სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
გოჩოლეიშვილმა კარგად ითამაშა, მთელ მოედანს ხედავდა, საზანოვიც კარგი იყო, დანარჩენები ბურთს დაყურებდნენ და პასს ისე იძლეოდნენ იმიტომაც იყო მაგდენი ხარვეზი პასებში, მოედანზე უბურთოდ მოძრაობა პირველ ტაიმში 10 ქულიდან 3 ს თუ იმსახურებდა, მეორეში 5 მდე ძლივს ავიდა, მარჯვენა მხარეს მამუჩაშვილი რომ გამოეხახა და დაეყენებინა უფრო ცოცხალი თამაში იქნებოდა, ბევრს მოძრაობს მოედანს კარგად ხედავს და უზუსტეს პასებს აკეთებს გრძელ მანძილებზეც, კვარაცხელიას კარგად აუწყობდა, მე ასე ვფიქრობ
მერაბი
29 მარტი 2023 12:27
9
რა წიტა მოედანზე ხალხო გაგიჟდით ტიპს სათამაშო პრაქტიკა ნოლი აქ.
გფფ
29 მარტი 2023 10:05
8
ჰო, აბურჯანია ხომ გლიჯავს, ანდა ტაბიძე.
გიორგი
30 მარტი 2023 13:32
0
კვეკვესკირს საუკეთესო შეფასება დამეწერა,ტიპმა საუცხოოდ გაიყვანა მიქაუტაძე საგოლეზე და აქ კიდევ ლანძღავენ,თქვენ ბიძიკო ჩანაწერისთვის ხო არ გიყურებიათ?!
MARGALONA
29 მარტი 2023 01:19
18
snioli unda chamovishorot megobrbo cxadadze rom yofiliyo sataveshi movigebdit uechveli ara saniols moshordi
Giorgi
29 მარტი 2023 13:34
8
Rasac vwerdi is moxda tamashi isev wagebukebma daviwyet!!!es psiqologiaaa da araoeri eshveleba norveguastan aseti sheshinebuli rom tamashob tan pirvel tamashhss???ar vici vaiss baralebdi avstriatan chajda gaushva 2 mere itamasha,ra ubedurebaa exla gadavrchit dalshe ra xdeba ))))
L.J .
29 მარტი 2023 08:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული