საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
პირველი თამაში იყო არ წაგება კარგია, გოჩოლეიშვილი ძირითადის კაცია დღეიდან ეს დაამტკიცა უკვე სერიოზულ სივრცეებს მიცემს კვარას, აბურჯანიას მოედნის ხედვა მინიმუმი აქვს უკეთესი არ გვყავს ჩაკვეტაძეს ნუ ადარებთ აბურჯანია ბრძოლობს მაინც ივლისში 4 ქულა ორ გასვლაზე კვიპროსი შოტლანდია კარგი იქნება
Soso
28 მარტი 2023 23:23
10
შეიძლება ითქვას ნორვეგიას გაუმართლა და გადარჩა დიდი ანგარიშით წაგებას.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 მარტი 2023 23:20
8
საქართველო არმენია 7-0.

ნორვეგია არმენია 10-0.

საქართველო ნორვეგია 1-1
chakvdi sheni Dedis yaimaza @@#
29 მარტი 2023 00:13
0
ნორვეგია სასომხეთი 10-0.
Sheni dedis Zonderi
29 მარტი 2023 00:11
0
საშინელი პირველი ტაიმი, ასეთი თამაშით გინდათ ევროპაზე წასვლა? მეორე ტაიმში თითქოს არა უშავდა, მაგრად ითამაშეს მამარდაშვილმა,ლობჯანიძემ, გოჩოლეიშვილმა, მიქაუტაძემ, კაკაბაძემ მხოლოდ მეორე ტაიმი... დაცვა და ნახევარდაცვის შუა ხაზი არაფრად არ ვარგა... ჩაკვეტაძე რატომ არ ათამაშეს ვერ გავიგე, ამ სანოილისიც ვერ გამიგია, ლოჩოშვილი არ გამოიძახა იმიტომ რომ ცოტას თამაშობს კლუბშიო, აზაროვი კი სასტარტოში დააყენა, რომელიც რაც სერბეთში გადავიდა სულ სათარიგოში ზის და ძალიან სუსტად ითამაშა ნაკრებში... დააბრუნეთ ლოჩოშვილი ნაკრებში, ზუსტად ასეთი მცველები სჭირდება ნაკრებს...
დიდი მადლობა მამარდაშვილს, რომელმაც ნამდვილად გვიხსნა წაგებისგან და დიდი მადლობა იღბალს რომ ჰალანდი არ ჩამოიყვანა სათამაშოდ, რომელიც მინიმუმ სამ ბურთს გაარჭობდა ჩვენი ნაკრების კარში...
Zorro
28 მარტი 2023 23:19
1
თავიდან ცოტა არ იყოს დამფრთხალი იყო ჩვენი გუნდი, გოლიც გავუშვით. 30-ე წუთიდან საქართველოს ნაკრებმა იწყო აღმასვლა, ტაიმის ბოლოს უკვე ვდომინირებდით! მე-2 ტაიმში საქრთველო იყო გაცილებით უკეთესი და ხვიჩას რომ გამართლებოდა 5;1 იქნებოდა ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ. არ ვხუმრობ! ყველა კომპონენტში უკეთესები ვიყავით, ცოტა შეთამაშება გვაკლდა! საქართველო იყო და იქნება ყოველთვის ნორვეგიაზე და დანიაზე და ინგლის - შოტლანდიაზე უკეთესი გუნდი! გოჩოლეიშვილი ეს ტალანტია! მაგას კარგი ფიზმომზადების ინდუვიდუალური მწვრთნელი სჭირდება და გაანგრევს ყველა ნორვეგია-შვეციას!
aburjga
28 მარტი 2023 23:16
28
სულ უფრო მძიმდება შენი მდგომარეობა,რუსოფილო!
დღითიდღე
29 მარტი 2023 09:51
0
კაშია, ტაბიძე, დავითა, კვეკვე, აბუ, კვირკველია , კობახიძე ესენი სანაკრებო ხალხია პროფესორ ვილი ??????????????
?
28 მარტი 2023 23:15
2
ეს თამაში წავაგეთ, დიახ წავაგეთ“! ფრე იგივე წაგებაა. არასწორი სასტავის გამო. სასტავი არ იყო შერჩეული კარგად და ამაში მე მგონია პედერაციის ხელი ურევია.
თორემ შეიძლებოდა მოგება, თან დიდი ანგარიშით, თან ამხელა ფორა გალანდი არ ყავდათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ კვარაცხელია არ გვყავდეს. აი ესეთ გუნდთან გაუჭირდათ ფრეს თამაში. დაიწყნარეთ ნერვები ააა?!
კ ო მ ბ ლ ე
28 მარტი 2023 23:14
10
ვერ შევაქებ ვილის შემადგენლობის შერჩევაში, მაგრამ აშკარად იმოქმედა გუნდზე, მისმა მითითებულმა რჩევებმა შესვენებისას და ეს დასაფასებელია. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და სანიოლი, მჯერა რომ გამოიტანს სწორ დასკვნებს
ირაკლი
28 მარტი 2023 23:13
4
როდემდე უნდა ვუყუროთ აბურჯანიას გაბრწყინებულ სახეს საქართველოს ნაკრებში
Rodemde
28 მარტი 2023 23:12
1
Var - idan ვიღაცამ გვიჯიგრა? 50-50 აზე იყო ალბათ )))
289
28 მარტი 2023 23:12
1
ჩაკვეტაძე როცა ფორმაშია და არ ათამაშებ,რაღაც რიგზე ვერ არის მწრთვნელთა სასტავში…
ძველი გულშემატკივარი.
28 მარტი 2023 23:12
2
თანამედროვე ფეხბურთში ჩაკვეტაძის ფეხბურთი არ არი წინდა უკან დარბოდე და ყველა ბრძოლაში შედიოდე ეგ არ არი ჩაკვეტაძე აბურჯანიას გამძლეობა და ბრძოლის ჟინი ქონდეს მსოფლიო დონის განთამაშებელი იქნებოდა ბურთი და პასი და აზროვნება კი აქვს ფიზიკურად არა არი
Soso
28 მარტი 2023 23:58
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული