გამოცხადებული შემადგენლობა
ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.
როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ
ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.
სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?
"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...
რა ვუყოთ ნახევარდაცვას?
ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.
როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.
ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.
კვარაცხელიას ფაქტორი
წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..
P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.
საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]
"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს
სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ
ჩაკვეს არ შემოყვანა იყო ქვეყნის ღალატი.
კვარაცხელიას მაგალითიც მაჩვენებელია იმის თუ რა დიდი სამუშაო აქვს მას ჩასატარებელი რომ მართლაც დიდი ფეხბურთი ითამაშოს.იგივე ნაპოლის შემადგენლობაში არიან ლობოდკა,მარიო რუი, ოსიმენი,კიმ მინჯაი, ზელენსკი რომლებიც 90 წუთი ისე ირჯებიან მოედანზე თითქოს თამაში 5 წუთის დაწყებულია.
საუბედუროდ ჩვენ ( არა მარტო ფეხბურთში) ამ მხრივ უდიდესი ნაკლი გაგვაჩნია და პროფესიონალური სპორტი ეზოში თამაში გვგონია.