საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
სანიოლმა წააგი პირველი ტაიმი. ვინაიდან ბუტთის დათმობა დაავალა
G
28 მარტი 2023 22:22
4
გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე ძირითადს იმახურებდნენ. უკეთესი თამაში შეგვიძლია. 1-1 თამაშიდან გამომდინარე მისაღები ანგარიშია...
123
29 მარტი 2023 10:51
1
საქართველოს ნაკრებს- მადლობა ბიჭებო თამაშისთვის და გაწეული შრომისთვის, რომ არ წააგეთ,კმაყოფილი ვარ ძალიან.
მომავალში იმედია მოიგებთ კიდევაც.ხანდახან ასეა,მცდელობისდამიუხედავად არ გამოდის,არა უშავს,წინ კიდევ გაქვთ თამაშები.თუ ვთქვათ და წააგეთ,არც ეგაა პრობლემა: ცხოვრება ფეხბურთით არც იწყება და არც მთავრდება :-) :-)
წარმატებები
მოცლილი
29 მარტი 2023 00:29
12
ვერ არი საქმე კარგად…ნახევარდაცვა მარტო ფორმალურად გვყავდა.საერთოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა უმეტესობამ.კვიპროს თუ მოვუგებთ ალბათ ეგ იქნება ჩვენი მიღწევა ამ ჯგუფში. აბა შოტლანდია ისეთ ფორმაშია შანსი არ გვაქვს.
ზურა
29 მარტი 2023 00:11
1
იქეთ შოტლანდია იგებს ესპანეთთან. მოკლედ ამ ჯგუფში დაგნარი იქნება დედა შვილს არ აიყვანს
რაბუ
29 მარტი 2023 00:06
0
ჩვენს გარეშე!
სამწუხაროდ
29 მარტი 2023 09:44
1
დავითაშვილი და კაკაბაძე სუსტი ფეხბურთელებია
ვალერი
28 მარტი 2023 23:27
6
საშინელი პირველი ტაიმი, ასეთი თამაშით გინდათ ევროპაზე წასვლა? მეორე ტაიმში თითქოს არა უშავდა, მაგრად ითამაშეს მამარდაშვილმა,ლობჯანიძემ, გოჩოლეიშვილმა, მიქაუტაძემ, კაკაბაძემ მხოლოდ მეორე ტაიმი... დაცვა და ნახევარდაცვის შუა ხაზი არაფრად არ ვარგა... ჩაკვეტაძე რატომ არ ათამაშეს ვერ გავიგე, ამ სანოილისიც ვერ გამიგია, ლოჩოშვილი არ გამოიძახა იმიტომ რომ ცოტას თამაშობს კლუბშიო, აზაროვი კი სასტარტოში დააყენა, რომელიც რაც სერბეთში გადავიდა სულ სათარიგოში ზის და ძალიან სუსტად ითამაშა ნაკრებში... დააბრუნეთ ლოჩოშვილი ნაკრებში, ზუსტად ასეთი მცველები სჭირდება ნაკრებს...
დიდი მადლობა მამარდაშვილს, რომელმაც ნამდვილად გვიხსნა წაგებისგან და დიდი მადლობა იღბალს რომ ჰალანდი არ ჩამოიყვანა სათამაშოდ, რომელიც მინიმუმ სამ ბურთს გაარჭობდა ჩვენი ნაკრების კარში...
Zorro
28 მარტი 2023 23:19
1
Var - idan ვიღაცამ გვიჯიგრა? 50-50 აზე იყო ალბათ )))
289
28 მარტი 2023 23:12
1
ჰაალანდის არ ყოფნა 2 თამაშში 1 ქულად დაუჯდათ ნორვეგიელებს.

დავაფასოთ ჩვენი ბიჭები ტრამვების ზღვარზე რომ ჩამოდიან ნაკრებში, იქნება ეს ფეხბურთში, კალათბურში, რაგბიში.. არ იყო ადვილი ფრე!
ჰაალანდს
28 მარტი 2023 22:09
4
ჩვენ ფეხბურთელებს საფეხბურთო ინტელექტი არა აქვთ ანუ კლასი აქვთ დაბალი. ჯერ გადახედეთ რა კლუბებში გამოდიან ჩვენი ფეხბურთელები ( არ ვგულისხმობ კვარას და მამარდას). როგორ შეიძლება ამ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით აჯობო გუნდებს, რომლის შემადგენლობის უმრავლესობა ტოპ ლიგის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მხოლოდ ერთა ლიგის ც ლიგაში ვართ მაგრები, ეს არის ჩვენი ადგილი.ვარჩიოთ ახლა კვეკვემ ჩააგდო თამაში, აბურჯანია სუსტია, აზაროვს ნაკრებში რა უნდა და ა.შ. რა ამათზე უკეთესი გვყავს ვინმე რეზერვში. თუ შეცვლა გინდა, ისიც ისეთი დაბალი კლასის არ არის როგორც დანარჩენები. ასე რომ მარტო კვარა, გაზაფხულს ვერ მოიტანს, თუ მაღალი დონის 6-7 ფეხბურთელი არ გეყოლა გუნდში.ამ შემადგენლობით შეიძლება ერთი თამაში მოიგო (როგორც ხდება ხშირად), მაგრამ ციკლის მოგება ძალიან რთულია.
გია
29 მარტი 2023 11:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული