მატჩის დღე! საქართველოს ისტორიის დაწერა სურს - სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
დღეს, 20 ივნისს (22:45), საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში შოტლანდიას ესტუმრება. შოტლანდიელები 3 მატჩის შემდეგ, მოულოდნელად, უდანაკარგოდ არიან. სტივ კლარკის გუნდმა კვიპროსსა და ესპანეთთან გამარჯვებას ნორვეგიის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მოპოვებული სამი ქულაც დაამატა.

"ჰემპდენ პარკზე" სტუმრებს მუდმივად უჭირთ (შოტლანდიამ აქ ბოლო 5 მატჩი მოიგო და ერთი გოლი გაუშვა), მათ შორის, საქართველოს ნაკრებსაც. "ჯვაროსნებმა" სქოთებთან ორივე გასვლითი დაპირისპირება დათმო, თუმცა როგორი იყო თბილისური შეხვედრები? ერთხელ შოტლანდიელებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბიდან ამოვაცალეთ, როცა კლაუს ტოპმიოლერის "ბავშვებმა" - გიორგი
მაკარიძემ, ლევან ყენიამ, ლევან მჭედლიძემ, ისინი უშანსოდ (2:0) დაამარცხეს. მოვიგეთ (1:0) 2015 წელსაც, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით.

Sportall.Ge

ივნისის მატჩებამდე ვთქვით, რომ ვილი სანიოლის გუნდს სტუმრად მეორე ნომრად თამაში და კონტრშეტევებზე სისწრაფეების გამოყენება უადვილდება, თუმცა, როგორც კვიპროსის, ასევე შოტლანდიის ნაკრებები იმ კატეგორიის გუნდებს განეკუთვნებიან, ბურთის ფლობა მათი ძლიერი მხარე რომ არაა. ასე რომ, ამ მხრივ ფრანგ მთავარ მწვრთნელს ისევ დილემა აქვს. ვილიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თავისი გუნდის სწამს და ხაზი ამ თაობისთვის ისტორიული შედეგის მნიშვნელობას გაუსვა.

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რეალური იქნება, რადგან შოტლანდიელებთან სხვაობა ასეთ დროს 2 ქულა გახდება, ერთი მატჩით კი ნაკლები გვექნება ჩატარებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, გამარჯვების მიუხედავად, ცვლილებებს ველით. რა თქმა უნდა, გიორგი მამარდაშვილი კვლავ სასტარტოში იქნება. სანიოლი ისევ 3-მცველიან ტაქტიკას მიმართავს. კვიპროსის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩში კარგად გამოჩნდა, სტანდარტულების დროს მეორე სართულზე როგორ გაგვიჭირდა, ეს კი შოტლანდიელებს უკეთ გამოსდით. აქედან გამომდინარე, დაცვის ხაზში 2 ცვლილებას ცელით - ოთარ კაკაბაძის ადგილს საბა კვირკველია დაიკავებს. რაც შეეხება ლოჩოშვილის შემცვლელს, აქ მნიშვნელოვანია, მოსამზადებელ პერიოდში ირანში მოთამაშე გიორგი გველესიანმა თავი როგორ წარმოაჩინა. კიდევ ერთი ვარიანტი ტანმაღალი ლაშა დვალია.

Sportall.Ge

თუ გასვლით მატჩებს გავიხსენებთ, სანიოლი მარჯვენა ფლანგს ხშირად უფრო დაცვაზე ორიენტირებულ ოთარ კაკაბაძეს აბარებდა. საბა ლობჟანიძე წინა დაპირისპირებაში მშვენივრად ჩაერთო, თუმცა კაკაბაძის თამაშს უფრო ველით. როცა ორი შეხვედრა ასეთი ინტენსივობით ტარდება, როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, სავარაუდოდ, ის ირაკლი აზაროვს არ შეეხება, რადგან კვიპროსში მშვენიერი იყო, გიორგი გოჩოლეიშვილი კი საპირისპირო ფრთაზე პასიურად გამოიყურებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ეს ორივე მოთამაშე 21-წლამდელთა ნაკრებს უნდა შეუერთდეს.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, მიუხედავად კვიპროსელებთან ნიკა კვეკვესკირის ცუდი გარჯისა და ლუკა გაგნიძის მოედანზე აქტიურად შესვლისა, ცალსახად იმის თქმა, რომ გამოცდილი ნახევარმცველი შოტლანდიაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, გაგვიჭირდება. სანიოლი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მზადყოფნას დიდ ყურადღებას მიაქცევს. ოთარ კიტეიშვილი პირველივე წუთებიდან უნდა ვიხილოთ. იქნებ გარკვეული დრო სანდრო ალთუნაშვილსაც მიეცეს, რომელიც ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" გადავიდა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა თქვა, რომ გასულ მატჩში ჩვენი შემტევები დაცვას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ. გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილის ძირითად შემადგებლობაში ყოფნამ ეს საკითხი უფრო უნდა დააბალანსოს. ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე კვლავ პირველივე წუთებიდან შეუტევენ. ბუდუ ზივზივაძეს მხოლოდ ორფორვარდიან ტაქტიკაში ვიხილავთ.

სანიოლი მაქსიმალურად ცდილობს, თავის გამოჩენის საშუალება განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს (მეკარეების გარდა) მისცეს, რადგან შეხვედრებს შორის ინტერვალი ცოტაა, 5 შეცვლის უფლება კი საკმაოდ ბევრია. ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ არ გვიხსენებია - ტაბიძე, მამუჩაშვილი, შენგელია, ქვილითაია...

შეხვედრის მთავარი მსაჯი 44 წლის უნგრელი ისტვან ვადი იქნება, რომელმაც წითელი ბარათი უნგრეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ორივე მატჩში გამოიყენა.

altფრთხილად, საქართველოს თქვენი შოკში ჩაგდება შეუძლია - Glasgowlive-ი შოტლანდიელ ფეხბურთელებს აფრთხილებს

altსაუკეთესო და ყველაზე ცუდი შეფასება - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი

altსანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

მკითხველის კომენტარები / 49 /
დაწერეს უკვე. და თან მერამდენედ!
KOSTAKURTA
02:26 21-06-2023
0
ბევრი კომენტარი წავიკითხე, გეგონებათ საფრანგეთს ან ინგლისის ნაკრებს ვხდებით! არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს თამაში, მაგრამ ერთს ვიტყვი ჩვენ თუ ტაქტიკურად სწორად , დისციპლინა ნორმალური იქნება აუცილებლად დადებითი შედეგი გვექნება, რამდენადაც ზოგს არ უნდა დანახვა, ასეთი ახალგაზრდები კვარა , მიქაუტაძე, დავითაშვილი, კოტე, მამარდაშვილი, აზაროვი, კარგა ხანია არ გვყოლია! თუ უყურეთ ნორვეგია შოტლანდიის თამაშს, არ მითხრათ ახლა , თამაშით მოუგო ნორვეგიას! კვარა დღეს გოლს გაიტანს! წინ საქართველო!!;
დავიდუსი
21:18 20-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული