მიქაუტაძეც ჩამოვიდა - დღეს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

AutoSharing Option
ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს.

საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე
(„კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

მატჩების განრიგი

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო | 22:45

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45

მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიქაუტაძე და კვარაცხელია თავდასხმაში და უკან დაუყენოს ჩაკვეტაძე (დავითაშვილი ან ლობჟანიძე) და მაგათ უკან კიტეიშვილი გაგნიძე. გამოვა ბომბა შეტევა დაცვაში კაკაბაძე კვირკველია ლოჩოშვილი და გოჩოლეიშვილი კარში მამარდაშვილი
David
02:32 11-06-2023
5
დიდი ყურადღებით არის სათამაშო კვიპროსთან, არ შეიძლება მოდუნება, ერთ შანს დაელოდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვიტანონ მერე ძალიან რთული იქნება ჩვენ სასარგებლოდ მოტრიალება თამაშის, ასე რომ ამ თამქშში მაქსიმალური ყურადღება საჭირო!!! ვიღაცეებისგან მოვისმინე რომ ქეცბაია ისე გააკეთებს რომ ეს თამაში ჩვენ მოვიგოთ, და განგებ ისზავს ისე რომ ვითომ რაღაცეები ვერ გათვალა და წააგებუნებს ძალით კვიპროს. რაც სიგიჟეა ნამდვილი! ჩვენი მოგება გაუხარდება გულის სიღნეში მაგრამ არა თემო ის კაცი რო ესეთი რაღაც იკადროს, სპორტია ბოლოსდაბოლოს და ვალდებულია თავის საქმე პროფესიონალურად შეასრულოს და პირადი გრძნობები გადადოს, ეს არც ჩვენ უნდა გვეწყინოს , იმიტო რო სპორტია და მიდგომა და მოდგომა არაა ლამაზი! ვისაც იმის ჯერა რო თავის ფეხბურთელებს ეტყის რომ აბა ბიჭებო ეხლა ჩემი ქვეყანა ჩამოდის და არ შემარცხვინოთ, გაატანინეთ გოლი და ბოლომდე ნუ გამოეკიდებითო , მწარედ ცდება.
Vasili
14:03 11-06-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული