საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ერთი ტყემალაძე ფეხბურთსაც ჭირდება როგორც თავის დროზე რაგბს დაჭირდა
beso
21 ივნისი 2023 19:09
2
ვეთანხმები ავტორს.
რათქმაუნდა შედეგი განაპირობა მოთამაშეების დაბალმა დონემ
ეს რათქმაუნდა სანიოლის სეცდომებს არ ამართლებს. ამსაც წვლილი აქვს.
რა შედეგის იმედი გაქვთ ხახლო როცა გეიმედება პენსიონერი კაშიასი და მეორე ლიგაში მოთამაშე და იქაც დიდი ვერაფერი დავითაშვილის.
დასკვნა -
ვერასდროს წავა ქართული ფეხბურთი თუ თავად ქვეყანა ვერ განვითარდა.
რა სედეგს დადებს იმ ქვეყნის ნაკრები რომელსაც ტერიტორიის 20 % ოკუპირებული აქვს. მოსახლეობის ნახევარი გაიქცა და გაჭირვების გამო ვინც დარჩა ისიც გაქცევაზე და ამ დროს ფეხბურთის მესვეურების მთავარი საზრუნავი არის როგორ გგაისქელოს ჯიბე
las
21 ივნისი 2023 15:44
11
ბიჭო გადამრევთ თქვენ რა, აქ ვინც აკომენტარებთ ზოგიერთები, ამდენი წელია საქართველოს ნაკრების ცოდვილობას ვუყურებთ, რამდენი ტრენერი შეიცვალა და ვინ აღარ იყო, ვის ხელში რას მივაღწიეთ, ყველაზე მაგას არ ამბობდით უნდა წავიდესო, იქნებ ჩართოთ ლოგიკა და მიხვდეთ რო ტრენერი არაფერ შუაშია, რა ვერავინ ვერ ივარგა აი ვინ გვჭირდება თქვით აბა
ზურა
21 ივნისი 2023 15:41
3
ბევრი შევცვალეთ თუმცა არცერთი სანაკრებო დონისთვის შესაფერისი ტრენერი არ გვყოლია. კიდევ 10 რომ შევცვალოთ დაბალი დონის ტრენერით, ეს არ ნიშნავს რომ შეცვა არ შველის, შეცვლა თუ მოხდება უნდა იყოს კვალიფიციური და მცოდნე. ეს თაობა მზადაა ძლიერ მწვრთვნელთან სამუშაოდ.
nika
21 ივნისი 2023 17:28
2
1.კაი წავიდა სანიოლი,ვინ მოვა უკეთესი?
2.სანიოლმა უნდა საწავლოს სტანდარტულებზე პოზიციის შერჩევა? კაშიაც კი იმათ უგორებდა პასს საკუტარ საჯარიმოში-ეს სანიოლმა უნდა გამოასწოროს?კვეკვეს თამაში კრიტიკას ვერ უძლებს.ისევ გაგნიძე ჯობდა.კვარა-არაა პენალტისტი-დროა ეს თავადაც შეიგნოს.რა აზრი აქვს დვალის დაყენებას?-ჯიმი ტაბიძე და ირაკლი აზაროვი 2ვე ჯობია--ცენტრამდე მიაქვს ბურთი-მერე უკან კაშიას-1-2-3 რამდენჯეერ?
მიმინო
21 ივნისი 2023 14:36
0
კვარას, რომ სურს პენლების დარტყმა, ძალიან კარგია, მაგრამ უნდ სპეციალურად იმუშაოს დარტყმის დაყენებაზე. კარგ საქმეს მარტო სურვილი არ ყოფნის მეტი მუშაობა უნდა და ყველაფერი მოვა. წარმატებები ხვიჩას.
გიზოგ
21 ივნისი 2023 16:33
0
Taoba aris da amat undat dzlieri mwvrtneli!!!iseti romelic 1.kombinaciur fexburts atamashebs,2.presings aswavlis,3.sworad gamoikenebs fexburtelebs,zogierti ver xvdeba ratom daakenes amatuim poziciaze da tavmowrili bativit darbis,4.aswavlis standartulebis saxifatod shesrulebas da metoqis standartulebisas sworad tamashs da ara ise rogorc axla sul panikaa sajarimoshi,5.vinc ar unda ikos tundac kvara tu ver tamashobs unda shecvalos da ara ise gvarebs ar vasaxeleb tamashebs rom agdeben da mainc sul dziritadshi arian...xedavt ramdeni problemebia? kvalificiuri mwvrtneli 3-4 tamashshi moagvarebda naxevars mainc...
Givi
21 ივნისი 2023 14:12
4
ასეთი დიმიტრი იყო გელოვანი, აღარ არის საწყალი.
გიზოგ
21 ივნისი 2023 16:28
0
დაანებეთ თავი ამ ბიჭებს, იბრძვიან, თამაშობენ და შედეგიც მოაქვთ ნელ ნელა, მოინდომეს ეხლა ეგრევე გრანდობა და ლანძღავენ, მთავარია პროგრესი რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს და თუ ვინმე ვერ ითმენს აფრიალოს არგენტინის ან საფრანგეთის დროშა.

კრიტიკა და გარჩევა რა თქმა უნდა აუცილებელია მაგრამ ტონი ესეთი არ უნდა იყოს
???
22 ივნისი 2023 12:35
6
სწრაფად ამოსვლას დაცვიდან შეტევაში ჭირდება წინსსწარ კარგად დამუშავებული კომბინაციები. რაიმე მსგავსი დაინახეთ ვინმემ? და არ გვინდა ახლა "პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვეთამაშებოდით" და ასე შემდეგ- კვიპროსთანაც ეგრე იყო და მანამდეც. დაცვით ფაზაშიბთამაშისას კი - კარგი ბატონო მაღალ პრესინგს არ ათამაშებს, რადგან ვერ რისკავს, მაგრამ სადღაც ხომ უნდა დააპრესინგო?! თავისუფლად ღებულობს მოწინააღმდეგე ბურთს შენი საჯარიმოს მისადგომებთანაც კი, იმის დროც აქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და კარგი პასი გააკეთოს სანამ მასზე ჩვენი ფეხბურათელი ავა ნელა-ნელა! ეს რომელი საუკუნის ფეხბურთია და რად უნდა ამას უმაღლესი კლასის მცველები?! შემადგენლობა სწორდ ვერცერთხელ ვერ დააყენა, მერე გზადაგზა ასწორებს, მაგრამ აქაც აგვიანებს. მოკლედ რომელი ერთი ჩამოვთვალო. არ არის ეს ადამიანურად სიმპატიური კაცი თუნდაც საშუალო დობის მწვრთნელი!
არტ
22 ივნისი 2023 11:03
1
მეორე თამაშში არ იქნება წვიმა და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
22 ივნისი 2023 10:28
1
კვარას პენლის დარტყმა ასწავლოს ვინმემ არ შეიძლება - როდემდე უნდა აფუჭოს?
irakli
21 ივნისი 2023 16:05
1
მოთამაშეების დაყენებაზე გადაწყვეტილებებს თვითონ სანიოლი იღებს თუ მოს მაგივრად სხვა? სანიოლს ყავს თანაშემწეებიც და მათი პასუხისმგებლობა ჩანს სადმე?
ნიკოლოზი
22 ივნისი 2023 21:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული