როგორც ის აღნიშნავს, ამის შესახებ სფფ-შიც იცოდნენ, ერთხელ დაურეკეს, თუმცა შემდეგ აღარავინ გამოხმაურებია.
ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შელია ქართულად კარგად საუბრობს, მე-9 კლასამდე ის სამშობლოში ცხოვრობდა და ქართულ სკოლაში დადიოდა, თუმცა შემდეგ რუსეთში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობთ... რომელი ქვეყნის?
- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ისინი არ მიმჩნევენ. როგორც ჩანს, ჩემი თავი არ სურთ.
-
- ერთხელ დამირეკეს, როდესაც "ტამბოვში" ვთამაშობდი. გაუკვირდათ, ქართულად ასე კარგად რომ ვსაუბრობდი.
ისინი გაოცდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ.
- საქართველოს მოქალაქეობა გაქვთ?
- არა, არ მაქვს.
- რატომ? სცადეთ გაკეთება თუ ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ, საჭიროდ აღარ ჩათვალეთ?
- ვცადე ქართული პასპორტის გაკეთება ნახევარი წლის წინ, მაგრამ არ მომცეს. დოკუმენტაცია შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვსაუბრობ და მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. მქონდა გასაუბრება, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა საბოლოო ჯამში უარი მივიღე.
მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკვშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სიტუაცია უცნაურია.
არის მამარდა,ლორია,მაკარიძე,კუპატაძე 2-3 კიდე მოიძებნება ეროვნულ ლიგაში და ამის პასპორტზე რატო უნდა ეწვალათ და თან ამას თვითონ საქმეს გაუფუჭებდნენ- საქაეთველოს მოქალაქეობით იქ შეექმნებოდა პრობლემები- საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველი 2 ოჯახს მაინც ინახავს და ამისთვის საქმე რატო გაერთულებინათ?
მასე დნიპროს მეკარე ხო ვათამაშეთ ჩვენთან ზაურ მახარაძე-რა გამოვიდა ამ საქმიდან? არც არაფერი
გარუსებულ გრუზინზე საცოდაობა არაფერია სამყაროში
თავს ნუ მოვიტყუებთ.