ყველაზე კარგი და ცუდი საქართველოს ნაკრებში - შეფასება

AutoSharing Option
საქართველო-ნორვეგიის (1:1) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი (7.0) - "ვალენსიას" მეკარემ ორჯერ გადაგვარჩინა, მეორე ტაიმში კი განსაკუთრებული სირთულის დარტყმული მოიგერია. მამარდაშვილს ფეხით თამაშისას პრობლემები ჰქონდა, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში ბურთით მოედანში ცუდად დატოვებაშიც გამოიხატა.

საბა კვირკველია (5.5) - ჩვენი დაცვის ხაზმა თამაში ჩააგდო, რასაც საყრდენი ზონის "მოშიშვლებაც" განაპირობებდა. ამ დროს უკანახაზელების დატვირთვა იზრდებოდა. საბა კვირკველიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა კარგი ეპიზოდებიც ჰქონდა.

Sportall.Ge

გურამ კაშია (5.5) - კაპიტანს ის დამაჯერებლობა და დაცვის დალაგების უნარი
აკლდა, რაც სჩვევია, განსაკუთრებით, პირველ ნახევარში, როცა გუნდს არაფერი გამოსდიოდა. კაშიას შეცდომები ორთაბრაძოლების დროსაც ჰქონდა. გაშვებული გოლისას მეტოქემ ბურთი თავისუფლად მიიღო, გურამს კი მისთვის ხელის შეშლა არ გამოუვიდა.

ჯიმი ტაბიძე (5.0) - ზუსტი პასების გაკეთება და შეტევაში გუნდის ამოყვანა ჩვენი დაცვის ხაზის პრობლემად რჩება. თბილისის "დინამოს" მცველს სანაკრებო გამოცდილება არ აკლია, 3-მცველიან ტაქტიკაშიც უთამაშია და მისგან ასეთ სუსტ და არადამაჯერებელ მატჩს არ ველოდით.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე (6.0) - მისი თამაში ორად უნდა გავყოთ. შესვენებამდე ზედმეტად ფრთხილი, დაძაბული და არადამაჯერებელი კაკაბაძე ვნახეთ, მეორე ტაიმში კი, განსაკუთრებით, ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ, ის შეტევაშიც მწვავე იყო და დაცვაში თამაშიც დაალაგა. ერთ ეპიზოდში კარშიც დაარტყა. ამ დროს ხვიჩა კვარაცხელია მშვენიერ პოზიციაზე იდგა, თუმცა შემჩნევა რთული იყო.

გიორგი აბურჯანია (5.5) - როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, ამ ტემპითა და მობილობით მისთვის წინააღმდეგობის გაწევა რთულია. აბურჯანია ართმევის ნაწილში ძლიერი არასდროს ყოფილა, რამდენიმე ბურთი ჩაჭრა, თუმცა ამან შეტევაში შედეგი მხოლოდ ერთხელ მოგვცა. ჩვენი ნახევარდაცვის პირობებში ბურთის ფლობას ვერ დაგეგმავ, მათი მთავარი მიზანი სწრაფი შემტევების ბურთით მაქსიმალურად სწრაფად მომარაგებაა, რაც თითქმის არ გამოვიდა.

ნიკა კვეკვესკირი (5.5) - მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული, განსაკუთრებით პირველ ტაიმში კი კვეკვესკირის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ნიკას ბურთი საერთოდ არ ჰქონდა, ვერც ართმევასა და ჩაჭრას ახერხებდა. მეორე 45 წუთში თამაში, ძირითადად, გამოვასწორეთ და სტუმართა დომინირება მოედნის ცენტრშიც შემცირდა. "კვეკვეს" ტრადიციული გრძელი პასის შემდეგ, ზივზივაძის გატარების გავლით, გოლი გავიტანეთ.

ირაკლი აზაროვი (5.5) - "ცრვენა ზვეზდას" ნახევარმცველს წინ წასასვლელ გზებს უკეტავდნენ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ზონების გათავისუფლებას ვერ ახერხებდა, დაცვით ფაზაში კი "რომას" ნახევარმცველი სოლბაკენი ძალიან ოსტატურად გასცდა. აზაროვის თამაში მეორე ტაიმში დაცვაში გამოსწორდა, დამაჯერებელი გახდა, თუმცა შეტევაში განსაკუთრებულის შექმნა მაინც უჭირდა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (5.0) - საოცარი რეიდი შემოგვთავაზა, რომლის გოლით დასრულებაც შესანიშნავი იქნებოდა. ზურიკომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, არც პასი გააკეთა და ეპიზოდი ქარს გაატანა. დავითაშვილი ნახევარდაცვაში ბევრი სამუშაოს გაწევით გვამახსოვრდებოდა, ახლა კი ასე არ იყო, რაც გუნდს ძალიან დააკლდა. დავითაშვილს ბურთი, ფაქტობრივად, არ ჰქონია.

ხვიჩა კვარაცხელია (7.0) - "კვარა" წინა სანაკრებო მატჩებთან შედარებით, ძალიან გაზრდილია. ხვიჩა გუნდური მოთამაშეა, რომელიც ცდილობს, ნაკრებს დაცვით ფაზაში დაეხმაროს, თანაგუნდელები გაამხნევოს, ართმევაზე ითამაშოს. კვარაცხელია რამდენიმე მეურვის წინააღმდეგ თამაშს შეჩვეულია, ამის მიუხედავად, თავის გათავისუფლებასა და დარტყმასაც ახერხებდა და რამდენჯერმე კარგი პასიც გააკეთა. ნორვეგიელებს კონტრშეტევის სიკვდილივით ეშინოდათ, რადგან მათ კართან ახლოს ყოველთვის ხვიჩა ეგულებოდათ. ამის გამო მასიურ იერიშებზე უარს ამბობდნენ. "ნაპოლის" გარემარბს ცენტრშიც ხშირად ვხედავდით.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (7.5) - შესვენებამდე გიორგი ცდილობდა, პრესინგზე ეთამაშა და ბურთი მოეპოვებინა, თუმცა უჭირდა, ისევ თანაგუნდელებისგან მოწყვეტილი ჩანდა, მათგან დახმარებას ვერ იღებდა. როცა მოედანზე შესასვლელად ბუდუ ზივზივაძე მოემზადა, ბევრს სანიოლის ნათქვამი გაახსენდებოდა, როცა მან თქვა, რომ მიქაუტაძე მეორე ფორვარდთან ერთად უფრო სახიფათო იქნება და ეს მალევე დადასტურდა. გიორგიმ ძალიან კარგი გოლი გაიტანა, ბურთი სისწრაფეზე წაიღო, დაამუშავა და შესაძლოა, იდეალურად ვერ დაარტყა, თუმცა ბადეში გაახვია.

ბუდუ ზივზივაძე (5.5) - მასზე ცოტათი ზემოთ ვისაუბრეთ. საგოლე პასი კვეკვესკირის იყო, ბუდუ ბურთს არ შეხებია, თუმცა მისმა მოძრაობამ დიდი გავლენა იქონია, მცველების ყურადღება მიიქცია და ამით მიქაუტაძემ ისარგებლა. ზიგზივაძის სტილის მოთამაშე ჩვენს წინა ხაზს ძალიან სჭირდება, ის მაქსიმალურად სიღრმეში იწევს და კორპუსით ბურთს კარგად ფარავს.

საბა ლობჟანიძე (5.5) - თამაშის სცენარის შეცვლა და გამწვავება ლობჟანიძის შემოსვლის შემდეგ მოხდა. ის მონდომებას არ აკლებს, სწრაფია და კარში დარტყმაც შეძლო. 

გიორგი გოჩოლეიშვილი (5 5) - ის მარცხენა ფლანგზეც მშვენივრად დამკვიდრდა, დასკვნითი ოცი წუთი ითამაშა, სადაც არაერთი იერიში შემოგვთავაზა, კვარაცხელიას მეტი თავისუფალი ზონა გაუხსნა და ცოტათი გაუგებარიც დატოვა, თუ პირველივე წუთებიდან რატომ არ ითამაშა, ასე ხომ ის გაცილებით სასარგებლო იქნებოდა. გოჩეოლეიშვილმა ერთხელ აშკარა გოლისგან გვიხსნა, თუმცა მისი ფლანგიდან საფინალო სასტვენისკენ ნორვეგიელებმა მაგრად შემოგვიტიეს.

ლუკა გაგნიძე - მას ძირითად შემადგენლობაშიც კი ველოდით, თამაშში ჩართვა კი გაუჭირდა, ბოლო წუთებში ბურთი მარტივ სიტუაციაში დაკარგა, რაც კინაღამ მარცხად დაგვიჯდა 

გიორგი ბერიძე - სანიოლმა მას ბოლო წუთები დაუთმო, რადგან იმედი ჰქონდა, გადაკიდებულ ბურთებზე, თამაშგარის ზღვარზე კარგად ითამაშებდა, მან ხომ მონღოლებს ასე გაუტანა. ამჯერად არ გამოვიდა.

ვილი სანიოლი (6.5) - თუკი მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს, სანიოლმა ის ძალიან კარგად წარმართა - სწორი, დროული და რისკიანი ცვლილებები, საკუთარი გუნდის უპირატესობების სწორად განსაზღვრა. აი, პირველი ტაიმი კი კრიტიკას ვერ უძლებდა - არასწორად შერჩეული შემადგენლობა, საბაზო ტაქტიკა, რომელმაც არსებული ფეხბურთელებით ვერ გაამართლა და დაძაბული გუნდი, რომელსაც სათანადო განწყობაც კი არ ეტყობოდა.

altიქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

alt"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

მკითხველის კომენტარები / 45 /
ჩაკვეტაძის სათადარიგო სკამზე დატოვება ჩემთვისაც აუხსნელია! დაცვის ცენტრში ხომ ვხედავთ, რომ პრობლემა გვაქვს! ამხანაგურ შეხვედრებზე მაინც მიეცით თამაშის შანსი გიორგი გველესიანს, რომელიც ახლა ირანის წამყვან გუნდში ამ პოზიციაზე თამაშობს! ეს გუნდი არაა ხელწამოსაკრავი, რადგან თავისი რეიტინით საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდზე უფრო მაღლა დგას! მოდით ერთად ვნახოთ გველესიანის თამაში და შევაფასოთ მისი დღევანდელი შესაძლებლობები!
დო მაჟორი
31 მარტი 2023 12:49
0
ცენტრი რომ ჩავარდა მას ჩაკვეტაძის შემოყვანა ვერაფრით დააბალანსებდა, კიტეიშვილი რომ ყოფილიყო, კი ბატონო
მართლაც რაგბის ფანს
31 მარტი 2023 12:48
0
დაცვაში თუ არაა ალტერნატივა, ცენტრში ვინ გვყავს კვეკვესკირზე და პორტუგალიაში მოთამაშე აბურჯანიაზე უკეთესი? არათანმიმდევრობა სწორედ ესაა. ზურიკო მასეა ზუსტად კი, მაგრამ არც მასზე უარის თქმა იქნება
გუსანი-ს
31 მარტი 2023 12:46
3
დაცვა ჩავარდა, ავტორი არათანმიმდევრულია, ბევრი ჩამოსაწერია, მაგრამ რესურსი აქ გვაქვს მეგობრებო, იგივე კაშია და კვირკველია, ბევრ შეცდომებს უშვებენ მაგრამ რა არის ალტერნატივა? იგივე ლოჩოშვილი , იმედგაცრუება ჩემთვისაც, ფიზიკურად კი გამოიყურება კარგად ,მაგრამ ავსტრიიდან მოყოლებული ვადევნებ თვალს და ვერ გაიზარდა საფეხბურთო ინტელექტით, ჩავარდნები მაგას რომ აქვს ისეთი უნდა, ჩვენი ბიჭების პრობლემა ფიზიკა და აქედან გამომდინარე არასტაბილურობაა, ამას ემატება უნარები და ფსიქოლოგია. იგივე დავითაშვილი თითქოს მომწონს მაგრამ მარილი აკლია, ცოტა ეგოისტობს, ფიზიკა არ ყოფნის და იკარგება, ამ თამაშში მომეწონა გოჩოლეშვილი, დასწრებაზე თამაშით და მომენტების წაკითხვით, რაც სხვებს არ აქვთ, ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში გვიჭირს, ვერ ვხვდები აბურჯანიას რატომ არ ცვლიან, მაინტერესებს გაგნიძე, რეალურად საზონოვს რა პოტენცია აქვს ვერ ვნახე....ბევრი არ არის, მაგრამ რაც გაგვაჩნია მისი სწორი გამოყენება უნდა ვისწავლოდ...
გუსანი
31 მარტი 2023 10:44
1
სანიოლს მაგხელა ქულა ნამუსით დაუწერეთ? ცენტრი სანიოლმა ჩააგდო! ჩაკვე არ შემოიყვანა! ტექნიკური ფეხბურთელები სკამზე დასვა! მეტი მავნებლობა რაღა უნდა ექნა?!
Რაგბის ფანი
31 მარტი 2023 06:22
1
რატომ არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე,რომ პირველ ნახევარში,ქარი ჩვენი კარისკენ ზუოდა და ბურთის კონტროლოს შანსს არ იძლეოდა.მამარდას დადანაშაულება არასწორად მიმაჩნია გოლოს დროს.დაარტყა ძლიერად მაგრამ ქარმა ვერ დაინახეთ ცემტრამდე არ მიაღწევინა ბურთს და პირდაპირ მეტოქეს ჩაუბარდა საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს.
qomagi
31 მარტი 2023 00:20
4
გოლი კარგად ნახეთ, იდეალური დარტყმა არ ყოფილა. მიქაუტაძე მხოლოდ ნაქებია სტატიაში და ცხრიანში დაარტყაო, ის დაეწერათ?
გოგას
30 მარტი 2023 23:17
6
ბურთი სწრაფად წაიღო იდეალურად ვერ დარტყაო, მაგრამ გოლი გაუტანაო:) თუ გოლი გადის ე.ი იდეალური დარტყმულია, მეტი როვორ უნდა დაერტყა:)
გოგა
30 მარტი 2023 21:59
5
საქართველოს ნაკრებს ივო შუშაკზე კარგი მწვრთნელი არ ყოლია.
ვისაც ახსოვ სულ 2 თამაში აღირსეს და მაშინვე მოაშორეს.
რითი იყო გამორჩეულუ შუშაკი?
იყო პრინციპული, სამართლიანი და არ ცნობდა ავტორიტეტებს გუნდში.
ვისაც გახსოვთ რუსეთათან არველაძე არ ჩასვა ძირითადში და არ შეუშინდა მის ავტორიტეტს გააკეთა ის რასაც თვლიდა საჭიროდ.
სამწუხაროდ ეს სანიოლიც ვერ არის შუშაკის ნაირი და მეპარება ეჭვი შედეგი დადოს
Las
30 მარტი 2023 21:41
4
გოჩოლეიშვილს 6.7 ეკუთვნის ჩემი აზრით. აბურჯანიას 5.0 კვეკესკირს 5.2
G.LA
30 მარტი 2023 21:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული