მიქაუტაძეც ჩამოვიდა - დღეს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

AutoSharing Option
ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს.

საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე
(„კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვიპროსთან წაგება და დღეც შანსების გრანულების ტოლფასი იქნება დროა ნაკრებმა მოსაგები თამაშების მოგებას ზედმეტი ფაფხუტით შიშით მიუდგეს და კიდე ერთი დაცვას მიხედე სანიოლ დაცვას..
კახა
01:01 12-06-2023
0
მიქაუტაძე თუ ჩამოვიდა და ნაკრებს შეურთდა, სხვის სურათები რატომ ადევს სტატიას?...
სადაა ლოგიკა?!...
თაზო
20:23 11-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული