სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
არა,ასეთი თამაშით ჩვენ გერმანიას ვერ ავიღებთ!
თამაზი
29 მარტი 2023 00:17
1
Ortabrdzolebis mogeba moednis centrshi ar aris qartveli fexburtelebis sauketeso tviseba samwuxarod,hoda shekitxva saniols:ratom wavida(tu gaushves me ar vici)am komponentshi sauketeso qartveli fexburteli kankava nakrebidan???mitumetes misi srulfasovani shemcvleli tu ar gegulebodat???
Givi
28 მარტი 2023 23:28
6
სანიოლი არის მოსწავლე მწვრთნელი და ეგ დაგვიღუპავს ძლიერ თაობას ...ჩაკვე 25 წუთი ვერ ირბენდა დავიჯერო ?
dato
29 მარტი 2023 18:48
7
ბევრი ორთაბრძოლა რომ წააგე ეგ ჩვენც მშვენივრად დავინახეთ.შენ ის აგვიხსენი რატომ წავაგეთ და რატომ დააყენე ისინი რომლებსაც ამ მხრივ არც არასდროს გამოუჩენიათ თავი?ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა რაღაც,ძირეული გარდატეხა უნდა შეიტანოს თამაშში.თქვენ კი არაფერიც არ შეცვალეთ ,ის მოჩვენებითი აქტიურობა ,რომელსაც გოლიც მოჰყვა,უფრო ნორვეგიელთა მოქმედებების შენელების შედეგია [მათ ხომ პირველ ტაიმში ძალიან მაღალი ტემპი და ინტენსივობა შემოგვთავაზეს,თანაც ორი დღის წინ უმძიმესი ორთაბრძოლა ჰქონდათ გადატანილი].ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ჩვენს კართან რომ ისევ ჩამოცხა ესეც ხომ ფაქტია.რაც შეეხება იმას,რომ თითქოს მჭვრთნელმა ძედმეტად დაცვითი ტაქტიკა და სემადგენლობა აირჩია,ჩემიაზრით სწორი არ არის ---მაღალი კლასის მოწინააღმდეგის მიერ შემოთავაზებულმა ტემპმა და აგრესიამ გვაიძულა საკუთარი კარის გადარჩენისთვის გვებრძოლა ,რის გამოც წავაგეთ პირველი ტაიმი მხოლოდ ერთი ბურთით.თუ გავიხსნებოდით და დიდი ძლებით შეტევებში წასვლას მოვინდომებდით,ჩვენს კარში ბურთების თვლას ვერ ავუვიდოდით.მოჭინააღმდეგემ კიარ უნდა გაიძულოს მეორე ნომრად თამაში ,თვითონ ,თავიდანვე უნდა გქონდეს ეს ტაქტიკა გულმოდგინედ დამუშავებული [ეს შემადგენლობა სხვა საშუალებას უბრალოდ არ იძლევა],მტკიცე ,მობილური ,გაუვალი ნახევარ დაცვით და სწრაფი ტექნიკური ფორვარდებით,რომლებიც საბედნიეროდ დღეს გაგვაჩნია.მე ,პირადად დღევანდელი მოცემულობის მიხედვით სხვა გზას ვერ ბხედავ.
საჩინო
29 მარტი 2023 10:07
2
იქ რა გვესველება
o o n
29 მარტი 2023 08:46
4
გაფიქრებაც არ მინდა იქ რამდენით წავაგებთ,ჰალანდიც ,რომ ითამაშებს
სვანსკი
29 მარტი 2023 16:59
2
სახლში 5მცველით რო იწყებ თამაშს არ ვიცი... ვერ გავიგე რა შემადგენლობა დააყენა.დავითაშვილს ძაან აპიარებენ მარა დიდი ვერაფერი.სანიოლი ამ შესარჩევს ვერ ჩაამთავრებს ვატყობ.
გიორგი IV
29 მარტი 2023 00:23
4
სანიოლი ტყუილად იბრალებს თამაშის გამოსწორებას - უბრალოდ პირველ ტაიმში ქარი ნორვეგიელებს ეხმარებოდა და მეორეში ჩვენ...
დდდ
29 მარტი 2023 03:01
10
Ise exla gadavxede da witaishvili ganacxadshic ar iko,arada mongolettan normalurad itamasha,ra iko chakvestan ertad dasajes?ise vinc wina tamashisas golebi shekara an ar atamashes an bolos gamoikvanes chventan rava kvelaferi ukugma xdeba saocariaa...
Givi
29 მარტი 2023 00:53
1
ტყუილი. გოლის ვინც გაიტანა ის გამოცვალა და შეცვლებით თამაში გადავარჩინეო ამბობს
bidzia
28 მარტი 2023 23:37
17
თქვენს გამკვირვებია ხალხო სულ ილანძღებით და ეს დაუსაბუთებელი წადი წადის ძახილი აგიჩემებიათ.
ბევრი თამაში ყოფილა რომ ჩვენს ნაკრებს ასეთი პირველი ტაიმის მერე მობილიზება და თამაშის გადარჩენა შეძლებია???
კარგით რა.
ისწავლეთ დანახვა და დაფასება.
lsd
30 მარტი 2023 02:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული