"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ანუ საერთოდ აღარ დაისვენოს ამ ბიჭმა, არასდროს ხო? მერე სექტემბერში ეროვნულშიც ყველა თამაში ითამაშოს , ხო? თუ ნაპოლის უთხრას - დამასვენეთო? არ შეიძლება ეგრე. რაც არ იცით ჰაერზე ლაპარაკს მოეშვით. თქვენზე მეტად უყვარს კვარას თავისი სამშობლო! რასაც თავისი შრომით ამტკიცებს
ხომ ერა
28 ივნისი 2023 14:53
4
ბატონო ალეკო ფეზბურთი ერთხელ მაინც გითამაშია? როგორ დავიჯერო ხვიჩაზე მეტად თქვენ გინდოდათ მას ეთამაშა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ფეხბურთის თამაში აქციაზე გადადექის ძახილი გგონიათ. უგულშემატკივრეთ ბიჭებს, კრიტიკა კი თქვენს საქმიანობას მოახმარეთ, იქ უფრო გამოგადებათ, რა თქმა უნდა ისიც თუ ჯანსაღი იქნება.
ლადო
28 ივნისი 2023 13:21
11
მიხედე შენს საქმეს ხვიჩას თავი დაანებეთ ადამიანმა მთელი სეზონი დაუსვენებლად ითამაშა იტალიის თასი, იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, მერე ნაკრები!!! ადამიანია ხვიჩა რობოტი არაა!!! კლუბიც ეტყოდა ვუარს, ტრამვა რომ მიიღოს და დაინგრიოს კარიერა ის ჯობია?!!!
ბაჩო
28 ივნისი 2023 16:30
11
დაუსვენებლად რას ქვია, ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ისვენებდა, ტრავმის და მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ითამაშა იანვარი-მაისი, მერე ნაკრების 2 თამაში. ეს არის და ეს. ყველა ფეხბურთელს ეგეთი გრაფიკი აქვს ზაფხულში არის ნაკრებისთვის ან შესარჩევი ან ჩემპიონატი. გამოდის რომ მარტო ნაპოლისთვის უნდა გაისარჯოს. ეგრე არ არის ძმაო, საქართველო უპირველეს ყოვლისა.
გია
28 ივნისი 2023 17:58
6
ყველას აქვს ჯანსაღი კრიტიკის უფლება, მერე რა რომ პოლიტიკოსია, ელისაშვილსაც შეუძლია დააფიქსიროს თავისი აზრი, მაგრამ ასეთი უაზრობის გაჟღერებას, უმჯობესია უბრალოდ არ დაწეროს საჯაროდ, სხვა რომ არაფერი, ერთმანეთს არ დააპირისპირებს საზოგადოებას. ყველას დიდი სურვილი იყო ხვიჩას ეთამაშა ახალგაზრდულ ევროპაზე, მაგრამ უარის გამო ამპარტავანი უწოდო ადამიანს, რომელიც ასეთი თავმდაბალია, თან იმ ფონზე რომ მისი თავგადაკლული გულშემატკივარი თუ ხარ და უნდა იცოდე წესით რა პიროვნებაცაა, მარტივად რომ ვთქვათ მიუღებელი და არასწორი შეფასებაა. რაც შეეხება ხვიჩას, ყველა შეატყობდით, რომ ბოლო თამაშებში ისეთი ვერ იყო როგორც მიგვაჩვია, მაგრამ ჩემი აზრით განპირობებულია ორი ფაქტორის გამო, დამღლელი სეზონი რომელსაც მიჩვეული არ იყო და ემოციური ფონი, რაც განპირობებულია მოლოდინების გამო, რაც მის მიმართ გვაქვს. არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ 22 წლის არის და შეცდომაც რომ დაუშვას, თავისი პიროვნებიდან და იმ უსაზღვრო სიხარულიდან რაც ჩვენთვის მოუნიჭებია, ასეთ ნეგატივს არ იმასურებს. წარმატებები ახალგაზრდულ ნაკრებს, იმედია ჩეხეთს შევხვდებით და კარგი შანსი გვაქვს ოლიმპიადაზე გასვლის.
ბექა90
28 ივნისი 2023 16:12
2
ელისაშვილია რა)) შეეშვით
Xazik
28 ივნისი 2023 16:41
6
ეხ ალიკო ალიკო! კიდევ ჩაიჯ...ი ალიკო? ხომ გაგაფრთხილეს არ ჩაისვაროო, ააა? ხტფუიიი ბლინ!
კ ო მ ბ ლ ე
28 ივნისი 2023 13:19
7
და რა თქვა არასწორი ? რომელს არ დაგწყდათ გული როცა გაიგეთ რომ არ ითამაშებდა? ხალხი საქართველოდან ნეაპოლში დადის მაგის თამაშის სანახავად და ცოტა მეტი პატივისცემაა საჭირო შენი ქვეყნის. შენი არა ,შენ კომბალიც გეყოფა
ირაკლი ქუთაისელი
28 ივნისი 2023 13:40
18
მოდით პოლიტიკოსებმა ის კი არ გაარჩიოთ ვინ ითამაშებს ნაკრებში და ვინ არა. ახლა იმაზე დაიწყეთ ფიქრი (გინდ პოზიციამ გინდ ოპოზიციამ და გინდ არასამთავროებმა). როგორ წაახალისოთ კვარა, მიქაუტაძე, მამარდაშვილი , ლოჩოშვილი და დავითაშვილი, რომლებმაც გზა გაუხსნეს ევროპაში. ამ ვაჟკაცებს ვინც გვასახელა და გაგვახარა 1/4 ფინალში გასვლით. პ.ს. ამ ვაჟკაცებს ვინც ნაკრებშია ახლა ყველას პრემიალური კაცის თავზე 100 000 ლარი უნდა დაურიცხოს ზუსტად ამ გაქსუებულმა პოლიტიკოსებმა და პირველი პრემიალური ზუსტად ელისაშვილის ხელფასს უნდა ჩამოაკლდეს. (კითხეთ ჟურნალისტებმა თუ არის თანახმა ამ ვაჟკაცებს გაუნაწილოს მისი ხელფასი რომელსაც სკამის გათბობისთვის და უაზრო ლაპარაკისთვის ღებულობს). რათქმაუნდა პრემიალური ყველას მათ შორის მასაჟისტებს რომლებიც ზრუნავენ ჩვენ ბიჭებზე.
roma bejanidze
28 ივნისი 2023 19:39
5
ეგ ფული შენი ჩემი და გადასახადის გადამხდელებისაა და არა მთავრობის ან პოლიტიკოსების
Gia
28 ივნისი 2023 23:38
1
რა ხდება საქართველოში? რატო ყველა ყველაფერში უგზოუკვლოდ განვითარებული ვართ? მრეცხავი პოლიტიკოსია,პოლიტიკოსი მისი საქმის გარდა ყველაფერში ერევა? ხომ არ ჯობია ყველამ მისი საქმე აკეთოს!? კვარამ რაც წელს გააკეთა ,არცეთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია პოსტსაბჭოთა სივრციდან, გახდა ტოპ5 ჩემპიონატის , საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად!!! ყველამ შევხედეთ რომ,ბოლო ორი თვე ამოვარდა, შედარებით ფორმიდან გადაიღალა, არ იყო მიჩვეული ამ დონეზე მუდამ თამაშს, და ჩვენ რას ვშვებით ამ დროს ? ვეხმარებით , ვამხნევებთ? თუ უკვე კვარადონა აღარა? ახალი კერპები გვყავს, საოცარი ახალგაზრდული ნაკრები! რომ წააგოს ,მათაც მიწასთან გავასწორებთ? კვარამ რომ საქართველოს სახელი მოუტანა, ყველა პოლიტიკოსი ერთად რომ ავიღოთ , ნახევარი არ ექნება გაკეთებული!
დავიდუსი
28 ივნისი 2023 14:47
1
უბრალოდ არაფრის მაქნისი ერთერთი უნამუსო და არაკაცი პოლიტიკოსი ხარ,მორჩა და გათავდა.
გეგი
28 ივნისი 2023 13:01
5
კაცობს, გაანებეთ თავი…
12345
28 ივნისი 2023 13:53
3
დარწმუნებული ვარ, ხვიჩას თამაში უნდოდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ შარშან შესვენების გარეშე გადააბა სეზონი სეზონს. ეს იქნებოდა მწვრთნელების და სპეციალისტების საერთო გადაწყვეტილება, რასაც დაემორჩილა ხვიჩა.
11
28 ივნისი 2023 12:45
4
და 37 წლის მოდრიჩმა რამდენი სეზონიდა რამდენი ტურნირი გადააბა? 22 წლის თუ უკვე დაღლილია მაშინ დაუმთავრებია კარიერა და ეგაა. არანაირი გამართლება არა აქვს მის უარს
gio
28 ივნისი 2023 13:17
20
იცით რა მაინტერესებს? ამ პოლიტიკოსებს თვითონ მაინც თუ სჯერათ რაებსაც ბოდავენ?
თემო
28 ივნისი 2023 19:28
8

სიახლეები პოპულარული