სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
ამხელა რიალური სტასტიკა დავწერე და ორი წინადადება დამიტოვეთ დანარჩენი წამიშალეთ კვეკესკირის ლობირებთ სტატიაში მის შეცდომებზე არ საუბრობთ ეგ არ არი სამართლიანი ❌
პატრიოტი ქართველი
18 ივნისი 2023 21:00
6
ტაქტიკაში ქეცბაიამ აშკარად აჯობა სანიოლს და მის ორ დამხმარე გენიოსებს აიკადებით რომ მარიაჟობენ.
ბაჯო
19 ივნისი 2023 13:49
2
ქეცბაია უნდა ეხლა ჩვენს ნაკრებს და იდეალურ გუნდს დააყენებდა, მაგრამ…
მათე
20 ივნისი 2023 00:56
1
სანიოლი მეც ძალიან არ მომწონს.
არა, დამსახურება დიდი აქვს, რა თქმა უნდა.
ბევრი ფეხბურთელი წარმოაჩინა, დიდი მუშაობა გაწია.
მარა თამაშის დროს ძალიან სუსტია
თენგო
19 ივნისი 2023 21:45
7
Aq rogirc vxedav komentarebs gamodis rom mxolod me ar vfiqrob imaze,rom sanioli ar aris magali donis specialisti da ai ratom:1.ver chamoakaliba dacvis xazi,2.ver gaigo rogor gamoikenos zogierti fexburteli,magalitat gocholeishvili(ver mivxvdi ras aketebda kviprostan moedanze),an chakves marjvniv ra undoda??3.kvekve sul dziritadshi ratom??4.stantartulebi didi 0 ginda chveni ginda imati(areuloba sajarimoshi)5.roca gkavs aseti swrafi vingerebi sajarimoshi an aravin an dabali miqautadze da vis unda chauwodo???imitomaa utavbolo ukan pasebi...
Givi
19 ივნისი 2023 11:08
3
ვიღაცას თუ დედას არ აგინებენ და არც აქებენ, ლობირებაა? ექნებათ ინდივიდუალური შეფასებაც, ნუ ღელავთ
პატრიოტ ქართველს
19 ივნისი 2023 08:43
1
ძალიან კარგად ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა კვიპროსში.
ბურთის ფლობა: კვიპროსი 45% - საქართველო 55%
კვიპროსში ღამითაც კი ცხელა ივნისში. თამაშის დროს ტემპერატურა 27 გრადუსი იყო.
სამ დღეში მნიშვნელოვანი თამაშია. ამით იყო გამოწვეული ექსპერიმენტები გუნდის შემადგენლობაში.
ქ. გ.
18 ივნისი 2023 16:50
21
მამარდა გამოსვლებზე ძალიან სუსტია ან საერთოდ არ თამაშობს-ჰოდა სადაც კვიპროსმა ორჯერ შეგვიზანზარა ხარიხა-შოტლანდია რაღას გვიზამს თავური დარტყმებით???!!!
ლორია არ არის შემადგენლობაში?
ამ საბა ლობჟანიძეს ხომ პანიკურად ეშინია კარში დარტყმის ემანდ არ გავაფუჭოო
inviz9
19 ივნისი 2023 13:59
4
სურათები შოტლანდიაში
https://twitter.com/GeorgiaGff/status/1670681738618568707
ქ. გ.
19 ივნისი 2023 10:44
1
მე რომ მწვრთნელი ვიყო გუნდში მყოფ ბალასტებთა გათვალისწინებით და მოწინააღმდეგის კალიბრიდან გამომდინარე ამ სქემასა და თერთმეტეულს დავაყენებდი. 3-1-4-2 GK:მამარდაშვილი- CB:გველესიანი, CB:კაშია, CB:ლ. დვალი,- DM:კვეკვესკირი; CM:გაგნიძე, AM:კიტეიშვილი; RM/RW:დავითაშვილი, LB/LM: აზაროვი- SS: კვარაცხელია, FR: მიქაუტაძე. ამაზე იდეალური სქემისა და შემადგონლობის მოძებნა უბრალოდ შეუძლებელია შოტლანდიისთვის. კვეკვესკირი შემეძლო ალთუნაშვილით შემეცვალა მაგრამ ამ სქემაში ის იდგებოდა 3 ცენტრალური მცველის წინ მუშა საყრდენად, ხოლო ბურთის ცენტრიდან ამოტანა უფრო მეტად კრეატიულ გაგნიძეს და კიტეიშვილს დაევალა. იქ კიდევ პატარა ნიუანსებია დაზღვევებზე, შეტევაში წასულ დავითაშვილის ადგილზე გაგნიძე გადავა, ხოლო თუ ცენტრი გაირღვა ან სწრაფი კონტრშეტევა წამოვიდა კვეკვესკირმა, და აზაროვმა უნდა დაიწიონ სწრაფად უკან და სამ ცენტრალურ მცველიანი ზონა, ხუთ ცენტრ: მცველებიანად უნდა გარდაიქმნას.
K33
18 ივნისი 2023 21:35
7
თუ ძმა ხარ , ამიხსენი კვეკვესკირის ძლიერი მხარეები დღეის მდგომარეობით .
gpi
19 ივნისი 2023 07:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული