საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ჩვენი ნახევარდაცვა იმათ მხარეს იყო. გასვლას რა თქმა უნდა წავაგებთ. მინიმუმ აბუ, კვეკვე, დავითაშვილი არ არის სანაკრებო ხალხი
ზურა
28 მარტი 2023 23:12
1
კვეკვეს კიდე რაღაც დონე აქვს და ასე თუ ისე გამოასწორა თამაში მეორე ტაიმში და კიდე ჯანდაბას, რაღაცა იწვალა და აბურჯანია რავიცი, რავიცი, სრულიად უიმედოა ყველანაირად. მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცუდი თამაშები რომ ჩამოვთვალოთ ფეხბურთელების ათეულში ხუთჯერ მაინც აბურჯანია მოხვდება, ბოდიში რა გიო, მართლა ბოდიში, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა, საერთოდ რატომ და საიდან სად ხვდები ნაკრებში არ ვიცი, ანდორის ნაკრებშიც ალბათ გაგიჭირდება მოხვედრა
უვიცი
28 მარტი 2023 23:08
0
ეხ! მონღოლეთმა ბათუმის დინამოსთანაც წააგო 6-1!
მწრთვნელი
28 მარტი 2023 23:07
0
მოგება გაგვეხარდებოდა,მაგრამ მოდი ვაღიაროთ და ფრე სამართლიანი შედეგია
გელა
28 მარტი 2023 23:02
1
აბსოლუტურად ცენტრის გარეშე ვითამაშეთ. აბურჯანია კვეკვე და დავითაშვილს ნული (0) შეფასება. არ არიან სანაკრებო ფორმაში. ბოჩოლეიშვილი და ბუდუ თავიდანვე უნდა გამოეყვანა და ალბათ გაგნიძეც. უცენტროდ კარგია რომ არ წავაგეთ
dato
28 მარტი 2023 23:01
1
ნორვეგიას გამოცდილი მწვრთნელი ყავს, ჩვენ კი ადამიანი, რომელიც შეიძლება ნიჭიერია მაგრამ მწვრთნელიბას ახლა სწავლობს, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მწირი გამოცდილება აქვს. რას ერჩიო რომ მკითხოთ:
1. ვერ განაწყო გუნდი ფსიქოლოგიურად. პირველ ტაიმში ორ მეტრში რომ პასს ვერ აკეთებდნენ
მაგის ბრალია. შიშით თამაშმა იცის ეგ.
2. მატჩის უდიდეს ნაწილში დაცვით ფაზაში არამჭიდრო თამაში და სუსტი პრესინგი ( თუ ამას პრესინგი ერქვა საერთოდ) ეს იმ ფონზე , რომ როგორც კი ინტენსივობას ვზრდიდით ისინი ბურთს კარგავდნენ.

3. პირველ ტაიმში შეჭამეს აზაროვი ფლანგზე, გოჩეიშვილმა მეორე ტაიმში იქით შეჭამა ისინი იმავე ფლანგზე. მონღოლებთან ჩანდა რომ მაგარ ფორმაშია და რატომ არ ათამაშა თავიდან?
4. აბურჯანია არადამაჯერებელი იყო თავიდანვე მაგრამ სანამ ტრავმა არ მიიღო არ გაიყვანა. გაგნიძე ძალიან კარგი იყო მონღოლებთან და აქ დრო პრაქტიკულად არ მიეცა. ისევე როგორც ჩაკვეს და ეს იმ ფონზე რომ ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ერთ კვეკვესკირზე იყო მთელი ეს დატვირთვა. ამის გამო კვარაც და ჟორჟიც იშვიათად ღებულობდნენ ბურთს.
ხო და კიდევ - დავითაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ რაც გააკეთა როდესაც თავისუფლად მდგარ მიქაუტაძეს პასი არ მისცა საჯარიმოში (99 პროცენტიანი გოლი იყო რომ მიეცა) ასეთი რამე ავტოგოლს უტოლდება სიმძიმით. და თუ უნდა სერიოზული ფეხბურთი ითამაშოს ეს უნდა გააცნობიეროს.
არტ
28 მარტი 2023 23:01
1
რატომ ვიყრით თავზე ნაცარს არ მესმის კონკრეტულ თამაშში მეტიქემნგვაჯობ, ჩვენი მწვრთნელი შეცდა ბიჭებმა ვერ ითამაშეს მაგრამ ამნყველაფრის მიუხედავად არ წავაგეთ, რასაცქვია ვიომეთ და ამის შედეგად კლასით მაღალ მეტლქეს ქულები დავაკარგინეთ და ჩვენ აქტივში ჩავიწერეთ!! იუვეს 9 ფინალი აქვს წაგებული მაგრამ ყოველ კვირას 40 ათასი გულშემატკივარი დადის მის თამაშზე!!! ბიჭებს გვერდში დგომა ჭირდება!!!!! თქვენს გვერდით ვართ ბიჭებოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!! დიდება საქართველოს!!!!!!!!!!!
Lebron
28 მარტი 2023 22:58
1
იმ დღეს მომასწრო კაკაბაძემ წესიერად ჩააწოდოს საჯარიმოში მეტი არ მინდა
რაბუ
28 მარტი 2023 22:57
5
ეჰ ძამია, მაგ დღეს მე და შენ მემგონი ვერ მოვესწრებით))
მეგრელი
28 მარტი 2023 23:41
1
რა კარგი ბიჭია გოჩოლეიშვილი. როგორ შეიძლება სათადარიგოთა სკამზე გეჯდეს ერთი საათი?
muro
28 მარტი 2023 22:56
3
დავითაშვილი ნაკრების დონე არაა საერთოდ, საყრდენში, წიტაიშვილი-გაგნიძე კარგი იქნება. გოჩოლეიშვილი შეუცვლელი აღმოჩენა, მის ფრთაზე. იგივეს ვიტყვი აბუზე. მარა შეცვლები მაინც ვერ გააკეთა სწორად. ზივზივა რად უნდოდა. ჩაკვე უნდა გამოეყვანა. ეს ბიჭები რომ ეთამაშებია, მოვიგებდით. შეიძლებოდა თამაშის მოგება.
ლევან მაღლაკელიძე
28 მარტი 2023 22:55
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული