"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბევრად კომფორტულ ტაქტიკაზე გადაეწყო გუნდი როცა ბუდუ და საბა გამოვიდნენ და ფლანგებზე ხვიჩა და საბა გადანაწილდნენ. პირველ ტაიმში სამი მცველით გაგვიჭირდა. მთელი ფლანგის ჩაბარება აზაროვზე და კაკაბაძეზე ამ დონის გუნდთან გაუმართლებელი იყო.

მეტი დამაჯერებლობა გუნდს, ჟილკიანი თამაში და რაღაც უნდა გამოვიდეს. რესურსიც არის მაგრამ ამ ცენტრით ამ ჯგუფში მაგრად გაგვიჭირდება.

დამენანა ჩაკვეს რო არ მიეცა სათამაშო დრო მაგრამ როცა გავუთანაბრეთ უკვე მისი გამოსვლა ნაკლებად სავარაუდო იყო.

გოჩოლეიშვილი მიუხედავად იმისა რო არაა მარცხენა მცველი ნომინალურად ბევრად უფრო ეფექტური იყო აზაროვზე. სამწუხაროა რო ირაკლის არ ეძლევა სათამაშო დრო ცრვენა ზვეზდაში.

წარმატებები მომავალში. მამარდას დროა უკვე აღარაა საჭირო მეკარების ცვლა. ლორიას ვენაცვალე ძალიან კარგი კარიერა შექმნა ნაკრებში მაგრამ მამარდას უნდა დაეთმოს უკვე დრო. როტაციების დრო აღარ არის
ბაჩო
28 მარტი 2023 23:16
0
რა გინდა კაცი ყოფილა ჟორჟი თქვენ კიდევ ენასტირნებოდით
გულშემატკივარი
28 მარტი 2023 23:05
0
ესე იგი უკრაინას თუ არ უკბინეთ ზოგიერთებმა ისე ხო არ შეგიძლიათ.უკრაინას უმადლოდეთ თორემ ვიქნებოდით უკვე რუსეთის ოფიციალური გუბერნია
მიშა
29 მარტი 2023 09:58
17
მწვრთენილი და მისი საბჭო გვყავს უკეთეს ვერ ინატრებ შეუცვალე ფლანგი მითუმეტეს ორივეზე მაგარია მოკლედ ფედერაცია და საერთოდ სადმე პროფესიონალი ხო არ გვეღირსა
კახა
28 მარტი 2023 23:54
12
კანკავამ სანაკრებო კარიერა თუ დაასრულა კაშია რა სინდისით აგრძელებს???
Xalxi
29 მარტი 2023 02:05
20
ნორვეგიის ნაკრებს ფრეზე ჰქონდა დადებული... კვეკვეს, აბუს და კიდევ რამოდენიმეს წაგებაზე
rigiti
28 მარტი 2023 23:10
4
2 ფეხბურთელს გამოვარჩევდი მამარდაშვილი და.მეორე მიქაუტადზე გოლი სეაგდო მთავარი გოლია!დანაღჩენს არ მიწყინოთ და ვერაფერი ვნახოდ კიპრთან.
NESTA:)))
28 მარტი 2023 23:33
3
ბედნიერი ტურისტი აბურჯანიას გაბრწყინებული სიფათი ნაკრების ძირითაში
Rodemde
28 მარტი 2023 23:11
6
თუ ყველა ფორმაში გვეყოლება ასეთი სასტავით ვითამაშოთ ერთხელ მამარდა/ხიჭოლოვა,ლოჩოშვილი,კაშია,საზანოვი/გოჩოლეიშვილი,კიტეიშვილი,გაგნიძე,კვარა/ბუდუ,ჟორჟი
მთავარია ქეცბას კიპრი მოვჭიმოთ და ეს შოტლანდიაც ნუ გგონიათ ბუა,მინიმუმ არ უნდა წავაგოთ მათთან,მერე დავითვალოთ შანსები,რადგან მე ასე მგონია ნორვეგია შემდეგ 2 თამაშს იგებს და ესპანეთამდე ჯგუფში ასეთი შედეგი დგება
1.ნორვეგია 7 (4თ)
2.შოტლანდია 7 (4თ)
3.საქართველო 5 (3თ)
4.ესპანეთი 3 (2თ)
5.კვიპროსი 0 (3თ)
აი თუ შოტლანდია მოვჭიმეთ საკაიფო შანსები გვეჩითება მაშინ,რადგან შესაძლოა კიპრთან და სქოთებთან სახლში მოგება და ნორვეგიაში არ წაგება გვეყოს კიდეც 14 ქულა გამსვლელია
ნიკო
29 მარტი 2023 01:53
6
ვილი გამოდი,გიცანით.
ჯიჯი
29 მარტი 2023 07:11
2
შენ კაშია ხო არა ხარ
siko
29 მარტი 2023 02:45
2
კიტე,ხოჭოლავა და ლოჩოშვილი აუცილებელია ნაკრებისთვის,ძალიან ჭირს,როგორც მოედნის ცენტრში ასევე დაცვის ცენტრში, ფლანგებზე გვყავს აზაროვი,კაკაბაძე,აგერ გოჩოლეიშვილი ძალიან მაგარი ბიჭია და ორივე ფლანგის გაძლიერება შეუძლია,ლობო,აბრეზიჩი,კვარა,ჟორჟი,ბუდუ, და პლიუს ახალგაზრდები,აქვს ამ გუნდს პერსპექტივა და დასანანი იქნება თუ ვერც ამჯერად ვერ მოვახერხებთ ევროპაზე თამაშს, შესარჩევიდან თუ არა ერთა ლიგიდან მაინც
საქართველო
28 მარტი 2023 23:06
1
ირაკლი ამპლუით მარცხენა მცველია და ალბათ ამიტომ ენდო,უთამაშებლობის მიუხედავად.ეტყობოდა ფორმაში არ ყოფნა და მეტოქემაც,დარწმუნებული ვარ,სწორედ ამიტომ დატვირთა მისი ფლანგი.ამით,ნაწილობრივ ხვიჩაც აიძულეს უკან დაეწია,მის დასახმარებლად და თვითონ ირაკლისაც ძალიან გაუჭირდა იმხელა ხალხთან ჭიდაობა.იმედია სერიოზული არაფერი იქნება.გოჩოლეიშვილი,ფიზიკურადაც გაცილებით მძლავრია და უკეთესადაც გამოუვიდა,თუმცა მაინც აჰკიდეს გაფრთხილება.კარგი ბიჭი იზრდება გოჩოლეიშვილი.
სოსო
29 მარტი 2023 15:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული