საქართველოს ნაკრების მარცხის მიზეზები, რასაც სათავე მანამდე დაედო...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შოტლანდიასთან (0:2) მარცხმა ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. რა თქმა უნდა, შეხვედრა უნდა გადადებულიყო (შესაძლოა, არც უნდა დაწყებულიყო) და პირველი გაშვებული გოლი უსამართლობის განცდას ტოვებს, თუმცა მხოლოდ ამ ფაქტორებზე ყველაფრის დაბრალებით თავს მოვიტყუებთ, პრობლემა კი უფრო სიღრმისეულია...

საკითხი უფრო გავშალოთ. დავუშვათ, არსებული მეტეოროლოგიური პირობები რომ არა, შეხვედრის სტარტზე საკუთარ კარში გოლი არ მიგვეღო, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა წინა მატჩში და რაზე მივუთითებდით? - კუთხურების დროს თავის დაცვას ძალიან ცუდად ვახერხებთ. ეს კვიპროსთანაც კი საგრძნობი იყო და მით უმეტეს, ახლა.
როდემდე უნდა გვქონდეს ეს პრობლემა, სტანდარტულ მდგომარეობებს თავად ვერ ვიყენებდეთ, მეტოქე კი მაქსიმალურ ხეირს იღებდეს?!

Sportall.Ge

წვიმა წვიმად, თუმცა ის, რომ პოზიციური შეტევების წამოწყება გვიჭირს, სიახლე იყო? კი ბატონო, ახლა უფრო მეტად გაგვიჭირდა, თუმცა ამაზეც ხომ სულ ვუთითებთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ "მეორე ნომრად" წარმოგვიდგენია. არაა შოტლანდიის ნაკრები იმ კალიბრის გუნდი, რომელიც ბურთის ფლობით გაერთობა და თავისუფალ ზონებს დაგიტოვებს. ეს სამშაბათის საღამომდეც ვიცოდით. როცა ინგლისის პრემიერლიგის გუნდებით დაკომპლექტებულ ფეხბურთელებს ეთამაშები, ჩვენი მოძრაობა (თუ უმოძრაობა) უსუსურად გამოიყურება. გვაკლია იმის ტექნიკაც და საფეხბურთო აზროვნების სისხარტე, ფიზიკური მომზადების დაბალანსება შევძლოთ.

კომბინირება რომ გვიჭირს, არახალია. თითქოს სანიოლის გუნდი მოედანზე ნაწილ-ნაწილ თამაშობდა, ერთიანობა ვერ ხერხდებოდა, ფეხბურთელებს არაფერი ეტყობოდათ იმის, რომ რამდენიმე კვირაა ერთად ემზადებოდნენ...

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძესა თუ ოთარ კიტეიშვილს მონდომებას, სითამამესა და ეპიზოდებში ბურთის კარგად კონტროლს შევუქებთ, თუმცა, როცა მინდვრის ცენტრში შენი მეურვე "მანჩესტერის" ძალიან მაგარ სანაკრებო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი მაკტომინეია, რთულია, იქ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს მეტი მოსთხოვო. ვწერთ ჩვენი ბიჭების საკლუბო პროგრესზე, თუმცა ეს ცოტაა, ძალიან ცოტა, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივად. "არსენალი", "ლივერპული", "ბრაიტონი" , "ასტონ ვილა" სულ სხვა ტემპი და გამოცდილებაა და რთულია, მას პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა საშუალოევროპული ჩემპიონატებით სათანადო წინააღმდეგობა გაუწიო.

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, მაშინ მთავარ მწვრთნელს რას ვერჩით, თუ შეუსრულებელი მისია გვქონდა, თუმცა ფეხბურთის არსი ისაა, კონკრეტულ მატჩში გამარჯვება ყველას რომ შეუძლია. გარდა ამისა, საქმე მხოლოდ მოგებაში ხომ არაა. ვილი სანიოლმა ახლა თქვა უარი 3 ცენტრალურ მცველსა და ფლანგების გაძლიერებაზე. ამით მეტოქეს მასიური იერიშების მეტი შანსი მივეცით, ამავდროულად კი, ფლანგზე ცენტრალური მცველის დაყენებით კონტრშეტევებზე თამაშის შანსებიც შევიმცირეთ. ფრანგ დამრიგებელს რატომაც ვაქებდით, მაქსიმალური ალტერნატივების ძიება დაიწყო. ეს ხომ ვაისის დროს ნანახი გვაქვს - ფრთის ნომინალურ მოთამაშეს არ დაეყრდნო და ვინმეს ამპლუა შეუცვალო. გარდა ამისა, შემადგენლობის შერჩევა ვილის პრობლემად იქცა, როცა გუნდთან ამდენდღიანი ურთიერთობა გაქვს, ვინ რა კონდიციებშია, უფრო ზუსტად უნდა გამოიცნო; ვინ იწყებს უკეთ და ვის შეუძლია სათადარიგოთა სკამიდან მეტად გაგაძლიეროს.

Sportall.Ge

კი, შეიძლებოდა ამ მატჩის გადარჩენაც, თუმცა, თუკი ვთქვით, რომ სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიცაა, სადღაც ესეც მთავრდება - ამინდი, მატჩის დელეგატი, დაუცველ კარში გოლის ვერგატანა თუ თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა ხელს გიშლის.

რა სურათი მივიღეთ ახლა? ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ისევ "ერთა ლიგას" უნდა "ჩამოვეკიდოთ", შესარჩევ ეტაპზე კი მაღალ მიზნებს ვერ ვისახავთ. არადა, მეტწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორმა შექმნა განცდა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია. არაა ეს ასე მარტივი საქმე, სტაბილურობაა საჭირო. ძალიან არ გვინდა, გულშემატკივრების თვალში "ამ თაობის" მიმართაც სინანულის განცდა დაიწყოს, ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა, სანამ კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ, "საუკუნე გაივლის კიდევ", ყველაფრის ერთბაშად კომპენსირება მარტივად არ ხდება. ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის ივნისში, წერილი ასეთი სათაურით გამოვაქვეყნეთ - "კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს" - ამის იმედი და შანსი კვლავ არსებობს!

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსანიოლი: მატჩის განახლებაზე გადაწყვეტილებას უეფა იღებდა - ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ვერსად მოვიძიე და ძალიან საინტერესოა ვილი სანიოლი თბილისში დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატზე, თუ სახლში წავიდა საფრანგეთში?
mvx
22 ივნისი 2023 10:56
1
უეჭველი აქაა დარწმუნებული ვარ, ქეცბაიაზე ცოტა ნამუსიანი კია, ეგრევე რო მირბოდა მშობლიურ კვიპროსში. ისე კი ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, ვინმე სპორტსმენი, მასწავლებელი, ჭკუადამჯდარი, კაი კაცი. სვანაძე დავაბრუნოთ ალბათ ჯობია ან სოსო ფრუიძე დავაბრუნოთ ფეხბურთში ან გიგა ნორაკიძე გავაცოცხლოთ ან რამე ვქნათ.
უვიცი
23 ივნისი 2023 01:30
0
დროა მეტი ყურადღება მიქცეს ეროვნულ ჩემპიონატს.
ხუმრობის გარეშე საბურთალო-ბათუმი უფრო მაგარი საყურებელია ხშირად ვიდრე არგენტინის კლაუსურას ტიგრე-კორდობა,
ოღონდ იქ 30 000 კაცი ავსებს სტადიონს და იმ სვარკას 10ტელევიზია 40კამერით იღებს.
აქ კიდე ფედერაცია თვითონ აკეთებს რეპორტაჟებს და ერთ ტელევიზიასა არ მოსდის აზრად ეროვნული ჩემპიონატი შეფუთოს,რეკლამა გაუკეთოს.თამაშისწინა გადაცემები და ტურის მიმოხილვები გააკეთოს.
მარტო კვარაცხელიას თამაშზე კომენტარების გაკეთებით წინ ვერ წავალთ.
არ მიჰყავს პრემიერლიგას და სერია Aს მთელი ჩვენი ნაკრები და რამდენი წელი ველოდოთ.
როცა ბათუმისნაერი გუნდი გაკეთდება ფოთში და ზუგდიდში,როცა ტორპედო მოძლიერდება და ჩემპიონატი რაღაცას დაემსგავსება მაშინ შეიძლება შესეგი გვქონდეს.
მთავარი როლი ამჯერად ტელევიზიებზეა
ნუთუ კარგად შეფუთულ ფეხბურთს ნაკლები ხალხი უყურებს ვიდრე სერიალებს ან თოქ-შოუებს?
Levani
22 ივნისი 2023 05:00
0
გულს ნუ გავიტეხთ თავს ზემოთ ძალა არაა საუბედუროდ, ყველაფერს აქვს არგუმენტები. რეალურად გვყავს 2-3 საშუალო დონის ფეხბურთელი 1 ვარსკვლავი დანარჩენები სრული ლუზერები, თან თუ ამ სამ კაცსაც თამაში არ წაუვიდა საერთოდ კატასტროფაა ჩვენს თავს. იმასაც დავამატებ სანიოლის დონის შესახებ ბევრს ზედმეტი წარმოდგენა გაუჩნდა ვიდრე რეალურად არის მისი ლეველი. ამხელა სხვაობა იგრძნობა ევროპული საზომებით საშუალოზე საშუალო შოტლანდიასთან რომელიც სიძლიერით ტოპ ოცშიც არაა ევროპის 54 ნაკრებს შორის და ჩვენ გვანგრევს ულაპარაკოდ, სამწუხაროა ძალიან. სისწრაფეებში ტაქტიკურ თუ ტექნიკურ განსწავლულობაში ძალიან დიდი სხვაობაა ეს ხელისგულზეც ჩანს. რა გინდა რო ქნა, უნდა წამოვიდეს 3-4 ფეხბურთელი დამატებით კიდევ ტოპ ხუთ ლიგაში რომ ის გამოცდილება ნაკრებში გადმოიტანონ თორემ 11 კაციდან 7 რო სრედნიაკზე დაბალი დონის გყავს სტაბილურობა ვერასოდეს გვექნება ასეთ პირობებში. პირდაპირ ვიტყვი ჩვენ გვყავს ერთერთი ყველაზე ცუდი ცენტრალური ნახევარდაცვა ეგრეთწოდებულ მესამე ეშელონის ნაკრებებშიც კი ზედა ეშელონის ნაკრებებს ვერც შევადარებ, და ცენტრალური ზონა კი ფეხბურთში გუნდის წარმატების მინიმუმ ნახევარია. კვარაზე კიდე რა ვთქვა ტიპს სერიოზული უიღბლობა აქვს იმედი მაქვს ნაპოლიში დაბრუნებულს რწმენას დაუბრუნებს რუდი გარსია და ყველა ერთად ვიხილავთ იმ კვარას რომელიც საფეხბურთო სპექტაკლებს გვიდგამდა აპენინის მწვანე მინდვრებზე ამაში 100 % დარწმუნებული ვარ. ბიჭი გამოფიტულია როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურად ამიტომ ეს 1 თვიანი დასვენება შეიძლება ითქვას პირდაპირ წამალია კვარასთვის. ხვიჩას ნიჭი და კლასი არსად წასულა ის ეხლაც მის ტვინში და ფეხებშია უბრალოდ მას კარგად დასვენება სჭირდება და ახალი სეზონიდან ისევ აამოქმედებს მის მრავალფეროვან არსენალს.
Charley
21 ივნისი 2023 14:56
3
yana da svarka ertad!!! ara mondomeba ara sirbili ara jilka, saertod araperi!! sanioli ristvis xar treneri! kvaras kide ar umartlebs da mokled magas jobda ar gasuliyvnen da pirdapir wageba chaetvalad!!
სანდრო
21 ივნისი 2023 16:26
0
რა წვიმა რეალობას სეხედეტ ტვალსი ეს არი მაქსიმუმი გასული ტამასი რა მოსაგები გვქონდა ბედმა გაგვიხიმა
aron
21 ივნისი 2023 15:51
3
Vinc imas ambobs,rom 3-4 magali donis fexburtelit did turnirze ver gavalto, minda shevaxseno latvia 2004 wels, magat faqtiurad 1 kacic at kavdat top 5 dan, kvelaze cnobili verpakovskisi iko dinamo kievidan...
Givi
21 ივნისი 2023 15:50
0
,,და ნაკვალევს წვიმა შლის,,
თემური
21 ივნისი 2023 15:18
1
გუშინ ყველა შერცხვა მენეჯმენტიც, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. შოტლანდიელებმა "დუხით" დააგდეს ჩვენები და ერთი კაცი არ აღმოჩნდა, რომელიც ან თამაშამდე იტყოდა რაც სათქმელი იყო, ან მერე უკვე ამ შესვენებისას. დანარჩენი უკვე შედეგი იყო
gogi
21 ივნისი 2023 14:53
2
ვთქვათ ყაზახეთს მოვუგეთ და გავედით ფლეი-ოფში იქ ყველაზე სავარაუდო მეტოქე საბერძნეთია.როგორ ფიქრობთ შეუძლია ამ გუნდს,ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი და ყოველთვის კარგი დაცვით ცნობილი საბერძნეთთან მოგება ფლეი-ოფში?ნეტავ ვცდებოდე,მაგრამ არ მგონია საბერძნეთს ასეთი გადამწყვეტი თამაში მოვუგოთ...
Master
21 ივნისი 2023 14:31
4
დავბრუნდით ისევ იმ ჭაობში, წლებია ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ!!!!
ლადო
21 ივნისი 2023 15:06
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული