საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.
კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).
მატჩების განრიგი
20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო | 22:45
მატჩების რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Nakrebi.ge
სადაა ლოგიკა?!...
ვის ტატუ არ უნდა ჰქონდეს, ვის ცოლი არ უნდა მოეყვანა და ასე შემდეგ.
ერის დიდ ნაწილი რომ გაუნათლებელია მაგას ისედაც ყოველდღე ვაწყდებით და აქ მაინც ნუ გვიაშკარავებთ ყველანაირ ნაგავს ძალიან გთხოვთ!
გამომივიდნენ აქ წმინდანები
არ მჯერა სუპერ თავდასხმების. გასვლაზე თამაშობ, პლუს ქეცბას დაცვის გამაგრება უყვარს-ჩააბეტონებს. მათ ერთადერთი იმედი ჩვენთან აქვთ ქულა(ები) აიღონ, კონტრშეტევაზე ითამაშებენ და შენ ამ დროს ხელს უწყობ. მე ორივე თამაშში ვისურვებდი თამაში მოედნის ცენტრში მიდიოდეს, პერიოდული აფეთქებებით შეტევაში. ისტორიულადაც და დღევანდელობითაც კვარა, ჩაკვეტაძე, დავითაშვილის მონაცემებიდან გამომდინარე პერიოდული აფეთქებები შეტევაში უფრო მოგვიტანს შედეგს ვიდრე გამუდმებული იერიშები.