ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი თვე, რომელიც ისტორიულად უნდა ვაქციოთ - ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილია!..

AutoSharing Option
ზაფხული დადგა და 2023 წლის ივნისი საფეხბურთოდ ძალიან დატვირთული გვაქვს. თუკი შარშან "ერთა ლიგის" მჭიდრო კალენდარში ვიყავით ჩართულნი, ახლა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი რთული გასვლითი მატჩი აქვს, რასაც კონტინენტის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ეჯაჭვება. ასეთი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი დღეები დიდი ხანია, რაც არ გვქონია...

ზაფხულის პირველი თვე სათამაშოდ იდეალურად ნამდვილად არ მიიჩნევა. სანაკრებო შეხვედრები მუდმივად ამ პერიოდშია, როცა გადატვირთული საკლუბო სეზონის შემდეგ მოთამაშეებს გონების გარკვეული ნაწილი მაინც შესვენებისკენ გაურბის. საქ
ართველოს ნაკრების ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ივნისში დადებითი შედეგებით ნამდვილად არ გამოვირჩევით. უკანასკნელ წლებში ეს ტენდენცია, გარკვეულწილად, შეიცვალა. ჩვენი ლეგიონერების საკმაო ნაწილს წარმატებული სეზონი ჰქონდათ და ამა თუ იმ ქვეყანაში ჩემპიონობასაც გაუსინჯეს გემო.

Sportall.Ge

ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობები უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. ესპანეთის ეროვნული გუნდის ჩვენს ჯგუფში მოხვედრამ ის გამოიწვია, რომ ვილი სანიოლის ბიჭები ივნისში ვერ ისვენებენ, ამასობაში კი ამან ახალი დილემა წარმოშვა - ფეხბურთელები (2000 წლის 1-ელი იანვრიდან დაბადებულებს), რომელთაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობაც შეუძლიათ, როგორ უნდა გადანაწილდნენ. აქ უამრავი ფაქტორი შემოდის. მართალია, შესარჩევი ეტაპი არ გაგვივლია, თუმცა რამაზ სვანაძეს გარკვეული ბირთვი ჰყავს გამოკვეთილი, რომელთაც თბილისში ჩასატარებელ სატურნირო მატჩებში გამოიყენებს. ამ გუნდის ჯგუფური ეტაპის წინ და მით უმეტეს, შეხვედრებს შორის გაძლიერება კი რისკის მომტანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებსა და მის დამრიგებელს კონტინგენტზე ყოველთვის უპირატესი უფლება აქვთ. ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება. მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის მაგალითი რომ მოვიყვანოთ - ის 21-წლამდელების ერთ-ერთი ლიდერია, ამავდროულად კი, "შახტართან" ერთად უკრაინის ჩემპიონი სანიოლის სქემასაც მშვენივრად მოერგო.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან საშინაო (1:1) ფრით დაიწყო. ორივე გასვლითი მატჩი რთული იქნება, უახლოეს მეტოქეებთან სტუმრად, როგორც წესი, გვიჭირს. კვიპროსის ნაკრები და თემურ ქეცბაია ქართველებთან, მინიმუმ, ქულას აუცილებლად დაგეგმავენ. კარგ ხასიათზეა შოტლანდიის მთავარი გუნდი, რომელმაც შესარჩევი ეტაპი კარგად დაიწყო. ვილი სანიოლის გასვლით მატჩებზე ჩვენს ნაკრებთან კარგად ადაპტირებული ტაქტიკა გააჩნია, როცა უფრო მეტი აქცენტი კონტრშეტევებსა და სისწრაფის ფაქტორის გამოყენებაზეა. ხვიჩა კვარაცხელია ამ საქმეს მშვენივრად უძღვება.

Sportall.Ge

არ გვსურს, ჩვენი ბიჭები განსაკუთრებულად დავძაბოთ. პასუხისმგებლობის ნაკლებობას ისინი ისედაც არ განიცდიან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის საშინაო ასპარეზზე ჩატარება მხარდაჭერასთან ერთად, დამატებითი ტვირთიცაა. მთავარია, ყველამ საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება შეძლოს. პირველი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. იქნებიან თუ არა 21-წლამდელთა გუნდში, ჩვენს ახალგაზრდებს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერები კვარაცხელიას, მამარდაშვილის, მიქაუტაძისა და სხვების ძალისხმევით უკვე მოხსნილი აქვთ. ამ ბიჭებმა შეძლეს, თავი ევროპულ ფეხბურთში დაემკვიდრებინათ, რითაც ეს დერეფანი სხვებისთვისაც გაეხსნათ. ევროფორუმი ისაა, სადაც თავის წარმოჩენის შემთხვევაში, სატრანსფერო აქტივობები იზრდება. გვახსოვს, დანი სებალიოსი "ბეტისში" გამოდიოდა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბრწყინვალე თამაშის შემდეგ კი ის "რეალში" გადავიდა. ქართველი ფეხბურთელების ნდობის მიმართ ახლა შიშები მოხსნილია. მაგალითად, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტან ანზორ მექვაბიშვილს, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, იტალიური გუნდები აკვირდებიან. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ეროვნულ გუნდშიც თამაშობს.

Sportall.Ge

იმედია, ვილი სანიოლის ნაკრები იმ პრობლემებს უფრო მომზადებული შეხვდება, რომლებიც მარტში გამოჩნდა. ამისკენ ნაბიჯები შემადგენლობაშიც გადაიდგმება. დაცვაში ლუკა ლოჩოშვილი უნდა დაბრუნდეს, მინდვრის შუაში კი - ოთარ კიტეიშვილი. "კიტე" ჩვენი ნახევარდაცვის ყველაზე შემოქმედებითი და თანაც, შედეგიანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მას ბევრი გაუცდა, სეზონის ბოლო კი მშვენიერი აქვს და ყველაფერ ამის გადმოტანას "ჯვაროსნებში" ველით.

მნიშვნელოვანი თვე ისტორიული უნდა გავხადოთ, მონდომებითა და სწორი მუშაობით უფრო მეტს შევძლებთ!..

altევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

altქეცბაიასთვის საქართველოსთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა - 1 თვე სანაკრებო მატჩებამდე და სანიოლის საფიქრალი...

მკითხველის კომენტარები / 21 /
ისე საინტერესო იქნებოდა 21-იანებში, როგორ შეუტევდნენ ბელგიას, პორტუგალიას, ჰოლანდიას, მიქაუტაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, გაგნიძე, სიგუა, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, საზონოვი. არა მგონია ცუდი ფეხბურთი ითამაშონ! ჩემი აზრით გულშემატკივარი გაიხარებდა საქართველოში!
მწვრთნელი
01 ივნისი 2023 14:20
4
კი. ჩაკვეტაძე 1999 -იანია და ვერ ითამაშებს!
მწვრთნელი
01 ივნისი 2023 17:06
0
ჩაკვეტაძე რა შუაშია?
???
01 ივნისი 2023 16:01
0
არავითარი ახალგაზრდული ნაკრები, ვარსკვლავი და ეროვნული ნაკრების ბირთვი ახალგაზრდულში არ უნდა თამაშობდეს, თუნდაც 17 წლის იყოს, ეს არ ხდება ესე არსად, ახალგაზრდულში მოთამაშეებმა კი თავი არ დაზოგონ და თავისი თამაშით დაიმსახურონ ეროვნულში მოხვედრა
llcl
01 ივნისი 2023 13:33
11
მართალი ხარ მაგრამ ოლიმპიადაზე მოხვედრა რა მაგარი იქნება წარმოიდგინე)თუმცა ისეთი ძლიერი ჯგუფი გვაქ შეიძლება ვერც გავიდეთ ჯგუფიდან ხვიჩა და ბიჭებთან ერთადაც და ეროვნული ნაკრებიც დაზიანდება.ანუ 2 კურდღლის მადევარი ვერცერთს დავიჭერთ რა….ამიტომ ახალგაზრდულში ითამაშონ ახალგაზდებმა რომლებსაც დასამტკიცებელი აქვთ ბევრი რამ და ეროვნულში მოხვედრა დაიმსახურონ.ძმები ხორხელები კვერნაძე მოისწრაფიშვილი და ა.შ
შახრუდინი
01 ივნისი 2023 14:12
4
ორი კურდღლის მდევარივით არ გამოგვივიდეს.გაუძლებენ ამდენ დატვირთვას?
ამაშია საქმე
01 ივნისი 2023 12:28
2
ერთი კურდღელი 21-ივნისს გაიქცევა
!!!
02 ივნისი 2023 10:48
0
საზონოვი,გოჩოლეიშვილი,მამარდაშვილი,აზაროვი აუცილებლად უნდა გაუშვან ახალგაზრდულში.ვინაიდან მამარდაშვილს ისედაც ლორიას დუბლიორად განიხილავს სანიოლი; ხოლო საზონოვი/გოჩოლეიშვილი/აზაროვის შემცვლელებად შეიძლება ლოჩოშვილი/გიორბელიძე/კაკაბაძე და სხვების გამოყენება.
რაც შეეხება ხვიჩას, მიქაუტაძის და დავითაშვილის ახალგაზრდულში გაშვებას - არ მიმაჩნია სწორად შემდეგი გარემოებების გამო:
1) სამივეს დატვირთული სეზონი ქონდა და ორ ნაკრებში ერთდროულად ვერ გამოვლენ;
2) ეროვნული ნაკრები ყოველთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს;
3) ამათი ახალგაზრდულში მისვლა უპირობოდ ამოაგდებს შემადგენლობიდან იმ სამ კაცს, ვინც აქამდე შეუცვლელი იყო ახალგაზრდულში და აქამდე მოიყვანა - რაც უსამართლო იქნება, უსამართლობს შეგრძნებამ კი შეიძლება გუნდის ერთიანობას და ატმოსფერო/განწყობას შეუშალოს ხელი.
დათი
01 ივნისი 2023 13:27
6
უსამართლობა იქნებოდა მაგ ბიჭებს, რომ გაეყვანათ ნაკრები ევროპაზე და ამ შემთხვევაში მასპინძლის სტატუსით მოვიპოვეთ ადგილი.
შესაბამისად უნდა ვცადოთ რაც შეიძლება ძლიერი ნაკრები გავიყვანოთ ამ უ21 ევროპაზე.
ერთი კვარას დასვენებას გავიგებ, თუმცა კვარას დამატებაც ძალიან გაზრდის ჩვებ სამეულში მოხვედრის შანსს.
nk
01 ივნისი 2023 14:06
3
ყველაფერში გეთანხმები მამარდაშვილის გარდა.ლორიას სამი თვეა არ უთამაშია თავის გუნდში და როგორაა მამარდა მიდი დუბლიორი?ლორია გუშინდელი დღეა...ახალგაზრდულ ნაკრებსაც ნორმაკური მეკარეები ყავს
Master
01 ივნისი 2023 15:47
1
უბრალოდ წარმოვიდგინოთ რომ ნაკრები ატარებს ამხანაგურებს,ოღონდ მონღოლეთის ნაცვლად გვყავს უფრო ძლიერი ნაკრები მოწინააღმდეგედ.როგორ ფიქრობთ,უფრო მეტად არ შეთამაშდებიან ბიჭები? თუ გვინდა მოვხვდეთ სადმე(ევროპაზე,მუნდიალზე),ეს ახალგაზრდული ჩემპიონატი უნდა გამოვიყენოთ დიდი მიზნების მისაღწევად,უფრო მეტად შეთამაშდებიან.
თუ ზოგიერთებმა გადწაყვიტეს,რომ უკვე სუპერსთარები არიან და აღარ ეკადრებათ ახალგაზრდულში ბურთის გორაობა?
რაც შეეხება გადაღლილობას,ხალხი საკუთარ ჩემპიონატს ევროპას და მუნდიალზე აბამს.თან უმეტესობა სხვადსხვა ტურნირებზე გამუდმებით ბურთაობს,ლიგაზე,უეფაზე და ა.შ. ისინი არ იღლებიან? კი ძალიანაც,მე თუ მკითავთ,მაგრამ სწორად წარმოებული ვარჯიშებით სულმუდამ ფორმაში არიან.ჩვენები??? ჯვარი წერია ყველას,მაგრამ ტრავმიანობის საწინააღმდეგოდ,მხოლოდ სწორი ვარჯიშებია.
არავის ეწყინოს(ისე გინდ ეწყინოთ),უნდა ვისწავლოთ საქმისადმი სწორად მიდგომა რასაც ხელს მოვკიდებთ,თუ არა და ყველაფერში უკან უკან წავალთ.
ისევ ვაფიქსირებ ჩემს აზრზს,რომ ბიჭებმა უნდა ითამაშონ ახალგაზრდულში. წარმატებები ყველას
Mr.kostaia
01 ივნისი 2023 17:32
2
არ სჯობს რეალობას თვალი გავუსწოროთ?პორტუგალია,ჰოლანდია,ბელგიის გარემოცვაში ჯგუფიდან გასვლის შანსი ძალიან მიზერულია,მითუმეტეს ეს სამივე ნაკრები თითქმის სულ თამაშობს ამ ასაკში ევროზე,ჩვენ კი პირველად ვართ...რა გუნდითაც ითამაშა ამხანაგური თამაშები მწვრთნელმა იმ გუნდმა ითამაშოს ევროზე.ვფიქრობ ახლა რო მიასიო კვარა,დავითაშვილი მიქაუტაძე და სხვები უფრო არევს გუნდს და ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს.ვფიქრობ ერთი გოჩოლეიშვილი უნდა დაემატოს და საზონოვი,მეტი არაა საჭირო.მითუმეტეს კვიპროსში აუცილებლად მოსაგები გვაქვს და უმძიმესი მატჩი გველის შიტლანდიასთან.სადაც არწაგება უკვე შანსს მოგვცემს ვიბრძოლოთ ამ ჯგუფში.
Master
01 ივნისი 2023 15:43
8
ბევრ სუპერვარსკვლავს უთამაშია 21-წლამდელებში და შემდგომ ოლიმპიურ თამაშებზე,მესი,აგუერო,ნეიმარი,შემდგომ ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებიან თავიანთი ქვეყნების ნაკრებებს უამრავი სუპერვარსკვლავი,ასე რომ ჩემი აზრით თუ იქნება შესაძლებელი,ახალგაზრდულს დაემატოს ყველა,ვისი დამატებაც იქნება შესაძლებელი ასაკიდან გამომდინარე. იქნებ გაგვივარდეს და სამეულში მოვხვდეთ,ახლა ოლიმპიადაზე თამაში ეს არის არანაკლები პრესტიჟი,ვიდრე ევროპის ან თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. ასე რომ მოტივაცია არის, ფინანსურადაც მომგებიანი იქნება,სტადიონებზე ხალხი მივა,თუნდაც მხოლოდ ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ,მაგრამ მივა.
რა ვიცი მეტი რა ვთქვა,რასაც თვითონ სპორტსმენები,ფედერაცია გადაწყვეტს,ჩვენ ვერაფერს შევცვლით,მხოლოდ შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ.
Mr.kostaia
01 ივნისი 2023 14:06
4
კანკავა დააბრუნეთ ნაკრებში! ცენტრში ნაკრებს "დირკა" აქვს დიდი! ჯერ არ ჩანს ისეთი საყრდენი როგორიც ჯაბაა!
მწვრთნელი
01 ივნისი 2023 13:00
4
უნდა წავიდნენ 21 წლამდელებში ზურიკო კვარაცხელია მიქაუტაძე მამარდაშვილი გოჩოლეიშვილი . ჩვენ ევროპაზე ისედაც გავალთ ერთა ლიგიდან. თან ნახევარფინალი და ფინალი თბილისშია. ასე რომ აქ სალაპარაკოც არაფერი საით უნდა წავიდნენ. თან გადაიტენება დინამო არენა და ბათუმის სტადიონი თუ მივიდა ნახევარფინალამდე გუნდი მერე ბათუმში ექნება თამაში და ფინალიც ბათუმში.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 ივნისი 2023 12:35
8
ჯგუფიდან გასვლა გაგვიჭირდება. ესპანეთის ამოგდება რაღაც უტოპია მგონია ჯერ ჯერობით ჩვენთვის, შოტლანდია უკვე კარგად დაწინაურდა და ნორვეგიამ აქ ქულა აგვიღო. პლეი ოფიდან გავალთ ამის დიდი იმედი მაქვს. ახლა მთელი ძალები ახალგაზდულზე უნდა იყოს მიმართული. მშვენიერი შანსი მოგვეცა საპრიზო ადგილზე გავიდეთ და თან ოლიმპიადაზეც მოვხვდეთ. ბიჭებმა ახალგაზდულში უნდა გვასახელონ, ეს იქნება დიდი წარმატება და ასევე ქვეყნის რეკლამაც. შემდეგ პლეი ოფიც გაგვიადვილდება და სატურნირო გამოცდილებასაც მიიღებენ ის ბიჭები ვინც პოტენციურად ევროპაზე უნდა გავიდნენ პლეი ოფიდან.
G.LA
01 ივნისი 2023 13:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული