარამ ხანდახან შუგნით უნდა შეიწიოს ხოლმე, როგორც სხვა დროს და ჩაკვე მარცხნივ გავიდეს
ხშირად ცვალონ ადგილები
თენგო
28 მარტი 2023 16:04
1
ვარჯიშის ვიდეოებს თუ გავაანალიზებთ, თამაშში მონაწილეობის მიღების შანსები ასეთია:
გოჩოლეიშვილი, გაგნიძე 90%
წიტა, აზარა 80%
ჩაკვე 70%
ქ. გ.
28 მარტი 2023 15:53
0
მთავარია მატჩი ბიჭებმა ჯერ საკუთარ თავებში მოიგონ, ეს არის მთავარი ფსიქოლოგიურად უნდა ირწმუნონ მათი შესაძლებლობები და ეს გონებიდან მწვანე მინდორზე გადაიტანონ. შემართება და მაქსიმალური კონცეტრაცია კი ნახევარი საქმეა გამარჯვებისთვის, ფეხბურთში კი არსებობენ ფავორიტები მაგრამ არ არსებობს დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე.
Charley
28 მარტი 2023 15:31
1
დინამო მოსკოვის ფეხბურთელით აპირებთ ნორვეგიის მოგებას? ეტყობა ხუმრობის ხასიათზე ხართ.
koka
28 მარტი 2023 14:55
9
ვაი რომ ეს დინამო მოსკოვი ცალი ფეხით გახდება საქართველოს ჩემპიონი. უფრო სუსტი გუნდები აგერ პოლონეთშია და იქაც ვერ ხვდება ზოგი ჩვენი ნაკრების კანდიდატი ძირითადში.
Leonardo Diserpio
28 მარტი 2023 18:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული