საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
არა, ყმაწვილო, არა, ასეთი ცოდნით ჩვენ ვერ გავფრინდებით!
უფრო სწორედ ასეთი თამაშით ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდებით :(
თამაზი
29 მარტი 2023 11:01
1
ხიზანა და ძმანი მისნი სანამ არ მოშორდებიან არაფერი გვეშველება,ფეხბურთში ფული რომ იშოვო ჯერ ბრწყინვალე გუნდი უნდა გყავდეს ასეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, ჩვენთან ჯერ ფულის შოვნა უნდათ და მერე ფეხბურთის თამაში.
სვანსკი
29 მარტი 2023 11:01
5
ჯერ ახალკაცი იყო მოსაშორებელთა სიაში, მერე ჟორდანია და ჩოლარია, მაგათმერე არველაძეების კლანი და ა.შ.
მმ
29 მარტი 2023 12:30
6
ადრე იძახდით არველაძეები სანამ არ მოშორდებიან არაფერი გვეშველება, მერე ქეცბაია, მერე ვაისი და ა.შ. გამოსავალს და სწორ ანალიზს არავინ წერს მარტო კრიტიკა. არ არიან მაღალი კლასის ფეხბურთელები და რა ვქნათ. მარტო კვარა რას იზამს. როგორ გგონიათ 1981 -ში მარტო ყიფიანი მოიგებდა ევროპის თასს, გვერდზე ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები რომ არ ყოფილიყვნენ (გვარების ჩამოთვლას აღარ შევუდგები ისედაც ყველამ ზეპირად იცის)
გია
29 მარტი 2023 12:07
2
გოჩოლეიშვილი და ლობჟანიძე ძირითადს იმახურებდნენ. უკეთესი თამაში შეგვიძლია. 1-1 თამაშიდან გამომდინარე მისაღები ანგარიშია...
123
29 მარტი 2023 10:51
1
ერთხელ ხო უნდა გაგვიმართლოსო და აგერ გაგვიმართლა.სულაც არ არის სირცხვილი და ტრაგედია შენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ფრე გაუგორო. ბევრად მეტია საჭირო ჯგუფიდან გასასვლელად. უბრალოდ დროა საჭირო ძალიან მაგარი თაობა მოვიდა.აუცილებლად მოვა შედეგიც.
ისე კვარას ნაპოლში გამთმამაშებელი ყავს ზელინსკი, ჩემ აზრით ჩაკვეტაძეა საჭირო კვარასთან ერთად დაახლოვებით ნაპოლის თამაში რო ვითამაშოდ
დათო
29 მარტი 2023 10:51
2
ხვიჩას თამაშის შეფუთვა ფრაზებით-ოდნავ ააცილა არ გამოვა,პირდაპირ რომ ვთქვათ ვერ ითამაშა,გაანეიტრალეს- არაა?? მეორეც ნორვეგიის ნაკრებს,თუნდაც ლიდერის გარეშე მარტო კვარა თამაშსს ვერ მოუგებს, რადგანაც ის არც მაკედონიაა,არც ბულგარეთი,არც უზბეკეთი და მითუმეტეს გიბრარტარი ან მონღოლეთი, იდგე შენთვს, გათიშული თამაშიდან ელოდე ბურთს-მიიღებ დაარტყა გვერდით არც გაიხედო, ეგრე მესიც კი არ თამაშობს ლამის 40 წლის ასაკში,მით უმეტეს გვერდით ისეთი თანაგუნდელები ყავს....და არა კვეკვე,ტაბიძე,აზაროვი, აბურჯანია,კაკაბა....
ციმაკო
29 მარტი 2023 10:33
9
აზაროვი კარგი ბიჭია, მაგრამ ამ ეტაპზე არ იმსახურებდა ძირითად. ჯუღელმა კი თქვა უფრო კარგი გუნდი უნდა მოვუძებნოო, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს მანდამაინც საქართველოს ნაკრების ინტერესები შევწიროთ?
ქუთაისელი
29 მარტი 2023 10:28
0
ჩაკვეტაძეზე რამე ტაბუ გაქვთ თუ რა ხდება? დიდი ცოდნა უნდა მაგას რომ ცენტრი არ გვყავს, ბურთის ამომტანი და პასების დამრიგებელი ჩაკვე კი მხოლოდ მონღოლეთისთვის გემეტებათ? მონღოლეთთანაც მეორე ტაიმში ცენტრში რომ გაწიეს ჩაკვე მხოლოდ ამის შემდეგ მოუგეს თამაში. მკვდარზე ვენოკებს რომ ათამაშებთ იმიტომაცაა ცუდი შედეგი.
Suxumchanin
29 მარტი 2023 10:16
3
ყველაზე მაგარი ისარი შოტლანდიამ მოუგო ესპანეთს და უკვე 6 ქულა აქვს მაგარი ჯგუფი ჩანს
ტოლსენი
29 მარტი 2023 10:16
1
რამდენი ფეხბურთის პროფესორი გვყოლია. ყველა თავისას წერს და თავი მართალი ჰგონია(მეც). ერთადერთი რაც მეგონა ჩაკვეტაძეს და გაგნიძეს მიეცემოდათ დრო.
აკო
29 მარტი 2023 09:11
6
ხოდა ჩემო ძმაო ხო დავაფიქსირე მეც პროფესორებში შევდივაროთქო.. არც არავისთვის მითქვია არ დააკომენტაროთთქო.. როგორც შენ და სხვები გამოხატავთ თქვენს აზრს ისევე მეც მაქვს უფლება დავაფიქსირო ჩემი აზრი.ასე რომ..
აკო
29 მარტი 2023 11:44
1
აი ყველაზე მეტი პროფესორა თავად ხარ, რომ გვეპროფესორები აქ ვინ რა უნდა წეროს. გულშემატკივარი საკუთარ აზრს აფიქსირებს უბრალოდ, მაგისთვისაა ეს სექცია. დიახ, გულშემატკივარმა უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი და შეხედულება გუნდზე, შემადგენლობაზე, თამაშზე!
ალექს
29 მარტი 2023 10:49
1
მოდით ამჯერად ასე ვთქვათ: ნორვეგიასთან ისტორიაში პირველად არ წავაგეთ და ჯგუფის პირველივე თამაშში ქულა ავიღეთ!
დასაწყისში ნერვიულობა და ბურთის უაზრო დაკარგვები რომ არა სხვა თამაში იქნებოდა (ქარმაც რა შემოგვიტრიალა ბურთი უკან რა!).
სასწაული მოხდება და ჯგუფში რომელშიც ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგიაა ჩვენ მეორეზე გავალთ მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგ გამოცდილებას რომ მიიღებენ ფეხბურთელები და გამოადგებათ ეს ნაღდია!
გუშინდელ თამაშში თავიდანვე ყოფილიყო გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე და სიგუა, რაღაც უფრო გაბედული თამაში გვექნებოდა.
წარმატებები იქნება!
თემური
29 მარტი 2023 09:10
8
რა სიგუა ღადაობ? ჩაკვე კარგია მაგრამ სანიოლმა მართალი თქვა ფიზიკაში მოიკოჭლებს კარგი ფიზ მწვრთნელი და უკეთეს ჩემპიონატში გადასვლაა მისთვის საჭირო.. გოჩო დღეს უალტერნატივოა.. ისევე როგორც გაგნიძე... კვეკვე და აბუ საერთოდ არუნდა გამოიძახონ ტრიპაჩა უაზრო ვითომ იგროკები!
რონი
29 მარტი 2023 09:48
0
როგორც იქნა პირველი ადეკვატური კომენტარი ვნახე გუშინდელ თამაშზე. ბევრჯერ მოგვიგია ნორვეგიის დონის გუნდისთვის??? არ არის ცუდი დასაწყისი პირველი ქულა.
აკო
29 მარტი 2023 09:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული