მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ცვლილებები, რომელმაც გაამართლა...

AutoSharing Option
დღეს, 17 ივნისს (22:45 სთ), საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურში კვიპროსში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რევაზ ძოძუაშვილის შემდეგ, "ქეცბა" მეორე ქართველი მწვრთნელია, რომელიც გუნდს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ გაიყვანს.

ვილი სანიოლის ბიჭებს ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი
აქვთ, "ერთა ლიგის" B დივიზიონში დაწინაურდნენ, შესარჩევი ეტაპის სასტრატო მატჩში კი პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ, ვითარება გამოასწორეს და ნორვეგიელებს (1:1) დაუზავდნენ. რაც შეეხება ქეცბაიას, მან კრიზისში მყოფი გუნდში გარკვეული სიახლეები შეიტანა და მისი მთავარი მიზანი მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება იქნება, რისკენაც
პირველი ნაბიჯის გადადგმას ახლა ეცდებიან.

ჩვენი ნაკრების სავარაუდო შემადგებლობის გამოცნობა საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ნორვეგიელებთან ტაქტიკურმა ცვლილებებმა გაამართლა. სანიოლი ეცდება, თამაშში გარკვეული მოულოდნელობები შეიტანოს. ყველაზე საინტერესო ისაა, შეცვლის თუ არავის 3-მცველიან ტატქიკას და იქნება თუ არა შეტევაში ორი ფორვარდი.

სავარაუდოა, რომ კვიპროსელები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს გააძლიერებენ, სადაც ხალხმრავლობაც იქნება და ამ დროს ფლანგების აქტიურად გამოყენება, დაცვის ზღუდეების გაწელვა და შანსების ჩაწოდებებში ძიება მოსალოდნელი უნდა იყოს. იმპროვიზაციასა და მრავალფეროვნებას დიდი მნიშვნელობა ექნება. გასვლით მატჩებში ჩვენი ნაკრები შანსებს კონტრშეტევებზე უკეთ ეძებდა, რაც ახლა რთული იქნება, რადგან ქეცბაიას გუნდი ბურთის ფლობით არ გამოირჩევა და ის უფრო ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ...

Sportall.Ge

გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს ნაკრების კარს "ვალენსიას" კიპერი დაიცავს. რთული სათქმელია, მას რამდენად ბევრი საქმე ექნება, ამიტომ მნიშვნელივანია, კონცენტრაცია სრულად შეინარჩუნოს.

ოთარ კაკაბაძე - გასვლითი მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, სანიოლი სავარაუდოდ ეცდება, ფლანგზე ნომინალური მცველი ჰყავდეს. კაკაბაძის გამოყენება 4-მცველიან ტატქიკაშიცაა შესაძლებელი და მას სამი უკანახაზელის შემთხვევაშიც, ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია.

გურამ კაშია - მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი დაცვის ხაზი ბურთს რამდენად სწრაფად გაათამაშებს და შეტევას წამოიწყებს, რაც მათი ძლიერი მხარე ნაკლებადაა. თუკი ვივარაუდებთ, რომ კვიპროსელები მეტოქის ნახევარზე პრესინგს იშვიათად მიმართავენ, მაშინ ქართველმა უკანახაზელებმა ცენტრთან საკმაოდ ახლოს უნდა იმოქმედონ.

ლუკა ლოჩოშვილი
- მარტის თამაშების გამოტოვების შემდეგ ლუკა ნაკრებს დაუბრუნდა. მართალია, მისი "კრემონეზე" სერია "ა"-დან გავარდა, თუმცა ლოჩოშვილს რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჰქონდა.

თუკი სანიოლი ორი ცენტრალური მცველით თამაშს გადაწყვეტს, არჩევანის გაკეთება უფრო გაუჭირდება - გამოცდილი საბა კვირკველია, ნაკრებში დაბრუნებული გიორგი გველესიანი, კვიპროსში მოთამაშე ლაშა დვალი...

Sportall.Ge

გიორგი გოჩოლეიშვილი - ნორვეგიასთან მატჩში დავინახეთ, რომ "შახტარის" ფლანგელს მარცხნივაც შეუძლია კარგად თამაში. გუნდშია ირაკლი აზაროვიც და მოსალოდნელია, უახლოეს მატჩებში ამ ორი ფეხბურთელის როტაცია ვიხილოთ. სანიოლი ამას ზუსტად როგორ განსაზღვრავს, რთული სათქმელია.

ნიკა კვეკვესკირი - ნიკას უნარზე, წარმართოს მატჩი, საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როცა კვეკვესკირი მკაცრი პრესინგის პირობებში არ თამაშობს, მას ეს საქმე გაცილებით უმარტივდება. "კვეკვეს" გრძელი პასები მეტოქისთვის დაბნეულობის შემტანი უნდა იყოს.

ოთარ კიტეიშვილი - კარგია, რომ კიტეიშვილი ნაკრებს დაუბრუნდა. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა და სავარაუდოა, უკვე ხსენებულ შემოქმედებითობას სანიოლი მისი საშუალებით უფრო მარტივად ხედავდეს. გუნდშია ლუკა გაგნიძე, რომელიც მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა და გასაკვირი არც მასზე დაყრდნობა იქნება. გიორგი ჩაკვეტაძეც არ უნდა დაგვავიწყდეს.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი - ორფორვარდიანი ტატქიკის შემთხვევაში, ზურიკო უფრო მეტად ფლანგზე იმოქმედებს და ეცდება, ცენტრში სივრცეები გაათავისუფლოს. დავითაშვილს სეზონის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით კარგი ჰქონდა, სადაც 3 გოლის გატანა შეძლო.

ამ პოზიციაზე საბა ლობჟანიძის განხილვაც შეგვიძლია, რომელიც სწრაფია და საჯარიმოში გამამწვავებელი პასების გაკეთება ეხერხება.

ხვიჩა კვარაცხელია - "კვარა" საქართველოს ნაკრებში მარცნიდანაც თამაშობს და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც, ხოლო რამდენად მოეგება ის ორფორვარდიან ტაქტიკას, რთული სათქმელია, თუმცა ნორვეგიასთან უკანასკნელი ნახევარი საათი ჩვენმა ნაკრებმა სწორედ ასე ითამაშა. კვიპროსელები ყველაფერს გააკეთებენ, ხვიჩას მინიმალური სივრცე დაუტოვონ და ამით სხვებმა უნდა ისარგებლონ.

გიორგი მიქაუტაძე - მისი შედეგიანობის შესახებ კარგად ვიცით. გიორგი უკვე ნაკრებსაც ბოლომდე მოერგო. ვილი სანიოლმა თქვა, რომ ორფორვარდიან ტაქტიკაში მას უკეთ ხედავს, ამას კი ნორვეგიის ნაკრების კარში გოლი ბუდუ ზივზივაძის შემოსვლისთანავე მოჰყვა. ფრანგ მთავარ მწვრთნელს ამაზე ბევრს იფიქრებდა და დაველოდოთ, რას გადაწყვეტს.

Sportall.Ge

გიორგი ქვილითაია - ბევრს სიაში ქვილითაიას ყოფნა გაუკვირდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კვიპროსელ მცველებს კარგად იცნობს. მისი "აპოელი" ვიცე-ჩემპიონი გახდა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი 8 გოლი იყო. გიორგიმ ბოლოს 21 მაისს, ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ "აპოლონს" დუბლი შეუსრულა. სხვათა შორის, ამავე დღეს "კარლსრუეს" რიგებში პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძემაც გაიტანა, რომელსაც მაინც ბევრი გაუცდა, ისე კი ორფორვარდიან ტაქტიკაში თავი კარგად წარმოაჩინა.

"აეკ არენაზე" შეხვედრას მკაცრად მიჩნეული პორტუგალიელი არბიტრი, 40 წლის ვერისიმო გაუძღვება.

altსანიოლი: ვნახოთ, იქნება თუ არა ხვალ "კვარა" სასტარტოში - მიზანი 3 ქულის მოპოვებაა

altქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ - ბრაზილიელითა და ფრანგით გაძლიერებული დაცვა და პარალელი "ჯვაროსნებში" მუშაობასთან...

altსანაკრებო მატჩები - ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი სასტარტოში? - სანიოლს მონახაზი უკვე აქვს...

მკითხველის კომენტარები / 47 /
სად ხართ ჩაკვეტაძის ფანები, რომ გადაეკიდებით ჟურნალისტს
დათო
18 ივნისი 2023 00:21
0
ყოჩარ ავტორს, მხოლოდ ორი შეცდომა რეალურად და როგორცაა ახსნილი, ის სისტემაა
მიშკა
17 ივნისი 2023 21:49
0
ჩაკვეტაძე სასტარტოშია
2
Kakabadze
4C
Kashia (C)
7
Kvaratskhelia
10
Kiteishvili
13
Gocholeishvili
14
Lochoshvili
15
Azarov
16
Kvekveskiri
20
Chakvetadze
22
Mikautadze
Substitutes
თამაზი
17 ივნისი 2023 21:34
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს კვეკვესკირი არის მუხრუჭი სირბილი აღარ შეუძლია და ძალიან ბევრ უკანა პასს აკეთებს არასწორი პასი ნორვეგიასთან ქონდა უამრავი დასწრებაზე ვერ არი სხარტი ამიტომ გაგნიძე და ქიტე უნდა დადგნენ ცენტრში წარმატებები საქართველოს
პატრიოტი ქართველი
17 ივნისი 2023 20:46
2
საქართველოს ნაკრებმა 272 მატჩი ითამაშა: 86 გამარჯვება, 58 ფრე, 128 მარცხი. ბურთების შეფარდება: 319:379
ლაშა
17 ივნისი 2023 20:42
2
მარადიშვილი სად გვყავს ამ დროს
ბუჯანგა
17 ივნისი 2023 20:24
0
მადლობა სოსო ჩავრთე და აჩვენებს ყველა თამაშს
სოსო_ს
17 ივნისი 2023 19:17
0
არა ქვილითაიას,კვირკველიას, კვეკვესკირს!!!
გზა მიეცით ახალგაზრდებს, ამოვიდა ყელში უაზრო ტკეპნა ერთი ადგილის უნდა ვიბრძოლოთ ჯგუფიდან გასვლაზე. ძნელია, მართალია, მაგრამ ადვილი არაფერი არ არის,გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის უაზროდ და მადიანად ჭამისა.გეყოთ
Mr.kostaia
17 ივნისი 2023 18:51
7
უცხოეთიდან სად უყუროთ გვითხარით რა 1 არხი ითიშება ყველა საიტზე
გივი
17 ივნისი 2023 18:31
0
ლივე ბალლ(ლათინური ასოებით)!აქ ვუყურებ ხოლმე ძალიან ბევრ რეპორტაჟს.სხვადასხვა ენებზეა,რეპორტაჟები,მაგრამ მთავარია, გამოსახულებას ვხედავ.ჩამონათვალია ხოლმე მატჩების და რომელიც მიმდინარეობს,ისინი წითელი ფერითაა აღნიშნული.რომელზეც დააწკაპებ,იმისი რეპორტაჟი ჩაირთვება,თუ სადმე მაინც გადის,ეს რეპორტაჟი.შემადგენლობები და სტატისტიკაც იდება და სატურნირო
ცხრილებიც
სოსო
17 ივნისი 2023 18:56
0
გვილია რა კარგი იყო ხოლმე თავიდან რომ გამოჩნდა…
ჩაკვეტაძეს კვარაცხელიას ადგილზე ვფიქრობ.
შუაში კიტეიშვილს და გაგნიძეს მოვიაზრებ. თუ შენგელია მწყობრშია, მარჯვნივ უნდა დაიწყოს თამაში შეტევაში. სხვა შემთხვევაში კვარაცხელია მარჯვნივ. თავდასხმა მიქაუტაძეს უნდა ჩაბარდეს, თუ შუა ხაზი ზემოთ აღნიშნული იქნება. სხვა შემთხვევაში ზივზივაძე, ბროძლა იცის.
ლობჟანიძეს, ქვილითაიას, კვეკვესკირს და აბურჯანიას ოფიციალურ თამაშებში ვერ ვხედავ. კარგია რომ არიან. ვარჯიშებზე ხალხი საჭიროა ტაქტიკის დასახვეწად.
წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს.
17 ივნისი 2023 18:17
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული