"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ალეკო! შენ უკრაინაში რომ ირბინე, ხომ დაიღალე. ასეა ხვიჩაც, იტალიაში სირბილიც ღლის ადამიანს.
სიმართლე.
19:01 06-08-2023
0
ალეკო,ხომ გაგიონია რაშს ჭედავდნენ და კუმაც რომ ფეხი გამოყო.შენს ადგილზე ჩუმად ვიჯდებოდი იმ კახელი გლეხის განაჩენის გამოტანის შემდეგ და არ დავიწყებდი ნამდვილად პატრიოტი,გონიერი,კარგად აღზრდილი და საქართველოს სავიზიტო ბარათის მფლობელ ხვიჩა კვარაცხელიას განსჯას,500 კმ/სთ სიჩქარით რომ გამოედევნო მაინც ვერ დაეწევი.
შურმა და ბოღმამ არ დაგახრჩოთ,მიბაძეთ ადამიანობაში ხვიჩას.
დინარა
09:34 24-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული