საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
მინდა გითხრატ,რომ ჩემი აზრით სანიოლიდაბნეულად გამოიყურება,არ იცის ვინ ათამაშოს და რა ტაქტიკით ითამაშოს.
მირო
22 ივნისი 2023 18:01
0
რატომ ჰგონია სტატიის ავტორს რომ-ნორვეგია,შოტლანდია,ესპანეთის კომპანიაში ჩვენ გვექნებოდა რეალური შანსი ჯგუფიდაქნ გასვლისა.შეცდომები ჰქონდა აქვს და ექნება სანიოლს-ვის არა აქვს შეცდომები მაგრამ 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც მისია-ნუ დავუკარგავთ.გააგრძელოს მუშაობა თუ ვინმე უკეთესს ხედავთ? ისე-კვეკვე,დვალი-არ არიან სანაჯრებოდ მზად.კაშია კაპიტანი კი არის მაგრამ სტანდარტულებზე ვერ აორგანიზებს დაცვას და თავადაც ხშირად პროსტრაციაშია კუთხურებზე. ლობჟანიძე-სუსტი იყო-დავითაშვილი აჯობებდა თავიდან-ესეც სანიოლის შეცდომააა.ჩვენ ვეცადოთ ვითამაშოდ ღირსეულად და ჯგუფიდან გასვლის ჩვენი შანსები რეალურად შევაფასოდ
მიმინო
22 ივნისი 2023 11:20
3
მე ის არ მომწონს, რომ ისევ ძველ რიტორიკას ვუბრუნდებით - მიზეზს ფეხბურთელებში კი არა, მწვრთნელში ვხედავთ. კი შეეშალა, თავისთავად მაგრამ ერთა ლიგის დონის გუნდი რომ ვართ და არა შოტლანდია-ნორვეგია-ესპანეთის გასვლაზე დამმარცხებელი, ეს ხომ უნდა გვესმოდეს? რატომღაც უმეტესობას დღეს ასე მიაჩნია და ჩემი ასეთი კომენტარიც არ მოეწონა. მოედნის ცენტრში შეტევაზე არარაფერს ვამბობ, უკვე ბურთის ამრთმევიც რომ გვაკლია, ხომ ფაქტია? დაცვაში პირი რომ აქვს დაღებული სტანდარტების თემას, ესეც ნათელია. ამ მატჩში სანიოლის ერთ-ერთ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ გველესიანს არ მისცა შანსი. კაშია კაპიტანია, მაგრამ თუნდაც მეორე ტაიმში მისი შეცვლა ნამდვილად არ იქნებოდა უადგილო. ფაქტია, ასეთი გუნდით შოტლანდიის დამარცხება სახლშიც გამორიცხულია. წინ ესპანეთთან და ნორვეგიასთან თამაშები გველოდება
:)))))))))))
22 ივნისი 2023 13:09
0
წიგნი, ფილმი და დიდება ხომ არ იჩქარეს ავტორებმა?
მოკლედ
21 ივნისი 2023 15:22
4
ნახეთ შოტლანდიის დარჩენილი თამაშების სია. ოთხივე თამაშს წააგებს. ჩვენ იმედი ასე მალე არ უნდა დავკარგოთ.
ქ. გ.
21 ივნისი 2023 15:10
7
გუშინ რაც იყო ის არ იყო ფეხბურთი სწორედ მეყტეოროლოგიური პირობების გამო. ამიტომ გუშინდელი თამაშის მიხედვით რაიმე ამალიზის გაკეთება არ შეიძლება, სტატიაში დასმული ყველა აქცენტი არის მიუღებელი! გუშინ გუნდის ხელმძღვანელობას ყველა ვარიანტში უარი უნდა ეთქვა სათამაშოდ გუნდის გამოყვანაზე, თუნდაც ამის გამო წაგება ჩაეთვალათ და დისკვალიფიკაცია მიეცათ საქართველოს ნაკრებისათვის! ასეთია ჩემი აზრი და თქვენ როგორც გინდათ ისე იფიქრეთ!
aburjga
21 ივნისი 2023 14:53
3
კი ვართ ერთა ლიგაზე ჩამოკიდებული, მაგრამ გაცილებით გაძლიერდა კვიპროსთან დამარცხებული საბერძნეთი, ყაზახეთი და თურქეთი!
სანიოლს აქვს გარკვეული გამოცდილება საფრანგეთი ახალგაზრდულ ნაკრებში და მე ვფიქრობ მისი კრიტიკა უადგილოა. თქვენი თქმის არ იყოს, იგივე პრემიერლიგაში მობურთალ ფეხბურთელებს, საშუალო ევროპულ ქვეყნებში მოასპარეზე ფეხბურთელებით გაუმკლავდე ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი!
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მეორე ტაიმში გამართული ტაქტიკური სქემა თუ რატომ არ იქნა დანერგილი დღემდე სანიოლის მხრიდან გაუგებარია, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა თავად სანიოლი იძახდა იმ ტაქტიკური სქემის მართებულობის შესახებ!
ლაშა
21 ივნისი 2023 13:44
7
რასაც ვუყურებ ბევრი სანიოლს და ფედერაციას აკრიტიკებს, რა ქნამ ამ ხალხმა როდესაც ელემენტარულ ზუსტ პასს ვერ აკეთებენ ჩვენი ფეხბურთელები, მცველებს ბურთი ვერ ამოაქვთ თავიანთი საჯარიმოდან, მეკარეს ფეხები უკანკალებს ყოველ კუთხურზე და ხვიჩა კიდევ მერამდენე პენალტს აფუჭებს, შეხედეთ რომალდუს, ტიპი არის მილიარდელი და 38 წლის ასაკში ისევე ვარჯიდობს როგორც კარიერის დასაწყისში ვარჯიშობდა, ეხლა უბრალოდ წარმოიდგინეთ რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა ამხელა ქონება რომ დააგროვოს ის საერთოდ თუ იფიქრებს ფეხბურთზე, დასკვნა არის ერთი არ არიან ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონლები და ბევრს არ ესმის რომ ფეხბურთი მოითხოვს 24 საათიან შრომას
მამუკა
22 ივნისი 2023 21:42
2
30 წელია ერᲗი და იგივე. ᲕიწყებᲗ ᲨესარᲩევებს დიდი მოლოდინიᲗ და ბოლოს არ გამოდის არაფერი. ᲓადეᲗ ბავᲨᲗა გუნდბის, ტრინერების და ფიზ მოზადების ტრინერბის განვიᲗარების გეგმა. ᲒვიᲭირს ფიზ მოზადება. ᲒვიᲭირს კომბინაცია, გვიᲭირს სწრაფი ᲗამაᲨი, ბურᲗის არᲗმევა და წელს ზევიᲗ ᲗამაᲨი, ( ხელის და ბეᲭის ჯიკავი, ᲗავიᲗ ᲗამაᲨი) რა დაგვრᲩა, დაგვᲩა ტეხნიკა და Ჩვენი ბიᲭების მონდომება. Მაგრამ მერე ზოგს გამოდის ᲗამაᲨი და ზოგს არა, სწორაᲗ Თუ ავზრდიᲗ ბავᲨვებს და სწორ ფეხბურᲗს ასწავლიან გადამზადებული ტრინერები, ისინი ჯერ გუნდებს გამოადგებიან Შემდეგ ნაკრებს.
Კახა
22 ივნისი 2023 14:29
1
ქვეყანა თუ არ გათავისუფლდა კომპლექსებისგან და თუ არ დაიჯერა რომ შეუძლია იყოს ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავმოყვარე ღირსეული ხალხის, მანამდე ვერაფერი ვერ წავა მნიშვნელოვნად წინ.ეს სინქრონიზაციის კანონია, რომელიც არსებობს სამყაროში ჩვენგან დამოუკიდებლად,როგორც გრავიტაცია. ასე რომ კიდევ კარგად ითამაშეს ბიჭებმა.....
ასეა
22 ივნისი 2023 11:53
1
ფეხბურთელი რაც არ უნდა მაღალი დონის იყოს თუ მას თამაში ეზარება მწვრთნელი ვერაფერს გააკეთებს. ვთქვათ წავიდა სანიოლი მოიყვანეს უმაღლესი დონის მწვრთნელი კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ და კიდევ რამდენიმემ რომ განაცხადოს დაღლილები ვართ და ვერ ვითამაშებთო რას შვებით? მწვრთნელი ითამაშებს. გადაახვიეთ ის თამაში და დააკვირთ როგორი შემართებით თამაშობდნენ შოტლანდიელები ცეცხლს აფრქვევდნენ თვალებიდან ქართველები კი მობუზული და ზვარაკად შეწირული ბატკნის თვალებით იყვნენ.
w
22 ივნისი 2023 11:48
3
ეგეც მწვრთნელის საქმეა, გუნდის მოტივირება, მუხტის შეტანა მწვრთნელის მოვალეობაა, როგორც ის, რომ ფეხბურთელი ვისაც ეს მუხტი, ფსიქოლოგიური დამუშავების შემდეგაც არ ეტყობა, უბრალოდ არ ათამაშოს. სამი კაცის გარდა (კვარაცხელია , მიქაუტაძე, დავითაშვილი) მანდ დანარჩენები დაახლოებით ერთი დონისა არიან და ვისაც მუხტი ეტყობა ის უნდა ათამაშო. მაგრამ როდესაც შენ თვიტონ არ გეტყობა ეს მუხტი და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორმე იქნებ თამაში არ განაახლონ, რაღაზეა ლაპარაკი. ეს გუნდსაც გადაედო.
ცუდად მოგვექცნენ, დაგვჩაგრეს და ასეთი მსგავსი წუწუნი კი ცუდი მოსასმენია იმ უჯიგრო, შეშინებული თამაშის ფონზე რომელიც გუნდმა აჩვენა. შოტლანდიელები სხვა მოედანზე თამაშობდნენ? და საერთოდ, არაა ეს კაცი მწვრთნელი. არც რამე შედეგი ქონია სადმე და ბოლო ოცი წელია არავინ გაუწვრთნია. რა გახდა ნორმალური მწვრთნელი, ამდენი წელია ცხადაძეებს, ვაისებს და სანიოლებს რომ არ ვუყუროთ?! (ისე, ცხადაძე ამ ორს ნამდვილად ჯობდა)
გულშემატკივარი
22 ივნისი 2023 13:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული