სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
ნუ ბოდიშობ მუსტერ ვილი ვინც ხოდზეა იმან უნდა ითამაშოს რა თქმა უნდა ესეც კიდე კაია რო იცი გამოიყვან და საქმეს ისე ვერ გააკეთებს თვითონ აღელდება იქ ოჯახი პირადი მხარდამჭერი გინდა რომ რაღაც მაინც ქნა და შეიძლება ორ მეტრიან სოლბაკენს ისსე დაუდგე თავი დაამტვრევინო კიდე ბევრი გამოტოვო,ჩაკვეც იპოვის იმ პოზიციას სადაც მართლა გამოადგება ნაკრებს.გოჩოლეიშვილი კაი იყო,ტაბიძეც კაი იყო ჟორჟმა ქულა მოიტანა ვილი ამას ამბობდა დროაო,მეგობრებო 3:0 წაგებულ გამწარებულ ნორვეგიელებს დავუხვდით თეთრ ფორმებში და გაწკიპინებული გვინდოდა გამოვსულიყავით?! ასე თუ ისე არ წავაგეთ მეორე ტაიმი გვქონდა და მოვიგეთ,შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო საგიჟეთ ჯგუფში ვართ,ბრძოლა ერთმანეთის გვერდით დგომა და ყველამ თქვენ კლუბებში 90 წუთები)) ეს იქნება საშინაო დავალება ქართველი ქომაგისგან...ივნისამდე საქართველოო
მირო
29 მარტი 2023 04:40
3
სანიოლი იმ პირობით ჩამოათრიეს რომ რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს. ზემოდანაა ბრძანება ნაკრებმა არ უნდა მოიგოს
X.
29 მარტი 2023 03:12
27
რა გითხრა აბა შენი შეცდომებიც იყო ამ თამაშში როგორც ტაქტიკურად ასევე შემადგენლობის მხრივ პიროვნულად არაფერს ვერჩი აბურჯანიას და კაკაბაძეს მაგრამ სხვებს მივცეთ შანსი აჯობებს როგორც დაუშვილის შემთხვევაში მოხდა კვეკვესკირიც საფიქრებელია ჩემი აზრით შეცვლებზე შეიძლება გამოყენება ძირითადში კი სხვებზე ფიქრი შეიდზლება
ზვიადი
28 მარტი 2023 23:44
7
მომეწონა გოჩოლეიშვილი, უპირველესად დასწრებაზე თამაშით, რამდენჯერმე წაიკითხა მომენტი, რაც სხვებს ძალიან უჭირთ, გამიკვირდა ჩაკვეტაძეს უთამაშებლობა და აბურჯანიას თამაში, შენელებული კადრია, სირბილი არ შეუძლია, აჩქარებაზე რომ არაფერი ვთქვად, ნახევარდაცვა ყველაზე სუსტი რგოლია ნაკრებში,რეალურად კვიპროსთან მოგვიწევს პაექრობა ბოლო ადგილს რომ ავცდეთ, ისე ამ გათამაშებაშიც 2 მოგება შეიძლება გავჩარხოთ მაქსიმუმ, მეტის ილუზიას ნუ შევიქმნით.
გუსანი
29 მარტი 2023 12:35
1
მართლაც გაუგებარი ტაქტიკით დაიწყო, 5 მცველი მათ შორის 3 ცენტრალური, რომელთაგანაც ორმა საშინლად ითამაშა.. კიდევ კარგი მეორე ტაიმში დავლაგდით
papai
29 მარტი 2023 11:34
0
ერთი სიტყვით,ვილი სანიოლმა აჩვენა რა ხარისხის მწვრთნელია 0 ქულას დაუწერდი, თავს იმართლებს თითქოს შეცვლამ გადაარჩინა წაგებას, სასტავი იყო გაუგებარი სამი ცენტრალური მცველის დაყენება ეს რა უბედურება, გამოჩნდა რა ტაქტიკოსიც ყოფილა, ნახევარ საქართველოს ვისაც ფეხბურთის გაეგება დამეთანხმება რომ ვილი არ არის ჭკვიანი და პროფესიონალი მწვრთნელი 0 აქვს ტაქტიკა.
Baduri
29 მარტი 2023 10:11
11
3 ის მაგივრად 2 რო დაეყენებინა რა შეიცვლებოდა? პირველ ტაიმში ცენტრამდე ბურთი ვერ აქვქონდა, დაცვაში კი 5!!! მეტრიანი დისტანციით ვეთანაშებოდით თითქოს კეთროვნები იყვნენ და გადაედებოდათ, პასების უზუსტობა და ბურთის არაფრისგამო დაკარგვა კი მართლა 0 კლასია, ასე არ შეიძლება პროფესიონალმა ფეხბურთელმა ითამაშოს, მოყვარულსაც კი არ ეპატიება
ნიკოლოზი
29 მარტი 2023 12:18
0
სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ვილი სახლში და კანკავა ნაკრებში. ივნისამდე მოესწრება ნორმალური მწვრთნელის მოყვანა. თუ არა და განმეორდება *ვაისი^ და იქნება უკვე გვიან.
კარგით რა
29 მარტი 2023 07:15
7
არა უშავს, გაკვეთილი მიღებულია! "ცხოველი" (ჰოლანდი), რომ ყოფილიყო ერთ სამ ბურთს შეგვიგდებდა! 2-3 მეტრიდან ააცილეს და მამარდაშვილმაც გამოაძრო ორი ბურთი! მომავალში ვილი დააყენებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც 100% არიან მზად! უნდა შეთამაშდე წინა ხაზი! სხვა გვარად ვერ გამოვა!
მწრთვნელი
28 მარტი 2023 23:29
1
ვილი არა ***
კაით რა
29 მარტი 2023 00:00
15
ოო, სხვები ხომ მზად გყავდა ყველა, შენმა მზემ, ვითომ ისე ირბინეს.. პირველ ტაიმში, რასაც ჰქვია, გადაადგილდებოდნენ მხოლოდ. ეთამაშა, მაგ ბიჭს 10 წუთი მაინც..
გუგა
29 მარტი 2023 01:00
1
სანიოლი შემადგენლობის ნახევარს აკომპლექტებს. შემადგენლობის მეორე ნახევარს აკომპლექტებს ფედერაცია (ტრანსფერებიდან ფულის მოსატეხად).
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 14:52
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული