საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ყველაზე მაგარი ისარი შოტლანდიამ მოუგო ესპანეთს და უკვე 6 ქულა აქვს მაგარი ჯგუფი ჩანს
ტოლსენი
29 მარტი 2023 10:16
1
Mikautadze

Kvara davitashv(Lobjan)

Chakvetadze(kite)


(Kite)(Gagnidze) kvekveskiri


Gocholeishvili kakabadze

Khocholava(Locho) kashia


Mamardashvili



ან საინტერესოა თუ შეუძლია საქართველოს ნაკრებს ცრუ ცხრიანით თამაში მიქაუტაძე ტექნიკურია კარგი პასიც აქვს რაც მისი ასისტებიც მეტყველებს ლიგა ორში და ფლანგის მცველებიც სწრაფები არიან და კარგად უტევენ. თუ გავითვალისწინებთ გოჩოლეიშვილს შემოსვლისას რეები აკეთა და როგორ მაგრად უტევდა საინტერესოა თუ არის შესაძლებელი და რეალური რომ ცრუ ცხრიანით თამაშის რესურსი გვქონდეს და გამოგვივიდეს რაიმე? ეს კვარაცხელიასაც სივრცეებს გაუხსნიდა და უფრო ახლოს შეძლებს საჯარიმოსთან მისვლას და ღრმად შეჭრას ცენტრში. მაინტერესებს ვინმე კომპეტენტური პირისგან ვინც აქ არის, არის თუ არა შესაძლებელი ნაკრების ამ რესურსით ცხრუ ცხრიანით თამაში და რას მოგვცემს ეს? შემდეგ თამაშში კვიპროსთან ამ ტაქტიკის მოსინჯვაზე რას ფიქრობთ?
პ.ს. ნახეთ რა ხდება შოტლანდიაში 6 ქულასთან ახლოს არიან და ჯობია ნორვეგიასთან ჭიდაობის გარდა უფრო მეტად დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ამ გუნდებთან და რა დავუპორისპიროთ!
T.q
28 მარტი 2023 23:33
1
არა, ყმაწვილო, არა, ასეთი ცოდნით ჩვენ ვერ გავფრინდებით!
უფრო სწორედ ასეთი თამაშით ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით :(
თამაზი
29 მარტი 2023 11:01
1
თავიდან ცოტა არ იყოს დამფრთხალი იყო ჩვენი გუნდი, გოლიც გავუშვით. 30-ე წუთიდან საქართველოს ნაკრებმა იწყო აღმასვლა, ტაიმის ბოლოს უკვე ვდომინირებდით! მე-2 ტაიმში საქრთველო იყო გაცილებით უკეთესი და ხვიჩას რომ გამართლებოდა 5;1 იქნებოდა ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ. არ ვხუმრობ! ყველა კომპონენტში უკეთესები ვიყავით, ცოტა შეთამაშება გვაკლდა! საქართველო იყო და იქნება ყოველთვის ნორვეგიაზე და დანიაზე და ინგლის - შოტლანდიაზე უკეთესი გუნდი! გოჩოლეიშვილი ეს ტალანტია! მაგას კარგი ფიზმომზადების ინდუვიდუალური მწვრთნელი სჭირდება და გაანგრევს ყველა ნორვეგია-შვეციას!
aburjga
28 მარტი 2023 23:16
28
სულ უფრო მძიმდება შენი მდგომარეობა,რუსოფილო!
დღითიდღე
29 მარტი 2023 09:51
0
ახალი ამბავი - კვარაცხელია ყოფილა თურმე სატანა
Cecxli.
28 მარტი 2023 22:53
28
ვიდეო დადეთ
Coco loco
29 მარტი 2023 01:04
1
ჩაკვემ მშვენივრად ითამაშა, უბრალოდ მომენტები უფრო უკეთ უნდა გამოეყენებინა
გენა
28 მარტი 2023 23:35
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული