ბელგიელთა მწვრთნელი: გილოცავთ, ჩვენ საქართველოსთან გამარჯვება ნაადრევად ვირწმუნეთ და ..

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპირველობის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს (2:2), კომენტარი ბელგიელთა მწვრთნელმა ჯეკი მატეისენმა გააკეთა:

"ვნახეთ ძალიან ეფექტური მეტოქე, რომელმაც ორი მომენტიდან ორივე გამოიყენა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშში დავბრუნდით, თუმცა მეორეც გავუშვით. ჩვენ მეტი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით. ამდენი მომენტის გამოუყენებლობა სამწუხაროა.

შეიძლება გამარჯვება ნაადრევად ვირწმუნეთ. მაღალი კლასის მოწინააღმდეგე გვყავდა და შეცდომები დავუშვით. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ბრძოლით მიზანს მიაღწია. ასეთი დონის ტურნირზე შეცდომებს არ გპატიობენ.

ასეთ ატმოსფეროში თამაში სასიამოვნოა. გარემომ შედეგზე გავლენა არ იქონია, რამეთუ ჩემი გუნდი
ასეთ სიტუაციაში თამაშს მიჩვეულია. გილოცავთ და თქვენი გულშემატკივრების მიმართ პატივისცემას გამოვხატავ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
მომდევნო თამაში როდისა?
გიგა
19:42 25-06-2023
3
ერთი, რაც არ მომწონს ჩვენი ნაკრებების თამაშში: როცა ბურთს აიღებენ და წინ მეტოქის კარისკენ სწრაფად გარბიან, გგვგონია ჰა და ჰა ეხლა შეიჭრებიან კარებისკენ და უცებ ბრახ და უკან მოტრიალდებიან და ჩვენს მეკარეს აწვდიან ბურთს, ფაქტიურად კარის აღების კარგი შანსი ჩაშლილია და არა ერთი ესეთი ეპიზოდები. აი ეს არის აქილევსის ქუსლი, რომელსაც უნდა გადაეჩვნიობ.
თქვენი აზრი მაინტერესებს, მეგობრებო. გია.
16:50 25-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული