"თამაში არ უნდა დაგვეწყო, გოლი გავუშვით და მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა მატჩის შეჩერება" - გურამ კაშია

AutoSharing Option
შოტლანდიასთან 2:0 მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე გლაზგოური თამაში შეაფასა:

"დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.

ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა,
რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ".

წყარო: Nakrebi.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეხლა ჩვენს ნაკრებს ქეცბაია სჭირდება და მოიყვანს გონზე რომ გამოუყვანს წირვას.
ქართველი
21 ივნისი 2023 16:52
13
mokled mizezebi ar gelevat!!
სანდრო
21 ივნისი 2023 16:38
6
პატარები არიან ტო , გამოცდილება აკლიათ , ემოცია ერევათ, ამდენი ხანი ემზადებოდნენ ჟინით, განწყობით რომ წბრძოლათ და რა დახვდაათ, გატეხვის მცდელობები სერიებად, კარგად დაგეგმილი პროვოკაციები, ყველა მხრიდან , მეტოქის , მსაჯის , უეფის, რამაც აშკარად კვალი დატოვა შემართებაზეც, განწყობაზეც, ბრძოლის ჟინზეც ,თუ დააკვირდით მარცხენა ფლანგზე , კვარასთან ისევ ისეთი გუბე იდგა, არაფერი ეტყობოდა მაგას გაწმენდილის, ეხლა არ თქვათ ბროტანელები არიან არ იკადრებდნენო, მეტიც იკადრეს და ელემენტარული დრენაჟი არ ქონდათ , შოტლანდიაში სადაც წელიწადში 12 თვე წვიმს , ზღაპარია , წყალბუღთში და მზაკვრობაში გვაჯობეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მზაკვრობა და ვერაგობა ქართველები მოვიკოჭლებთ, როგორც წესი , სამარცხვინო მოგება იყო და მე მადლობას ვეტყვი ბიჭებს , აქ დავანახოთ ფეხბურთში ვინ ჯობია
გ.შ.
21 ივნისი 2023 16:35
4
ჩვენ, რო შეგვეგდო პირველი გოლი, უეჭველი გადადებდნენ, კაპიტანს არ უნდა გაეყვანა გუნდი და რაც იქნებოდა იქნებოდა
გოგა
21 ივნისი 2023 15:27
0
თუ შვიდი წუთის შემდეგ დამტკიცდა, რომ თამაში არ შეიძლებოდა, 7 წუთით ადრე ვერ დაუმტკიცებდით? ალბათ გამოცდილებამ გვიღალატა, გუნდი რომ სათამაშოდ გავიყვანეთ..
სიმართლე.
21 ივნისი 2023 19:13
0
აი ამ კომენტარიდანაც ნათლად ჩანს რო პირველი გოლის მერე უკვე იცოდნენ რო წააგებდნენ,ამ განწყობით დაბრუნდნენ მოედანზე,რაც სამარცხვინოა პროფესიონალი ფეხბირთელისთვის.როცა პროფესიონალი ხარ,ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ყველა სიტუაციაში უნდა იბრძოლო ბოლომდე.ამათ კი დაინახეს წვიმა და მაშინვე წააგეს უკვე ფსიქოლოგიურად.ეს არაა პროფესიონალიზმი.ჟარგონით ამას ჭინჭყლობა ქვია,როცა მეტოქე გადის მოედანზე და შენ არ გინდა გასვლა,გეშინია,იცი რომ წააგებ.ასეთი მენტალიტეტის შეცვლას მთელი თაობების შეცვლა სჭირდება.წვიმას ნუ დავაბრალებთ წაგებას.
Master
21 ივნისი 2023 14:15
15
უბნის კაი ბიჭის მენტალიტეტი აქვთ ქართველებს ... გარეთ მხდალი , შინ ძლიერი . გადარეკვა , სასტავის ჩართვა და ბაბჩკები . ვერ ყალიბდებიან პიროვნებებად ქართველები . ბრბოა ...
rugby
21 ივნისი 2023 15:05
20
მერე კაპიტანი ხარ, რატომ გაიყვანე გუნდი მინდორზე.
ბადრი
21 ივნისი 2023 13:59
5
შიშით მოთამაშე მამარდაშვილი და დაცვის ხაზი…..
ძველი დინამოს გულშემატკივარი
21 ივნისი 2023 13:39
13
სასწრაფოდ სჭირდება კვარას კარგი სპორტული ფსიქოლოგი,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაუვარდება სეზონი!!!!!
საბა
21 ივნისი 2023 13:33
7
კი თუ ძმა ხარ რა, თქვენი შემდეგი შემდეგი იმედის ლოდინში კი გავხდი სადაცაა 60-წლის
პაპა
21 ივნისი 2023 13:28
4
ვის რაში ჭირდება საქართველოს ჩაგვრა ან სქოთებზე მიმხრობა? მოლდოვას შეხედეთ პოლშასთან ერთნაირ პირობებში იყავით და მაგას არ მგონია იტყოდით პირველი ჩვენ რო გაგვეტანა პორტუგალია-ბოსნიაზე მინდვრის საფარს დააკვირდით
ნოდო
21 ივნისი 2023 13:17
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული