სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსში უმნიშვნელოვანესი მატჩი (2:1) მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც სხვა შედეგის შემთხვევაში, შეუძლებელს დაემსგავსებოდა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებით ტკბობა არაა. ამიტომ უნდა გამოვყოთ ის კრიტიკული ელემენტები, რაც შეხვედრამ გამოაჩინა.

შემადგენლობა

ნორვეგიასთან გამართლებული ტაქტიკური ცვლილებების მიუხედავად, ვილი სანიოლმა მაინც არ თქვა უარი 3-მცველიან ტაქტიკაზე და არც ორი გამოკვეთილი ფორვარდის დაყენებით გარისკა. შესაძლოა, მართლაც არ გვქონდეს ფუფუნება, სტრატეგიულ მრავალფეროვნებებს მივმართოთ და მთავარ მწვრთნელს ამაში უნდა გავუგოთ - მან მიაგნო სქემას, რითაც წარმატებულ პერიოდს მიაღწია.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგაც
დავწერეთ - როცა ცვლილებები ამართლებს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად იყო შერჩეული. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, სანიოლი აქტიურად ადევნებს თვალს შეფასებებსა და გამოხმაურებებს და ამან მასზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა. რამდენიმე მოთამაშის ძირითადში ხილვაზე გულშემატკივრებში, ექსპერტებსა თუ ჟურნალისტებში თანხვედრა არსებობდა და ფრანგმა სპეციალისტმა, მარტისგან განსხვავებით, მათ ახლა ნდობა გამოუცხადა. სამწუხაროდ, ეს ლუკა ლოჩოშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში არ გამართლდა, მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება მოუწევთ, რათა ბევრი სათამაშო დრო მიიღონ.

ჰაერზე ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, მეტად ავხსნათ. ვიცით ლუკა ლოჩოშვილის სტილი და მისთვის დამახასიათებელი სიხისტე, თუმცა პენალტის "აკიდების" ეპიზოდში მას უფრო მეტი არჩევანი ჰქონდა - გადაეკეტა მეურვისთვის კარისკენ მისასვლელი გზები და ეცადა, ის პირითი ხაზისკენ წაეყვანა. ასეთი სარისკო თამაში აქ ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. "კრემონეზეს" მცველი სხვა ვითარებაშიც დაიჩაგრა, როცა კვიპროსელებმა ხარიხა შეგვიზანზარეს...

Sportall.Ge

შემადგენლობის გამოცხადებისას ისე ჩანდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ან მარცხენა გარემარბად უნდა ეთამაშა, ანაც გამთამაშებლად, თუმცა ის იმ პოზიციაზე ვნახეთ, სადაც სანიოლი ზურიკო დავითაშვილს იყენებს (მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი). შეუძლებელია, "ჩაკვეს" სუსტი თამაში მხოლოდ ამას დაბრალდეს. გიორგის სათანადო მოძრაობა აკლდა, რაც სივრცეებს გიორგი გოჩოლეიშვილსაც გაუხსნიდა, პრესინგის განსახორციელებლად გუნდურ მექანიზმში მონაწილეობას ვერ იღებდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგი პასი გოლად ვერ აქცია, მეორე ტაიმიდან კი ჩაიკარგა...

კარგი იყო ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება. მას მეტი შეუძლია, თუმცა ჩვენი შუა ხაზი მის გარეშე წარმოუდგენელია!..

სახიფათო შეცდომები

თემურ ქეცბაიას გუნდს ბურთის ფლობის საშუალებას ასე თუ მივცემდით, ეს რთულად წარმოგვედგინა; მეორე მხრივ კი, ყველაფერი ეს კონტრშეტევებზე მეტოქის დასჯით უნდა დაგვესრულებინა, რასაც ვერ ვახერხებდით. ყველაფრის მიუხედავად, კვიპროსელთა მთავარი კოზირი მაინც სტანდარტული მდგომარეობის გამოყენება იყო. სამწუხაროდ, მათ ამის ყველა საფუძველი მივეცით. არ ვიცით, სანიოლის დავალება რა იყო და ბიჭებმა ის როგორ შეასრულეს, თუმცა ამ ასპექტზე მეტი ყურადღება რომ უნდა გამახვილებულიყო, ფაქტია. მოწინააღმდეგეს კარგ პოზიციებზე არაერთი ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით (ამას პენალტიც დაემატა), ხოლო კუთხურების დროს უსუსურად გამოვიყურებოდით, რაც კინაღამ მეორე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა...

Sportall.Ge

სანიოლი

ფრანგ მთავარ მწვრთველს გუნდთან ერთად ყოფნისთვის იმაზე ბევრად მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ზოგადად აქვს ხოლმე. ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ, არ იყო გუნდური კომბინაციები, დაცვასა და შეტევაში თამაში. თითქოს არ ვიცოდით, მეტოქე მინდვრის ცენტრში როგორ შეგვეჩერებინა, გვაკლდა ტემპი და მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები. ყველაფერ ჩამოთვლილს მთავარ მწვრთნელთან მივყავართ. ქეცბაიამ შეძლო, სანიოლისთვის სიურპრიზი შეეთავაზებინა, რაც საპირისპიროდ არ ყოფილა, არადა, დაგვიანონსა.

ფრანგმა მისთვის ცოტა უცნაურად, ცვლილებები დააგვიანა, დაახლოებით 15 წუთით. არადა, ლუკა გაგნიძის შემოყვანამ მოედნის ცენტრში ჩვენი თამაში უფრო სწრაფი და მოძრავი გახადა და მწვავე იერიშებმაც იმატა, ლობჟანიძემ და დავითაშვილმა კი გოლი შექმნეს. ზურიკომ ერთხელაც დაამტკიცა, ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.

სანიოლს თავისი გადაწყვეტილებების რევიზია და თამამ ნაბიჯებზე ფიქრი ისევ დასჭირდება. საინტერესოა, კარგად მოთამაშე ირაკლი აზაროვს შოტლანდიაში როტაცია შეეხება თუ არა, ასევე, მიიღებს თუ არა შანსს გველესიანი...

Sportall.Ge

"მამარდა", "კვარა" და "ჟორჟი"

ჩვენი ნაკრების გამორჩეულ მოთამაშეებზე ცალკე უნდა ვთქვათ. გიორგი მამარდაშვილს გუნდის გადარჩენა რთულ სიტუაციებში შეუძლია, ამავდროულად კი, მას ისევ აქვს პრობლემები თამაშში ბურთის ფეხით შეყვანასა და გამოსვლებზე. რა თქმა უნდა, გუნდურობა აქაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ მეკარეზე გადაბრალება არ იქნება - იმის, ბურთი კვეკვესკირმა ცუდ ვითარებაში რომ დაუბრუნა და იმისაც, კუთხურების დროს მოწინააღმდეგეები ჩვენ დაჩაგვრას მუდმივად რომ ახერხებდნენ...

რაც შეეხება კვარაცხელიას - როცა მას შედეგიანი მოქმედება არ აქვს, თანაც ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო, შესაძლოა, კრიტიკული ელემენტები იზრდება, თუმცა "კვარას" კარგი თამაში ჰქონდა - დაცვით ფუნქციებში თავის გამოჩენა, ბრძოლა, გუნდურობა, წარმატებული დრიბლინგები, თანაგუნდელების საგოლე პოზიციაზე გაყვანა. ყველაფერი იმის ფონზე, რომ მის წინააღმდეგ ძალიან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

Sportall.Ge

ხვიჩას ერთი პოტენციურად საგოლე პასი მიქაუტაძის მიმართაც იყო გაგზავნილი, "ჟორჟმა" კი კარგად ვერ დაარტყა, მცველი გადაეფარა. ისე კი, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს ფორვარდი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს - იბრძოლებს, ბევრს იმუშავებს, ბურთს "მოიპარავს" და ცივსიხლიანად გაიტანს. კარგია, რომ მიქაუტაძე გუნდს ბოლომდე მოერგო...

საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს ისეთ მატჩებში გამარჯვება, სადაც ამას მისგან ელიან, შოტლანდიაში კი, წესით, კონტრშეტევებზე უნდა ვითამაშოთ, რაც სხვა ტიპის შანსებს გვიზრდის, მინიმუმ, ჯგუფში დაუმარცხებელი სერია გავაგრძელოთ!..

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

altსანიოლი: გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვართ - თამაშით არა

მკითხველის კომენტარები / 82 /
1) ტაქტიკა რატომ უნდა შეეცვალა? აშკარად შემტევი შემადგენლობა დააყენა. სხვა საკითხია ის რომ პირველ ნომრად გვიჭირს თამაში. 2) ლოჩოსშვილზე გეთანხმებით. ჩაკვეტაძემ ცენტრში ბევრი ცადა. მეეჭვება ეგ დავითაშვილის ადგილზე ყოფილიყო. მარჯვნივ გოჩო იყო. მან ბევრი იმუშავა მაგრამ სიმწვავე აკლდა. აქედან 3) ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავითაშვილი და ლობჟანიძე თავიდანვე რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად კარგი თამაში წავიდოდა. იქნებ გოჩომ და ჩაკვემ დაღალა ის მცველები? ეს ვარიანტი რატომ არ განიხილება? 4. შეცვლა იყო სწორ დროს და სწორი. 5. გაგნიძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ჯერობით ბევრი აკლია, ამიტომ შემოყავს შეცვლაზე. 6. ჩვენ დაცვას მაგრა უჭირს პრესინგის დროს, არადა შოტლანდია ჩვენ დაცვას მაგრა დააპრესინგებს. საჭიროა კომბინაციების მომზადება, როგორ ამოვიტანოთ ბურთი დაცვიდან. ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს.
და ბოლოს რაც უფრო მეტი ანალიტიკური სტატია იქნება, მით უფრო განვითარდება ფეხბურთი. (ვიცი ბევრს გაეცინება, მაგრამ ესეა.)
ჰაჰა
19 ივნისი 2023 10:27
1
გველესიანი უკეთესი მცველია ვიდრე ბეხლერწი ცისარტყელა კაშია და გამოჩორკნილი ლოჩოშვილი.
ზურაბ
18 ივნისი 2023 16:17
27
აზრი ლოგიკურია და ,,ლაიქი" მაგის გამო, მაგრამ სტილი უზრდელური და შეურაცხჰმყოფლური ამიტომ ,,დისლაიქი". ორივე ერთად არ იწერება სამწუხაროდ. ამიტომ კომენტი მიიღეთ)))
ქორ-პარიკმახერი
18 ივნისი 2023 19:56
3
რა შეფასება მაგას უნდა როგორც მწვრთნელი ქეცბაია ჯობია ხოლო ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებს უკეთესი ჰყავს
ადვილია
19 ივნისი 2023 09:46
9
კვეკესკირი გთხოვ აღარ ჩამოხვიდე ნაკრებში რა.გაითვალისწინე ქართველი ხალხის თხოვნა დავიტანჯეთ შენ ცალკე ჩვენ ცალკე...გმადლობთ,ნახვამდის
Gomako
18 ივნისი 2023 23:12
3
რაც უფრო გაიზარდა ნაკრების დონე, მით უფრო ნათლად სჩანს დაცვის და ნახევარდაცვის სისუსტე. კვეკვესკირი რამდენჯერაც მიიღებს ბურთს იმდენი ვალიდოლი მჭირდება.. გაგნიძის იმედი მქონდა, მაგრამ ერთი ორი ისეთი პასი გააკეთა, არ ვიცი..
სხვა ვინ შეიძლება ჩამჭრელებად გამოგვადგეს?
ქუთაისელი
19 ივნისი 2023 11:52
3
მარადიშვილი!!!!
მათე
19 ივნისი 2023 13:39
1
მარადიშვილი
სოსო
19 ივნისი 2023 13:29
1
კვიპროსმა გვაჯობა გუნდური თამაშით,ეს ქეცბაიას დამსახურება იყო,საქართველომ მოიგო რამოდენიმე ფეხბურთელის კლასის წყალობით
ვარლამი,პოლონეთიდან
19 ივნისი 2023 11:46
3
კარგი იქნება თუ კვეკვეს სკამზეც აღარ დასვავს ასეთი ნოლი და თვითდაჯერებული ფეხბურთელი მეორე არ მინახია... რას კლასნობ რას ზიდანობ უაზრო მარიაჟა ტიპია შენი გასაკეთებელი შავი საქმე ვერ გაგიკეთებია რას მეზიდანები აქ?!!! ჩაკვეს ადგილი გამთამაშებელია და არა სხვა უთხარით ვილის თვითონ ვერ მიხვდა როგორც ჩანს... ეს ლოჩოშვილი ძაან ზანტი და მოუქნელია მარტო ჯანით შორს ვერ წავა ცენტრ მცველი... როგორც ყველა მეც მიმაჩნია რომ ვილი არაა ის მწვრთნელი ვისაც ვიმსახურებთ თუნდაც ესპანეთს და შოტლანდიას მოვუგოთ.. არაა ვილი კარგი მწვრთნელი ან საიდან იქნება წესიერი სამწვრთნელო კარიერა არც ქონია აქ გადის და რა გამოვა არავინ იცის როგორც ყოველთვის საცდელი ბაჭიები ვართ!
Roni
19 ივნისი 2023 15:15
7
სანიოლამდე საქართველო მან. სიტის ფეხბურთს თამაშობდა? ან შედეგები დამიდეთ რა შედეგები გვქონდა? მაკედონიამ წაგვლეკა და ვისაც არ დაეზარა. სოფლის გუნდის ფეხბურთს ვთამაშობდით. ტყუილი ხო არ არის რამე?
123
19 ივნისი 2023 15:00
1
ვერანაირად ვერა ვხვდები სანიოლს რატო აკრიტიკებენ ან რა აქვს საკრიტიკებელი? მთავარი შედეგია და არა ხარისხი. მან.სიტი ვერასოდეს გავხდებით ალბათ თამაშის ხარისხით და თუ მოგება გვეხერხება და კარგი მწვრთნელი გვყავს დავტკბეთ რა.ბრაზილია ვიყავით ვილიმდე თუ არგენტინა?
123
19 ივნისი 2023 14:57
3
ყველაფერი ყველაფერი მარა მამარდაშვილზე როგორ უნდა დაწერო კარგი იყოო?!!! ყველა თამაშში მინიმუმ 2 უხეშ( საგოლე) შეცდომას უშვებს და ხო გსმენიათ მეკარე იმით კი არ ფასდება როგორი ბურყი აიღო არამედ იმით თუ როგორი შეცდომა დაუშვა( გოლი გაუშვა)-ოო. ასე რომ მის ქებას ჯობია დაწეროთ რო მოსამარებელი აქვს. შანსი გუგეშაშვილს!!!
მათრ
18 ივნისი 2023 19:47
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული