საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ო, რა ლამაზი სასიდედრო ჰყავს! "- ხვიჩა, როგორ ახერხებ ფოკუსის შენარჩუნებას?"
ზურაბი
21 ივნისი 2023 15:03
14
შენისთანა კაცს, თავის დროზე საზოგადოება აძლევდა სათანადო პასუხს.
გულშემატკივარი
22 ივნისი 2023 15:46
0
წვიმას ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელი წვიმაში(ფაქტიურად ტბაში) ვერაფერს ვერ აკეთებს. კი შოტლნდიაც იგივე პირობებში იყო თუმცა ჩვენზე უფრო აისახა ვინაიდან ტექნიკური ფეხბურთის ხარჯზე უნდა აგვეღო თუნდაც ქულა და არა კლასის. ამით არ მთავრდება და წინ ჯერ კიდევ თამაშები გვაქვს
ბექა
21 ივნისი 2023 14:51
0
წესიერ მოედანზე სხვა სურათი იქნებოდა, ბიჭები უსამართლობის განცდის ქვეშ თამაშობდნენ, ნაწყენები.
ეს უაზრო მოედანი და უაზრო ფედერაცია.
დავივიწყოთ
თენგო
22 ივნისი 2023 10:59
6
Mtavaria rwmena da mushaobis gagrdzaleba sworad da am shemtxvevashi warmateba mova megolea sachiro gundshi iseti rogoric ramaz shengelia iyo torem mataoba chven genshi gvaqvs ra gamodis amit torem
გოჩა
21 ივნისი 2023 17:23
1
სასწრაფოდ გვინდა ქეცბაია!!! ეხლა ვიგაცა იტყვის რა გააკეთა ხო იყო უკვეო, მაშინ ფეხბურთელებს სატამაშო პრაქტიკა და ნახევარი თითქმის უკლუბოდ იყო და ვერც ვერაფერს იზავდა. ამ თაობით კიდე ქეცბა სასწაულებს მოახდენს დარწმუნებულივარ
Ioseb
21 ივნისი 2023 14:42
8
ჯერ არც მწვრთნელს ქონდა შევდომები დაშვებული და არც ეგრე წვიმდა, რომ საქართველოს ნაკრებს ტოტალიზატორებმა 9,0 მისცეს კუში. ახლა რასაც გინდათ დააბრალეთ, მაგრამ მაგ თამაშის მოლოდინი რომ მოვიგებდით ან ფრეს ვითამაშებდით ცოტა გადაჭარბებული იყო
მორიელი
22 ივნისი 2023 23:56
5
ვერა და ვერ მოვრჩით შემადგენლობის დაყენებაზე მწვრთნელთა კრიტიკას, ცალკე სპორტული ჟურნალიტებიდან და ცალკე გულშემატკივრებიდან. მაგრამ როგორც ჩანს ეს ფეხბურთის თანმდევი ატრიბუტია, ყველას თავის შეხედულება და გემოვნება აქვს.
სხვაგვარად, როგორ ავხსნათ თავის დროზე ლოჩოშვილის გამოუძახლებლობის გამო შავ დღეში გაატარეს სავიოლი, როგორ სერია ა-ში მოთამაშე მცველი ნაკრებში, როგორ არ გამოიძახაო. კვიპროსთან ითამაშა სერია ა-ს ფეხბურთელა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. თუმცა შეფასება რა შუაშია, როცა ამას ყველა ობიექტურად მოაზროვნე გულშემატკივარიც დაადასტურებს. ახლა მა თამაშზე რატომ არ ვათამაშეთ გველესიანი, ამაზე გაჩნდა დიდი პრეტენზიები. განა ასეთ კითხვას უნდა სვამდეს სპორტული ჟურნალისტი? ნაკრებში იძახებენ 25 ფეხბურთელს და სათამაშოდ გამოდის 11 + 5 შეცვლაზე, რაც ჯამში 16-ს შეადგენს და რა თქმა უნდა გამოძახებულებიდან, თუ 9 არა ხუთი, ექვსი ფეხბურთელი მაინც რჩება უთამაშებელი. თუ უნდა იძახებდნენ მხოლოდ 16 მოთამაშეს?
რაც შეეხება კანკავას. მე როგორც მახსოვს სანიოლი კმაყოფილი იყო მისი თამაშით და დიდი სინანული გამოთქვა მის განცხადებაზე ნაკრებიდან წასვლის გამო. მაშ რატომ წავიდა? გადახედეთ წასვლის წინა პერიოდს და ნახავთ, რომ ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი და უფრო მეტად გულშემატკივრის კომენტარები იყო ამ მეტად კარგ და წესიერ კაცის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომ ამოწურა თავის დრო და რატომ იძახებენ და ნამუს ახსენებდნენ ბევრი მართლაც უმადური და უნამუსო ე. წ. ჟურნალისტები და გულშემატკივრი თავის სტატიაში, თუ კომენტარში. ყველა ვერ უძლებს ასეთი უმადურების შეტევას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ვისაც მოკლე მეხსიერება არ აქვს ეხსომება ასეთი შეტევის სუბიექტი ასევე იყო კაშიაც. მან გაუძლო და ერთა ლიგის რამდენიმე მოგებული თამაში სწორედ მისი დამსახურება იყო. მე ასე მგონია, ნაკრებში თავისი სურვილით არავინ ჩამოდის, თუ მას არ გამოიძახებენ და რაკი გამოიძახებენ ე. ი. სჭირდებათ. გავიხსენებ კიდევ ერთ შემთხვევას, იყო დიდი შეურაცხმყოფელი კომენტარები მარჯვენა მცველ ლობჟანიძეზე, მართლაც ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაგრამ ვინაიდან მასზე უკეთესი არ გვყავდა კვლავ მას ვათამაშებდით, სანამ კაკაბაძე არ გამოჩნდა.
გიზოგ
21 ივნისი 2023 16:19
4
კარში დავარტყით საერთოდ? -შოტლანდიამ სამი დაგვირტყა და ორი გაგვიტანა. ერთა ლიგა კიბატონო, მაგრამ ყაზახები აღარ აგებენ თამაშს:)))
სულ ის მიკვირს ჩვენი ფლანგელი შემტევების, რომ ჩაწოდებისას ბურთს პირველ კას ათიდან ერთ შემთხვევაში თუ აცელენ, არადა ფლანგის მოთამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. (გვარებზე აღარ შევჩერდები).
წარმატება საქართველოს
rable
21 ივნისი 2023 14:53
0
ვიცი მაინც დაბლოკავთ მარა თქვენთვის დავწერ რო ამის მიზეზი არის მამარდაშვილიიიიი. . . ეს ბიჭი გამოსვლაზე არის სრული პანიკიორი და შესაბამისად მისი შიში დაცვაზე გადადის,კაშიასაც კი გადაედო,პეხით ხო საერთოდ,მეშინია ერთ მშვენიერ დღეს მაგ ფეხით საკუთარი კარი არ აიღოს.ლორია ყველა დროი საუკეთესო ქართველი მეკარეა საიუზიდან მოყოლებული,აბსუს ლაზარე კუპატაძე ? რის გამო დაუნგრიეს ბიჭს კარიერა.გუგეშაშვილიც ბევრად ჯობს მამარდაშვილს.მეშინია ეხლა ახალგაზრდული არ დაღუპონ
napoleoni
24 ივნისი 2023 01:07
2
სუსტი სიტუაციის შეცვლის დროს უფრო იბნევა ვიდრე ძლიერი.პირველ რიგში,უკანასკნელი თავგანწირვა იყო საჭირო,რომ ბურთი ჩვენს საჯარიმოში არ შემოსულიყო ასეთ პირობებში.ეს უნდა ეთქვა მწვრთნელს.ამისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ,უნდა დაეყენებინა შესაბამისი შემადგენლობა,რომ რაღაც შანსი გვქონოდა.
ილია
23 ივნისი 2023 09:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული