საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
სამწუხაროდ არ მოგვეცა ოდნავ ძლიერ ნაკრებთან სპარინგის საშუალება, ალბათ, თორემ ამხანაგური ზოგადად სუსტი მეტოქიდან იწყება და დინამიკურად უფრო რთულ მეტოქეებს უნდა შეხვდე თანდათან. მონღოლეთთან შეხვედრას, რომელსაც ცოტა ხნის წინ იაპონიამ 14-0 მოუგო, მთლად გამართლებულად ვერ მიიღო გულშემატკივარმა. მაგალითად შეიძლებოდა ბალტიისპირული ქვეყნის ან ევროპის ისეთ ნაკრებთან სპარინგი, რომელსაც ფანჯარა ექნებოდა, მაგრამ არაუშავს, პროგრესი აუცილებლად იქნება და იგივე ნორვეგიას მისსავე კედლებში თავიდანვე ართმევაზე თუ არა, პრესინგი უნდა ვეთამაშოთ პირველივე ტაიმიდან.
ლაშა
28 მარტი 2023 22:22
1
ჩაკვეტაძემ უნდა თქვას იმ სპარტელის სიტყვები, 300 ში რომ ვერ მოხვდა _მიხარია თუ ჩემზე უკეთესი 11 ქართველი გყავთო
ზურაბ
28 მარტი 2023 22:22
0
მოკლედ ქულა მოვიპოვეთ...უარყოფითი აზაროვი დაშინელება,აბურჯანია?!დავითაშვილი?!ტაბიძე?!დადებითი:მამარდა მხეცია,გოჩო და გაგნიძე ძირითადის ხალხი,საბა მალე იღლება,კვეკვე პირველ ტაიმში არ ვარგოდა,მეორეში არაუშავდა...ხვიჩაზე რა ვთქვა დღეს არ იყო მისი დღე,მაგრამ 3 კაცი ზედ ეჯდა ბურთის მიღებისას თუ არ მიეხმარე და არ შეუტიე მარტო ვერაფერს იზამს მუდამ,მიქაუტაძემ მკვლელის ინსტიქტი კი გამოავლინა მაგრამ რაც მიიღო გამოიყენა უნდა მისცე პასი
ნიკო
28 მარტი 2023 22:22
1
ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმუმს მიაღწია. გამართლებაც ასეთი უნდა. ერთხელ პირველ ტაიმში და მეორედ მეორე ტაიმში ცარიელ კარში აცილებული ბურთები, მაგრად გამოგვადგა. მანდედან გატანა უფრო ადვილი იყო ვიდრე არგატანა. მიხარია მაინც რომ არ წავაგეთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ასეთი ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. ერთიც ვერ გამიგია, ამ შემადგენლობის შერჩევით როგორც კომენტარებში წერთ, უფრო სწორად თქვენი ვერსიით, მართლა გჯერათ რომ Х1მაგივრად Х2 თუ ითამაშებს შედეგი დაიდება? სანიოლს ძირითადში ვინმე უკეთესი ჰყავს და არ ენდობა?
დავით 67
28 მარტი 2023 22:22
8
სანიოლმა წააგი პირველი ტაიმი. ვინაიდან ბუტთის დათმობა დაავალა
G
28 მარტი 2023 22:22
4
ჩვენ რომელიმე ტურნირზე მაშინ გავალთ თუ ყველა თამაშს ერთ თვეში ვითამაშებთ
ნოდო
28 მარტი 2023 22:21
2
გილოცავთ. ისე, დაცვა უბრალოდ არ გვყავს. ნახევარდაცვას წინ პასი არ შეუძლია. დავითაშვილი ბურთის ღორია, ეზოს ფეხბურთელია.
გიორგი
28 მარტი 2023 22:21
1
ბერიძე რატომ შემოიყვანა ? ჩაკვე რატომ არა? გოჩოლეიშვილს ვარჯიშებზე არ უყურებს ვილი? იფრინა ბიჭმა, ორი ტროლეიბუსის მაგივრად გაგნიძე და წიტა ყოფილიყო, მოკლედ ისევ მაგარ ჭაობში ვართ, ფედერაციას ნაკრები დახლად აქვს გადაქცეული, კიდევ ერთხელ ბერიძე რატომ , ან ბუდუ რატომ? როცა ჩაკვე გყავს,. მადლობა მამარდას, ეგ რომ არა ყველაფერი ისე იქნებოდა რასაც ვიმსახურებდით.
თორელი
28 მარტი 2023 22:21
6
სიმართლე რო ითქვას ეს ფრე მოგებასავითაა. არ გვეკუთვნოდა მოგება არანაირად რამდენჯერ გადავრჩით. მაგრამ ერთხელ ჩვენც ხო შეიძლება გაგვიმართლოს. სულ ბოლო წამებზე უშვებდით გინდა ბრატისლავასთან და გინდა ესპანეთან. წაგებას ყველაფერი ჯობია ასეა თუ ისე. გოჩოლეიშვილს რა უნდა სკამზე აზრზე არ ვარ. მხეცია ტიპი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 მარტი 2023 22:20
5
სპალეტი გვჭირდება სასწარაფოდ! ან თუნდაც სპაგეტი. ასეთი თამაშით მაქსიმუმ მე-3 ადგილზე თუ გავალთ ჯგუფში.
გიორგი
28 მარტი 2023 22:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული