საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
სანიოლი გაგებაში არ არის ფეხბურთის
სანიოლი
29 მარტი 2023 07:59
17
ეეეხხ.... კომენტარების მიხედვით დიდი უმეტესობა ფეხბურთსი ვერ ერკვევით. არა, დიდად სამწუხარო ეს არ არის, მაგრამ მაინც! არც გულშემატკივრობა შეგიძლიათ ბოლომდე იმიტომ, რომ საქართველო ისე ვერ გიყვართ როგორც უნდა უყვარდეს პატრიოტ ადამიანს! აგერ ნახეთ ვიღაც კალუცკი ახალგაზრდა კაცი რა სიყვარულით და მაღალი პროფესიონალიზმით არჩევს წუხანდელ თამაშსhttps://www.youtube.com/watch?v=LAWOHb8R0DM ,
პირდაპირ შემშურდა და გული დამეწვა, რომ ჩვენ ასე თვალგაფართოევბული ხბოს აღტაცებით შევყურებთ ვიღაც ნორვეგიელებს თუმცა იმათ თამაშში დიდად მოსაწონი არაფერი ყოფილა და ვიღაც გადამთიელი ახალგაზრდა ბიჭი ასეთი ობიექტურობით არჩევს თამაშს!! ჩვენ? ჩვენ ვითამაშეთ კარგად. 30-ე წუთიდან საბოლოოდ დავლაგდით და ვითამაშეთ ფეხბურთი. ხვიჩას უბრალოდ არ გაუმართლა თორემ დღეს დიდი ანგარიშით, მინიმუმ 3:1 მოგებას ვიზეიმებდით!
aburjga
29 მარტი 2023 07:53
23
შენ რომ რუსეთი არ შემოტენო და არ აქო, ისე ხომ არ შეგიძლია.
გივი
29 მარტი 2023 08:37
3
ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ისწორებდა თმას კვარაცხელოვი თამაშის დროს,კუთხურიც ეფექტურად ჩააწოდა
!!
29 მარტი 2023 07:52
30
რაღაცაშია საქმე ტაბიძეს არასდროს უთამაშია სანიოლთან და უცებ სასტავშია... აზაროვი წელიწადში ერთხელ თამაშობს თავის გუნდში და აქ გოჩოლეიშვილს ამჯობინეს რომელიც დაფრინავს.. კვეკვე აბუჯანია უკვე მარაზმია 15 წლია ბავშვები დააყენეთ მაგათ ადგილზე ამათ თუარ აჯობონ....დავითაშვილი კაცმა პასი როარ იცის იმას დღევანდელ ფეხბურთში ადგილი არააა... ბუდუ გამოგყავთ უფორმო კაცი და ვოლკოვს ამწნილებთ... რაო ფედერაციავ კარგად ითბობთ ხელებს ბიჭების ტრანსფერებიდან?? რამდენ პროცენტზე მუშაობთ მოიწერეთ ნაკრებში მყავს ასაყვანი ერთი ბაბუ კაცი ;) მოსაშორებლები ხართ თქვენ ხართ ფეხბურთის მუწუკები ახალგაზრდა ჟორდანიები
რომა
29 მარტი 2023 07:39
7
100% ეგრეა. ტრანსფერებზე ჩალიჩობს ფედერაცია. ლოჩოშვილიც არ გამოიძახეს იტალიიდან, რადგან თბ დინამოდან ტაბიძე არის გასაყიდი.
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 14:34
0
ეგრეა მეგობარო, სამწუხაროდ წლები გადის და ჩვენთან არაფერი იცვლება. მაყუთის საკეთებელ დახლად აქციეს ჩვენი ნაკრები, გამაზავ და ითამაშებ, ჩვენ კი აქ ნერვები გვაწყდება.
თორელი
29 მარტი 2023 08:41
5
მიზეზების გამო თამაშს ვუყურე სადღაც 65 წუთიდან. ისე დამთავრდა თამაში რომ მთელი ნახევარი საათი სანამ თამაში არ დამთავრდა, ვერ გავიგე ჩვენი გოლის გამტანი ვინ იყო. კომენტატორებს ვეუბნები, ნუ აკნინებთ სხვა ფეხბურთელების შრომას. სხვებიც დააფასეთ, როცა იმსახურებს.
მორიელი
29 მარტი 2023 06:45
1
სანიოლს მილიონებს უხდიან და ზუსტად სანიოლის სისუსტეა ყველაფრის მიზეზი. კონტრაქტი კიდევ გაუგრძელეს... ერთი ნებისმიერი პატიოსანი გულშემატკივარი უფრო კარგად დააკომპლექტებს გუნდს ვიდრე დღეს არის. დღესდღეობით არის რესურსი რომ ბევრად კარგად დაკომპლექტდეს გუნდი. რა უბედურებაა, ნახევარი გუნდი გადაღლილ დაბერებული. არც დაცვა არც ნახევარდაცვა, და თითქმის არც თავდასხმა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს ცალკე ძლიერები, მაგრამ ერთად ვერ თამაშობენ რადგან ეს გუნდური თამაშია და გუნდის ყველა 11ადგილი უნდა იყოს სწორად დაკომპლექტებული. ამიტომ. არის რომ გუნდი ვერ ქაჩავს. ნორვეგია ბევრად ძლიერი იყო, მაგრად გაგვიმართლა. ვნახოთ რა იქნება. იმედია სანიოლი არაფერს მოწევს და გუნდს უფრო სერიოზულობით ფხიზელი ტვინით მიხედავს.
ეხ
29 მარტი 2023 06:13
5
საცოდაობაა ამათი "თამაშის " ყურება. ვინც ამათ ფეხბურთელობა დააბრალათ ....
ჩვენ საჯარიმოში სამი ნორვეგიელი იდგა ცარიელი მეკარის წინ და ერთი ჩვენიანიც კი არ ედგათ. ოდნავ ნორმალური გუნდი 5 ბურთს მაინც გაგვიტანდა.
იმედი
29 მარტი 2023 05:15
8
ჩვენი უპირატესობა იქნებოდა ნორვეგიელებთან ტექნიკური სწრაფი თამაში.
შეტევა მარტო ხვიჩას და მიქაუტაძის სისწრაფეზე იყო აგებული-დანარჩენი 8 კაცი კიდე ჯაჯგურით იყო დაკავებული,რაშიც ნორვეგიელებს ვერ აჯობებ.
იგივე ვაისის ნაკრები ვნახეთ დღეს 5year later
Levani
29 მარტი 2023 03:44
7
არაადკვატური შემადგენლობა რომ იყო, განსაკუთრებით სასტარტო ამაზე ყველა ვჯერდებით მგონი. არადა არსებული რესურსის სწორად გამოყენებით ჰოლანდიან ნორვეგიასაც გადავუვლიდით. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ მარა, რაიმე გავლენა ხომ არ აქვს ხიზანიშვილს შემადგენლობის დაყენებისას? რატომღაც ამ ადამიანის როლი უარყოფიდად მესახება ჩვენს ნაკრებში.
zaza
29 მარტი 2023 02:40
4
ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ რატო არ გვაჩვენეს ბოლო წუთზე კაშიას მოხვდა თუ არა ხელზე ?
კამერა არ იყო მაგ მხარეს დაყენებული ? თუ 2 წუთი ვარ-ზე რომ განიხილავდნენ, გამეორების ჩვენების დრო ვერ ნახეს ?

ცოტა უცნაურია . .
nk
29 მარტი 2023 02:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული