მატჩის დღე - რა შეგვიძლია დიდი ფეხბურთელით და გუნდურად - პროგრესის განმტკიცების დროა!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით იწყებს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ქართული ფეხბურთის მიმართ როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ინტერესი ძალიან გაიზარდა. "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ამ მიზეზით იტალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, რომელიც მხოლოდ "კვარას" ეხებოდა. რა შეგვიძლია ერთიანობით, ამის დამტკიცება დღეს, 28 მარტს, 20 საათზე შეგვიძლია!..

Sportall.Ge

ბათუმში მართლაც დიდი ფეხბურთელები იქნებიან. კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობა 22 გოლში (10 გოლი, 12 შედეგიანი პასი)
მიიღო, მისმა თამაშმა კი მთელი კონტინენტი აალაპარაკა. მეორე მხარეს მარტინ ოდეგორია, რომელიც ლონდონის "არსენალს" მონატრებული ტიტულისკენ მიუძღვება. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით ნახევარმცველად მიიჩნევა. ნორვეგიელებს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდები ჰყავთ. მათგან ერთ-ერთმა, ალექსანდრ სორლოტმა, თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ბევრი არაფერი სმენია. შესაძლოა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ხერხიც კი იყო. "ვალენსიას" მეკარე დღეს სასტარტოში იქნება და იმედია, სორლოტს მისი სახე დიდხანს არ დაავიწყდება.

Sportall.Ge

თუკი ამ შეხვედრას ჩვენი გუნდი მონღოლეთის ნაკრებთან ერთგვარი გავარჯიშებით (6:1) ხვდება, ნორვეგიელები ჯგუფის ფავორიტ ესპანელებთან (0:3) დამარცხდნენ. ჩვენი სტუმრებისთვის ზედიზედ ორი მარცხი კატასტროფა იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის წარმატებით დაწყება და ამავდროულად, ევროპირველობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მოგეხსენებათ, ჯგუფში შოტლანდიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებიც არიან.

Sportall.Ge

სტუმართა თავკაცმა სოლბაკენმა მატჩის წინ ის დრო გაიხსენა, როცა საკუთარ ნაკრებს კაპიტნობდა. ნორვეგიელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა (3-0) აქვთ. ჩვენ თუ დიდ ფორუმებზე არასდროს გვიასპარეზია, ისინი ბოლოს ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ. ჩვენმა მეტოქეებმა უკანასკნელ 5 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს, "ჯვაროსნებს" კი ბოლო ერთ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. მას განმტკიცება სჭირდება!.. შეხვედრას ლატვიელი ტრეიმანისი განსჯის.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ან საზონოვი) - კაკაბაძე, აბურჯანია (ან გაგნიძე), კვეკვესკირი, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

altსანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

altკაშია: იმედია, ჩემს მთავარ ამოცანას შევასრულებ და მეტოქის შემტევებს შევაჩერებ

altსოლბაკენი: ზუსტად ვიცით, კვარაცხელიასგან თუ დავითაშვილისგან რას უნდა ველოდოთ

altსიორლოტი: გამარჯვება გვსურს და საქართველოსთან ბურთის ფლობას დიდი მნიშვნელობა ექნება

მკითხველის კომენტარები / 36 /
მამარდაშვილი - დვალი, კვირკველია, კაშია - კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, აზაროვი - ლობჟანიძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე.
ნიკა
28 მარტი 2023 10:58
5
ვეთანხმები ჟურნალისტის შემადგენლობას. საზონოვი მარჯვენა ცენტრალური მცველია და ალბათ კვირკველიას ამჯობინებს სანიოლი, ძირითადში ალბათ მაინც აბურჯანია იქნება, თუმცა გაგნიძე უფრო მოძრავია, მარცხენა ფრთაზე გოჩოლეიშვილმა კარგად ითამაშა, თუმცა ალბათ უფრო დასვენებულ აზაროვს დააყენებს სანიოლი.
ველოდები ზაფხულს, სადაც ვფიქრობ ჩემპიონობის კარგი შანსი აქვთ ამ ბიჭებს, თუ ეროვნულში თამაშმა არ შეუშალა ხელი:
მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი - გაგნიძე, მექვაბიშვილი - წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე. ეს ფაქტიურად, ეროვნულის ერთი ვარიანტია და შემცვლელებიც გვყავს კარგი ბიჭები.
ჩემი შეფასებით, ახალგაზრდულებში ყველაზე ძლიერი პორტუგალიაა და ისიც ჩვენ ჯგუფშია წილისყრით, თან შოტლანდიასთან ეროვნულის თამაში ემთხვევა ახალგაზრდულის დაწყებას.
არჩი
28 მარტი 2023 10:56
2
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, შინჯიკაშვილი, კვეკვესკირი, ბჟალავა, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ჯორდანო ბრუნო.
ვაჟა
28 მარტი 2023 10:55
24
1 თვის წინ ეთამაშა ვალენსია სოსიედადს და 1-0 მოუგო,სორლოტმა 2ჯერ დაარტყა კარში 90წუთის მანძილზე და ორივე აუღო მამარდამ,ბევრი არაფერი სმენია თურმე გიოზე :დ თუ იცის რა რთულია მის წინააღმდეგ კარის ხაზზე თამაში და მაგიტომ საუბრობს ასე? ბოლობოლო ძირითადში იქნება ისი ც და მოუწევს მამარდასთან პაექრობა.
მეზღვაური
28 მარტი 2023 10:46
0
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი,აზაროვი, კვირკველია,კაშია, კვეკვესკირი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
Pirlo
28 მარტი 2023 10:40
7
კი ეგაა შემადგენლობა, ოღონდ მიქაუტაძის მაგივრად ჯორდანო ბრუნო
ვაჟა
28 მარტი 2023 14:17
1
დავითაშვილის მაგივრად აუცილებლად ჩაკვე სასტარტოში. გაგნიძეც უნდა ათამაშოს.
kicha
28 მარტი 2023 10:25
3
მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლობჟანიძე, აზაროვი, კვეკვესკირი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე!
მწვრთნელი
28 მარტი 2023 10:14
13
მე აზაროვის ნაცვლად გოჩოლეიშვის დავაყენებდი
დავითაშივლის მაგივრად ჩაკვეს

რავიცი დავითაშვილის პროგრესი არ ჩანს მეორე ლიგის მოთამაშეა ბოლო ბოლო და იქაც ვერ წყვეტს ვარსკვავებს
las
28 მარტი 2023 10:08
2
ჩაკვეტაძე წყვეტს ვარსკვლავებს ყაზახეთან მონხოლეთან და ლატვიასთან. ძლიერ გუნდთან მაგი კაპიკად არ ვარგა. ვინც ეს ვერ ნახა ის ფეხბურთის ბაიბურში არაა
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მარტი 2023 12:02
16
ჩემი პირადი აზრია და აზაროვი ძირითადში არამგონია კარგი იდეა იყოს ფიზიკურად ძლიერ ნორვეგიელებთან. ფიზიკურად სუსტია და პრაქტიკის ნაკლებობა აქვს
dd
28 მარტი 2023 10:02
1
როგორ არ მინდა დღეს მიწაზე მწარედ დავენარცხოდ ნუ ქმნით დიდ ზეწოლას გუნდზე გამოჩნდება სად ვართ და რა დონეზე ვართ დღეს, ისე ყველა მაღალ ბურთზე საჯარიმოში ვინ უნდა ითამაშოს ერთი კვირკველია გვყავს მაღალი. წარნატებები ბიჭებო მთელი გულით ქომაგობთ
სოსო
28 მარტი 2023 09:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული