"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს

AutoSharing Option
გროზნოს "ახმატის" 34 წლის მეკარე გიორგი შელიამ Metaratings.ru-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

როგორც ის აღნიშნავს, ამის შესახებ სფფ-შიც იცოდნენ, ერთხელ დაურეკეს, თუმცა შემდეგ აღარავინ გამოხმაურებია.

ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შელია ქართულად კარგად საუბრობს, მე-9 კლასამდე ის სამშობლოში ცხოვრობდა და ქართულ სკოლაში დადიოდა, თუმცა შემდეგ რუსეთში გადავიდა და ამ ქვეყნის მოქალაქეა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობთ... რომელი ქვეყნის?

- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია, მაგრამ ისინი არ მიმჩნევენ. როგორც ჩანს, ჩემი თავი არ სურთ.

-
გქონდათ ადგილობრივ ფედერაციასთან კონტაქტი?


- ერთხელ დამირეკეს, როდესაც "ტამბოვში" ვთამაშობდი. გაუკვირდათ, ქართულად ასე კარგად რომ ვსაუბრობდი.

ისინი გაოცდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და შემდეგ უბრალოდ გაუჩინარდნენ.

- საქართველოს მოქალაქეობა გაქვთ?

- არა, არ მაქვს.

- რატომ? სცადეთ გაკეთება თუ ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ, საჭიროდ აღარ ჩათვალეთ?

- ვცადე ქართული პასპორტის გაკეთება ნახევარი წლის წინ, მაგრამ არ მომცეს. დოკუმენტაცია შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვსაუბრობ და მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. მქონდა გასაუბრება, რომელმაც კარგად ჩაიარა, თუმცა საბოლოო ჯამში უარი მივიღე.

მე მაქვს ჩემი ვარაუდები ამასთან დაკვშირებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ სიტუაცია უცნაურია.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ქართული ფესვების, ქართულად მოლაპარაკე ქართული გვარის ადამიანს რატომ უნდა ქონდეს პრობლემა საქართველოს მოაქალაქეობაზე? ნაკრებში თამაში მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოქალაქეობის მინიჭებაზე ეტყობა დიდი შეცდომებით მიდგომაა.
G.LA
14:13 30-05-2023
4
ნაკრებში თამაშის გამო,საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებაზე ვერაფერს ვიტყვი.ნაკრებში მისწვევა,მწვრთნელების გადასაწყვეტია,მაგრამ ქართველმა, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოინდომოს და უარი უთხრან,არასწორი მგონია.საამისოდ,ქვეყნის წინააღმდეგ,რაღაც დანაშაული მაინც უნდა ჰქონდეს ჩადენილი.
სოსო
11:10 30-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული