მამარდაშვილი: "ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, საქართველო უნდა გავახაროთ!.."

AutoSharing Option
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გიორგი მამარდაშვილთან. "ვალენსიას" მეკარე საკუთარ გუნდში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. "მამარდა" მალე ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს, შესარჩევი ეტაპის მატჩების შემდეგ კი 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვიხილავთ:

Sportall.Ge

"არ აქვს მნიშვნელობა, გადატვირთული სეზონი მქონდა თუ არა, ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია და ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მახარებს. მატჩის წინ, როგორც ქრისტიანი, პირჯვარს ვიწერ - კარგი თამაში რომ გამომივიდეს და ჯანმრთელად ვიყო...

"ვალენსიაში" ყველა მატჩში ვითამაშე. რთული სეზონი იყო, სამი მწვრთნელი
გამოვიცვალეთ. ბოლო ტურები განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა. მთავარი მიზანი "ლა ლიგაში" დარჩენა იყო, რაც წარმატებით შევასრულეთ. შესაბამისად, სეზონს დადებითად შევაფასებდი...

ნორვეგიასთან ფრით შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყეთ. კვიპროსთან გასვლითი შეხვედრა, რომელიც ძლიერი ნაკრებია და თანაც, თემურ ქეცბაია წვრთნის, მარტივი არ იქნება. ჯერ შესარჩევი ეტაპი უნდა გავიაროთ და იქნებ "ერთა ლიგის" პლეი-ოფში თამაში არც დაგვჭირდეს. ჩვენი თაობის მიზანი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლაა, თუმცა დრო გვაჩვენებს...

Sportall.Ge

21-წლამდელთა ნაკრები რთულ ჯგუფშია, თუმცა ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, ყველაფერს გავაკეთებთ, ჯგუფიდან გავიდეთ და ქართველი ხალხი გავახაროთ!..

განვვითარდი და ძალიან მოვუმატე - ასე ვფიქრობ. "ვალენსიას" გულშემატკივრების აზრს დიდ პატივს ვცემ, საუკეთესოდ დასახელება სასიამოვნოა; მადლობა, თუ გუნდს დავეხმარე. მომთხოვნები არიან და "ვალენსია" ძალიან უყვართ. როცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, სულ გამარჯვებას ელიან, "რეალთან" და "ბარსელონასთანაც" კი.

გატუზო მაღალი დონის სპეციალისტია და დიდი როლი ითამაშა იმაში, განვვითარებულიყავი, ფეხით თამაში გამეუმჯობესებინა. რაც შეეხება კავანის, მას დიდი გამოცდილება აქვს და სულ მეუბნება, როგორ უნდა მოვუმატო...

Sportall.Ge

"რეალთან" მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო.
რაც შეეხება სკანდალს, ჩემი თანაგუნდელი რუდიგერმა წააქცია, ვინისიუსმა კი ფეხი მიარტყა. ამ მომენტში თანაგუნდელის დაცვას ვცდილობდი. რაც შეეხება რასიზმს, ცუდი შეძახილები იყო და ვინისიუსს მხარს ვუჭერ, ეს არ შეიძლება. რასიზმის პრობლემა დგას და არამხოლოდ ესპანეთში."

altმიქაუტაძეც ჩამოვიდა - დღეს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს

altევრო 2023 - მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია - ისტორია, ფავორიტები, საუკეთესო ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 7 /
მალადეც მამარდაშვილი აი პატრიოტი...ზოგიერთივით თავი არ აარიდა ქართულ ნაკრებს...სამშობლო დაგაფასებს ახალგაზრდა...
სტალინი
17 ივნისი 2023 20:19
0
არა რასიზმს..მამარდაშვილი
Dari
12 ივნისი 2023 17:16
1
როგორი ფეხბურთელები მაინც? ხვიჩა? ერთია მხოლოდ. ასეთი შტერული და ლაიქებზე გათვლილი კომენტარები არ უნდა აკეთოს ზრდასრულმა ადამიანმა.
Odala
12 ივნისი 2023 15:26
36
ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავია,ხვიჩას გარეშე ნაკრევი ჩაფლავდება..დანარჩენი ყველა იქნებიან თუ არა არაფერს წყვეტს…
gaguu-s
12 ივნისი 2023 21:47
5
მიქაუტაძე ზურიკო მამარდა წიტა საზონოვი გოჩოლა რავი ვიღა გინდა თუ მარყო ხვიჩა გგონია რომ მარტო რამეს იზავს
Gaguuuu
12 ივნისი 2023 19:49
2
გამოსვლას, ხაზიდან გამოსვლას მიხედე მამარდა!
ორდე
12 ივნისი 2023 12:20
5
მიქაუტაძე ალბათ გადავა ტოპ5 ჩემპიონათის უმაღლეს ლიგაში.
ლოჩოშვილმაც თუ მოახერხარ კარგი იქნება
და
უკვე 4 მოთამაშე ტოპ 5-იდან არაა ხუმრობა საქმე
გოჩოლეიშვილიც შახტარის წევრია, რომელიც ევროპული მაშტაბით ყოველტვის ძლიერ გუნდათ ითველბადოა
მოკლედ იმედები არის :)
las
12 ივნისი 2023 11:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული