"საქართველოს დამარცხება შეგვიძლია, ქეცბაიაზე ვიტყოდი, რომ..." - კვიპროსის ნაკრების ფორვარდი "ჯვაროსნებთან" მატჩზე საუბრობს

AutoSharing Option
"ჰიროშიმასა" და კვიპროსის ნაკრების 30 წლის ფორვარდმა პიეროს სოტირიუმ ადგილობრივ SPOR FM-თან მათი ნაკრების მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა:

"სახლში, ჩვენი ხალხის თვალწინ ვთამაშობთ. ფეხბურთელები მაქსიმუმს გასცემენ და ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების დამარცხება შეგვიძლია.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე კვლავ გვაკლია. ახლა სეზონის ბოლოა და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მაღალ დონეზე თამაში ძალიან რთულია.

ჩვენ გვჭირდება დადებითი შედეგი, რათა ნორვეგიაში კარგ ხასიათზე ჩავიდეთ. როგორც საქართველო, ასევე ნორვეგია ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. თემურ ქეცბაია? - მას ფეხბურთელები ძალიან კარგად ვიცნობთ, მასთან "აპოელში" ვმუშაობდი. მან
გუნდში თავისი კვალი დატოვა და კვიპროსულ კულტურას ძალიან კარგად იცნობს", - თქვა სოტირიუმ.

alt"საქართველოს დამარცხება გვინდა" - კვიპროსის ნაკრების მცველი მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 7 /
1:2. ისინი პენალტს გაგვიტანენ.
ამო
07:59 17-06-2023
3
კვიპროსტან ცუდი ბალანსი გვაქვს ჰოპ მერე დავიდზაჰოტ
aron
20:31 16-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული