იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით (1:1) დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე, ეს მაინც ლოგიკური შედეგია, მაგრამ ბოლო წუთებზე მარცხს გადავურჩით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი - Var-ის მეშვეობით დანიშნულ პენალტს.

გამოცხადებული შემადგენლობა

ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.

Sportall.Ge

როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ
დროს შემადგენლობაზე შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. გამოიკვეთა, რომ ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, მინიმუმ, 4 დღით ადრე ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი აზაროვს, რომელიც რეალურად, ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველი იყო, შესარჩევის პირველ ტურში ათამაშებდა. მანამდე სანიოლმა თქვა და ჩვენც ვიცით, რომ მას "ცრვენა ზვეზდაში" იდეალური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, მის ფორმაში შესასვლელად დამატებითი შეხვედრა ცუდი არ უნდა ყოფილიყო, უფრო პირიქით.

ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.

Sportall.Ge

სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

რა ვუყოთ ნახევარდაცვას?

მატჩამდე ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა ჩვენი ძლიერი მხარე არაა და შანსები უფრო კონტრშეტევაზე უნდა გვეცადა. ასეთ თამაშს ბურთის ჩაჭრა, მოპოვება და სწრაფი ფეხბურთელის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დროული "შემჩნევა" სჭირდება. ამის გარდა, როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, იქ ბევრი მოძრაობაა საჭირო. წინა დღეებში დავწერეთ, რომ ნიკა კვეკვესკირი მონღოლეთთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და მაშინვე მივუთითეთ, რომ ჩვენი ნახევარმცველის ასეთივე თამაში ნორვეგიის დონის გუნდთან გვჭირდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება უფრო მეტ სისწრაფესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ იქნებ თავს ვიტყუებთ, როცა "ერთა ლიგაზე" მეტოქეების ჯობნით უფრო დიდ მიზნებს იოლად ვსახავთ, თუმცა ამბიცია აუცილებელია, ნორვეგიასთან ფრით ხომ აღფრთოვანება არ შეინიშნება.

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.

როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.

კვარაცხელიას ფაქტორი

"ნაპოლის" თამაშებით ამხელა სიამოვნების მიღების ფონზე იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვაგვარადაა. "კვარა" რამდენიმე მეთვალყურის მიუხედავად ახერხებდა, თანაგუნდელები კარგი პასებით მოემარაგებინა. ნეაპოლურ კლუბში ყველაფერი ეს სხვაგვარად "ხურდავდება", ნაკრებში კი მათი გოლად ქცევა გაჭირდა. კვარაცხელიას გატანა თავადაც შეეძლო. გარდა ამისა, ის დაცვით ფაზაში ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე ნორვეგიელის მუდმივად საკუთარ ნახევარზე "მიჯაჭვით" საქართველოს ნაკრებს მასიურ იერიშებს არიდებდა.

წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..

P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
ეს რა ჭირი გვჭირს ტოო?
არ უყურებთ სხვებს? თამაშის მერე, ეგრევე ინტერვიუები, მსჯელობა, განხილვა და ა. შ. ჩვენ? უნიჭო კომენტატორები, რომლებიც ისედაც დაწყვეტაზე ნერვებს, უარესად გვაწყვეტენ და დამთავრდა თამაში, ნახვამდისო და გათიშეს. სამწვრთნელო შტაბი ვალდებულია ახსნას, რატომ არ გამოიძახეს ლოჩოშვილი.ჟურნალისტები ვალდებულები არიან იმდენჯერ დაუსვან ეს, თუ სხვა მტკივნეული კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებენ. თორემ ეს რა იყო? ცენტრი გუნდს არ ყავდა, დაცვასაც შეცდომები უათმაგდება ასეთ დროს. გაგნიძე არის აუცილებელი მამოძრავებელი, ხვალინდელი ნაკრებისთვის, საზონოვიც, ჩემი დიდი პატივისცემა მათ. აქ სანთლითაა საძებნი ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ხვალ შეიძლება მათაც არ დაუძახონ, და არც არავინ ახსნის რატომ. სწორი მიდგომების გარეშე, წარმატებაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ნეტა როდის გავიგებთ და ვისწავლით ამას.
დიდება საქართველოს!
ლევანი
29 მარტი 2023 15:04
0
ქეცბაიას მახსოვს ტელევიზიაში სახალხო დაკითხვა მოუწყვეს ჟურნალისტებმა (YouTube-ზე დევს, ნახეთ) და ვაისი ისე წავიდა ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვავთ და ამ შტაბსაც თავზე ხელს უსვავენ. ქვეყანაც ასეა, პასუხი არავის არაფერზე მოეთხოვება. ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
გიორგი
29 მარტი 2023 18:19
0
მარტო მანდ რომ არ გვჭირს ჭირი მაგაშია საქმე,(საფრანგეთში პენსიის ასაკს ორი წელი მოუმატეს და მთელი საფრანგეთი ლამის გამოწვეს) ჩვენი დაცვა დგას ბუჩქივით ისე რომ შეიძლება ძაღლმა მიაფსას და ჩვენი კომენტატორები პირიქით აქებენ რაც შეუძლიათ
სვანსკი
29 მარტი 2023 16:37
1
ყველა გამოხმაურება
როცა ნაკრებს მწვრთნელი რამდენიმე დღით შეკრებს ბიჭებს, მისი ამოცანა ფეხხბურთელების შეთამაშება უნდა იყოს. როცა შესარჩევის წინ ასეთი ფუფუნება გაქვს, როგორიც ამხანაგური თამაშია, სად თუ არა, აქ უნდა გაისინჯოს ბიჭების შეთამაშების დონე. ჩვენ კი რა მივიღეთ? ამხანაგური თამაში თამაშისათვის და არა ბიჭების შეთამაშებისათვის, ეს მწვრთნელის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. ჩაკვე თუ მთლიანი მატჩის სათამაშოდ არ იყო მზად, 25-30 წუთით ხომ შეეძლო მაღალ დონეზე თამაში?. რაც შეეხება იმას, რომ ბიჭები არაზუსტ პასებს აკეთებენ, ეს ნამდვილად არაა მწვრთნელის ბრალი.
ჟორა
29 მარტი 2023 18:26
2
ერთა ლიგაზე, ბულგარეთთანაც და მაკედონიასთანაც, გასვლაზე უკეთ ვითამაშეთ ვიდრე სახლში, იმედი დავიტოვოთ, რომ ნორვეგიასთანაც იგივე მოხდება. ყვლაზე დადებითი რაც იყო ჩემი აზრით ისაა, რომ ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა ყურები არ ჩამოყარა, თამაშის გამოსწორება შეძლო და გოლიც გაიტანა.
irakli81
29 მარტი 2023 13:31
1
გასვლაზე ნორვეგიას ისე დავამარცხებთ, ისე გავანგრევთ, რომ ნორვეგია მწვრთნელს გადააყენებს!
aburjga
29 მარტი 2023 13:44
5
ყველაფერი ზედაპირზეა სანამ საყრდენ ზონაში გვეყოლება უეფექტო შენელებული "სტოლბები" აბურჯანია-კვეკვესკირის სახით რაიმე ღირებულს არ უნდა ველოდეთ. საშუალო დონის გუნდი ოდნავ გვაპრესინგებს და ცენტრი პრაქტიკულად "პრახადნოი დვერია" ასევე დაცვის ცენტრში აუცილებლად გვჭირდება ერთი მაღალი კლასის კვალიფიციური ცენტრ: მცველი თორემ კვარამ რაც არ უნდა შეუძლებელი შეძლოს და წინ გაგვიყვანოს ეს საყრდენები მეკარის ბაქანთან ისევ "შემოგვიცილებენ" მეტოქეთა შემტევებს და თუ ოდეგორმა გუშინ ორი "გამაზა" სხვა არ გამაზავს და კვარას ნაოფლარს წყალში ჩაგვიყრიან. სამწუხაროდ არ აქვთ ამ ორს კლასი და აწი ვეღარც შეიძენენ ამიტომ უმჯობესია გაგნიძეთ ჩანაცვლდეს საყრდენი ზონა თორემ ამ ორით ჩვენი გუნდი ლამის მინუს ორი კაცით გადის მოედანზე. ასევე უფრო სწრაფი კომბინაციური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ ჩაკვეტაძე კი "დისპეჩერი" უნდა იყოს რომ ფორვარდებზე გრძელი პასები პერმანენტულად კიდოს მეტოქის საჯარიმო მისადგომებთან და არ ვიყოთ მხოლოდ ამ ყბადაღებულ კონტრშეტევებზე და ჩაციკლული მეორე ნომრად ფავორიტთანაც და აუტსაიდერთანაც. მატჩის წინ რასაც ვამბობდი ცენტრი არ უნდა "დავკარგოთ" თქო მთავარი ეს იქნებათქო მაგრამ რა გინდა რომ ქნა კვეკვესკირი აბურჯანიას პირობებში. პიროვნულად შეიძლება სრულებით იდეალური ადამიანები არიან მაგრამ მოედანზე იდეალურობისაგან ძალიან შორს არიან რბილად რომ ვთქვათ.
Charley
29 მარტი 2023 15:47
1
ზურაბ- აბა მაკედონიასთან და ბულგარეთთან შენ გაიტანე გოლები?
irakli81
29 მარტი 2023 19:08
1
ჯერ არც კვარას ნაოფლარი ჩანს .
zurabi
29 მარტი 2023 18:27
5
თამაშის წინ მუხლზე დადგომა რა ტრენდი შემოიტანეს ძირითადში და ყველა ასაკობრივი ნაკრებში. ამას ევროპაში არც ერთი გუნდი არ აკეთებს ინგლისის გარდა. კობიაშვილის მოთხოვნაა?
გოგი
29 მარტი 2023 14:17
6
დღევანდელი ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი აბურჯანიაა. კიტეიშვილი წყალივით საჭიროა ამ პოზიციაზე მინიმუმ გაგნიძე, ანანიძე იდეალურად თამაშობდა ამ პოზიციაზე ეს სამეული კი დაახლოებით ერთი სტილის ფეხბურთელები არიან. გუშინ რაც დაგვაკლდა ეს იყო ცენტრში ბურთი, 5 პასი არ გაგვიკეთებია ამ წერტილში.
დიმა
29 მარტი 2023 12:58
2
ამმტანები-აბურჯანია,კვეკვესკირი ძალიან ნელა ირჯებიან.მაგათ რომ ეყოჩაღად შუა ხაზს სწრაფად გავივლიდით.იქნებ საზონოვი და გაგნიძემ ივარგონ.კვეკვესკირს უნდა ეხვეწო რომ პასი დროულად გააკეთოს? განსაკუთრებით პირველ ტაიმში.მანუჩარ მაჩაიძე რომ გაუშვა ახალკაცმა გუნდიდან-მოვიდა ზაურ სვანაძე--2-3პასით გადაჰქონდა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე-აქ კი საჭიროა თუ არა იმათ საჯარიმოდან მამარდაშვილზე ხშირი იყო პასი.სანიოლი გონიერი კაცია-თუმცა ზოგ ჟურნალისთს საკუთარი თავის უფრო სჯერათ.იმედია შეცვლის რაღაცას ფრანგი მწვრთნელი
მიმინო
29 მარტი 2023 13:41
2
ოდეგორის პოზიციაზე იდეალური იქნებოდა ჩაკვე, ოღონდ 4-4-2 ან 4-5-1 სისტემით თუ ვითამაშებდით. გამიჩნდა, რომ 4 მცველითაც კარგად შეგვიძლია თამაში და ეს ნომინალური 5 მცველი უკვე ზედმეტია.
QT
29 მარტი 2023 13:29
2
იქნებ კი არა 33 წელია თავს ვიტყუებთ,როგორც ადრე ეზარებოდათ სირბილი ისევე ახლა,არავითარი მუღამი,აი ისეთი სქოთებს და ირლანდიელებს რომ ჩვევიათ,უბრალოდ ვალის მოხდის მიზნით თამაში ...არა მე ამათ თამაშის მყურებელი აღარ ვარ,ნერვები აღარ მყოფნის,თუ რამეს მიაღწევენ ჩემზე მეტად არავის გაუხარდება მაგრამ თქვენს წვალებას ვეღარ ვუყურებ
გიუშა
29 მარტი 2023 18:01
5
100% იანი სიმართლეა. ქართველების კომენტარებში ყველაა დამნაშავე ( მწვრთნელი,ამინდი, კლუბში რომ არ ათამაშებენ და ა.შ).ოღონდ ყველას ავიწყდება რომ ნებისმიერი სპორტის სახეობა პირველ რიგში არის ფიზიკური მომზადება და უაღრესად დიდი შრომა. კარგად მომზადებულ სპორტსმენს იშვიათად ემართება მძიმე ტრამვები ( ამის ნათელი მაგალითია ფეხბურთში თუნდაც მესი თუ რონალდუ) ეს დაზიანებები შედეგია ფიზმომზადება ნაკლებობაში.
კვარაცხელიას მაგალითიც მაჩვენებელია იმის თუ რა დიდი სამუშაო აქვს მას ჩასატარებელი რომ მართლაც დიდი ფეხბურთი ითამაშოს.იგივე ნაპოლის შემადგენლობაში არიან ლობოდკა,მარიო რუი, ოსიმენი,კიმ მინჯაი, ზელენსკი რომლებიც 90 წუთი ისე ირჯებიან მოედანზე თითქოს თამაში 5 წუთის დაწყებულია.
საუბედუროდ ჩვენ ( არა მარტო ფეხბურთში) ამ მხრივ უდიდესი ნაკლი გაგვაჩნია და პროფესიონალური სპორტი ეზოში თამაში გვგონია.
თემო
29 მარტი 2023 20:21
1
ყველასთან მოგებას რომ ითხოვთ, გუნდების რეიტინგები მაინც შეადარეთ. ნორვეგია 35 ადგილით წინ არის. შესაბამისად, ფრე კარგი შედეგია. გვინდა ერთია, რეალობა მეორე. ეგრე, რაგბიში ახალი ზელანდიის დამარცხება გვინდა, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების და ა.შ. ვულოცავ მიღწეულ შედეგს.
ლაშა
29 მარტი 2023 16:33
5
რაგბში ზელანდიასთან ფეხბურთში ნორვეგიის შედარება ჩავთვალოდ ხუმრობად! ისე ჩვენზე წინ ვინც არი იმათთან მოგება თუ არ შევძელით მაშინ საერთოდ აზრი აქვს ასეთ მიდგომას? ისე მართალია, ასეთი დაბალი კლასის მოთამაშეებით არც უნდა გვქონდეს ნორმალურ გუნდთან წარმატების იმედი - გაგვიმართლა და მამარდაშვილმაც მაგრად გვიშველა, თორემ მინიმუმ კიდევ სამი ბურთი უნდა გაეტანა ნორვეგიას.
მრჩეველი
30 მარტი 2023 01:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული