საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
მოკლედ დავწერ - კვარას ნაპოლი აკლდა დღეს
გივი
28 მარტი 2023 23:41
4
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვილი სანიოლს შეუძლია შესვენების დროს სწორი დასკვნების გამოტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ როგორც მონღოლეთთან, ისე ნორვეგიასთან.
ნიკა
28 მარტი 2023 23:41
5
ხუთი კუ გვყავს ნაკრებში. ეს რა საშინელი სასტავი დააყენა . მაგრად გადავრჩით უუუუუუუუუუუსუსტესი ნახევარდაცვით. ფაქტიურად ნახევარმა გუნდმა ითამაშა. ნაპოლის ნახევარდაცვას შემთხვევით თუ არ წაუვიდა თამაში, რა დღეშია სპალეტი კარგად ვხედავთ, ჩვენ კი ბალასტი მაინც უნდა ვათამაშოთ. მოკლედ კარგი მწვრთნელი და კარგი ნახევარდაცვა გვინდა ასევე დაცვა-ცენტრი.........
dato
28 მარტი 2023 23:41
1
უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ტაბიძეც კობახიძის გაუმჯობესებული მოდელი გახდა სამწუხაროდ.აღარაა ის დონე რაც თუნდაც 2-3 წლის წინ იყო...
მეზღვაური
28 მარტი 2023 23:38
0
ჩაკვემ მშვენივრად ითამაშა, უბრალოდ მომენტები უფრო უკეთ უნდა გამოეყენებინა
გენა
28 მარტი 2023 23:35
6
ცხადია, სანამ არ ვისწავლით მეტოქის მაღალი პრესინგის ქვეშ თამაშს, მანამდე სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ზედმეტია. თუმცა, პროგრესი მაინც არის. მანამდე, ასეთი დონისა და სცენარის თამაშებს ფაქტობრივად ყოველთვის ვაგებდით ხოლმე (ძლიერ მეტოქესთან ვიგებდით ან ვათანაბრებდით და მერე აუცილებლად ვაგებდით, ხშირად ბოლო წუთებზე).
Gio
28 მარტი 2023 23:34
0
Mikautadze

Kvara davitashv(Lobjan)

Chakvetadze(kite)


(Kite)(Gagnidze) kvekveskiri


Gocholeishvili kakabadze

Khocholava(Locho) kashia


Mamardashvili



ან საინტერესოა თუ შეუძლია საქართველოს ნაკრებს ცრუ ცხრიანით თამაში მიქაუტაძე ტექნიკურია კარგი პასიც აქვს რაც მისი ასისტებიც მეტყველებს ლიგა ორში და ფლანგის მცველებიც სწრაფები არიან და კარგად უტევენ. თუ გავითვალისწინებთ გოჩოლეიშვილს შემოსვლისას რეები აკეთა და როგორ მაგრად უტევდა საინტერესოა თუ არის შესაძლებელი და რეალური რომ ცრუ ცხრიანით თამაშის რესურსი გვქონდეს და გამოგვივიდეს რაიმე? ეს კვარაცხელიასაც სივრცეებს გაუხსნიდა და უფრო ახლოს შეძლებს საჯარიმოსთან მისვლას და ღრმად შეჭრას ცენტრში. მაინტერესებს ვინმე კომპეტენტური პირისგან ვინც აქ არის, არის თუ არა შესაძლებელი ნაკრების ამ რესურსით ცხრუ ცხრიანით თამაში და რას მოგვცემს ეს? შემდეგ თამაშში კვიპროსთან ამ ტაქტიკის მოსინჯვაზე რას ფიქრობთ?
პ.ს. ნახეთ რა ხდება შოტლანდიაში 6 ქულასთან ახლოს არიან და ჯობია ნორვეგიასთან ჭიდაობის გარდა უფრო მეტად დავფიქრდეთ რა შეგვიძლია ამ გუნდებთან და რა დავუპორისპიროთ!
T.q
28 მარტი 2023 23:33
1
გამოჩნდა კლასში ძალიან დიდი სხვაობა და გამოჩნდა ჩვენი მწვრთნელის შეცდომებიც,პირველ რიგში შემადგენლობის დაყენენებისას .როდესაც შენზე მაღალი კლასის გამწარებულ-გავეშებულ გუნდს ეთამაშები,ნახევარდაცვის ცენტრში მოუქნელი ,ტლანქი სათამაშო პრაქტიკის არმქონე ფეხბურთელები,არ უნდა დააყენო,მითუმეტეს როცა გყავს უფრო მობილური და მოძრავები .როგორ შეიძლებოდა გოჩალეიშვილის სკამზე დასმა? გაგნიძე,ჩაკვეტაძე,ლობჟანიძე ხომ აშკარაა ,რომ თუ კლასით არა სისხარტით და მოძრაობით მანც აღემატებიან თავიანთ კონკურენტებს?გუნდი მოძრაბდა ძალიან ცუდად,სისწრაფეებში ისეთი სხვაობა იყო როგორიც ზაპოროჟეცსა და მერსედესს შორის და ამ დროს რა უნდა ექნა კვარაცხელიას ,როცა მოწინააღმდეგე მისკენ მიმავალ ყველა ბურთს ჭრიდა? ძალიან უჭირდათ ცენტრალურ მცველებსაც ,ელასტიურობადაკარგულები მეორე სართულსაც კი პირწმინდად აგებდნენ .გამოსავალი :უფრო მეტად უნდა ვენდოთ ახალგაზრდების იმ ჯგუფს ,რომლებიც ღვთის მადლით გამოჩნდნენ და დიდ იმედებსაც იძლევიან .მწვრთნელმა მათთან სწორი მუშაობით საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი უნდა შეკრას.შეკრავს?შესძლებს?.თუ აბურჯანიას,კვეკვესკირის და კაშიას ვაივაგლახს უნდა ვუყუროთ მომავალშიც?!
საჩინო
28 მარტი 2023 23:33
1
დავითაშვილი და კაკაბაძე სუსტი ფეხბურთელებია
ვალერი
28 მარტი 2023 23:27
6
ვილი, ესე ნახევარდაცვის გარეშე აპირებ თამაშს. ნახევარდაცვის შეფასებაა -1. ლობოტკაც ნახევარდაცვაა და ეს ჩვენი ნელი კადრიც ყველა ერთად აღებული. ხუთი კაცი საერთოდ ტყუილად გვყავდა?????????????
კახა
28 მარტი 2023 23:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული