"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
აქ ზოგიერთები რომ წერთ დაბალი დონის ტურნირიაო და ამიტომ არ თამაშობსო, ვერ ხვდებით ამით ავტორს რომ ეთანხმებით? ზუსტადაც ეს არის ამპარტავნოდა და შიში იმიჯის შელახვისა წარუმატებლობის შემთხვევაში.უბრალოდ ბევრს არ გვეგონა საერთოდ თუ ტურნირის მოგების რეალური შანსი გაგვიჩნდებოდა-- შეცდა ეს ბიჭი ფაქტია. საბერძნეთში დასვენებას და ისტაგრამზე პოზირებას მერეც მოასწრებს მრავალჯერ. კიდევ!! ეს ტურნირი თუ დაბალი დონისაა და ქვეყანაში ამხელა ინტერეს და აჟიოტაჟს იწვევს, გამოდის რომ ჩვენ ქართველებს დაბალი დონის საფეხბურთო ინტელექტი გქონია..და.....არც ჰალანდის, გავის,პედრის და სხვათა არგუმენტი გიგაჩავთ-ისინი უკვე ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნებს წარმოადგენენ და დიდი ხანია სხა განზომილებაში არიან,ჩვენ კი გუშინ ისევ მე-4 თუ მე-5 კალათაში ვიყავით. ამასთან მათ იმდენი მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავთ არ საჭიროებე ტრაპიდან ტრაპზე ფეხბურთელების ტარებას.
SOSO
29 ივნისი 2023 17:47
10
გეთანხმები საბერძნეთში პოზირებას აქ ეთამაშა ჯობდა,გუშინ ოც წლამდე რაგბისტებს უყურე არგენტინასთან ერთ-ერთმა ჩვენიანმა ტრამვა მიიღო სახეს დააკვირდით როგორი გამოვიდა?ესეთი ჯიგრით უნდა გავიდეს ნებისმიერი სპორცმენი როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ,თუ არადა კაპიკია შენი ფასი,ხვიჩა და მიქაუტაძე დაღლილები იყვნენ და დანარჩენები მთელი სეზონი ისვენაბდნენ?კი ძაან მაგარი ფეხბურთელები არიან არავინ უარყოფს მაგრამ შენი ხალხის სიყვარულს გაფრთხილება უნდა.
გრიშა პაპა
30 ივნისი 2023 09:34
6
რამდენიც ხვიჩამ გააკეთა თავის ქვეყნისთვის იმის ერთი პროცენტი გააკეთეთ და მერე იტლიკინეთ ძალად პატრიოტების, თქვენ არც ფეხბურთისა გაგეგებათ რამე და არც პატრიოტიზმისა
მალხაზი
29 ივნისი 2023 17:41
18
მე მგონი შენ საქართველო აგერია იუპიტერში, ხელი გავიქნიე ფეხი.

საქართველოსთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია. საქართველოსთვის შეეძლო ახლა გაეკეთებინა. როგორც მამარდას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა თანაგუნდელებთან ერთად!
ისტორია
01 ივლისი 2023 23:09
5
ბიჭს ერთ კვირიანი დასვენება გადააყოლეს საბერძნეთში. ნახეთ აბა პედრი, გავი და სხვა ვარსკვლავები თუ არიან 21 წლამდელებში და თუ არ ატარებენ შვებულებას, არც დასცდება არავის მათზე სკანდალები ააგოროს და შვებულება გაუკვირდეს მათი. იმიტომ რომ შემდგარი ცივილური ქვყენის მოქალაქეები არიან გულშემატკივრებიც, აფასებენ ფეხბურთელების შრომას, ისიც იციან, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი ისეთი ფეხბურთელებისთვის არის, ვინც ფართო მასებისთვის ცნობილი არაა და აწი ეწყებათ კარიერა. ადამიანებს სწორად აქვთ მიწოდებებული ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები, ბულინგი, დამუნათება და ნამუსზე შეგდება არ მიდის სპორტსმენების. ჰეითერები ჰყავს რათქმაუნდა ყველა ვარსკვლავს მაგრამ იმის გამო ნამდვილად არა, შვებულებას რატომ ატარებ სადმეო :))

ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს. სკანდალების და ეპატაჟის მოყვარულ უცოდინარ ხალხში.
გვერდები რეიტინგს იმით დებენ, ნახეთ ხვიჩა ისვენებს და ნაკრებში თამაშზე უარი თქვაო...
ხალხი გიჟდება მსგავს სათაურებზე და საითაც მიაყენებენ იქეთ მხარეს ილანძღებიან ცხვრებივით.

ყველაზე ადვილი სამართავია ჩვენი ხალხი, მაგრამ მთლად ამათი ბრალიც არაა. მთავარი დამნაშავე ისაა, ვინც ინფორმაციას ავრცელებს არასწორად და სათაურებით რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.
თქვენ კი ეცადეთ არ გახდეთ მასის ნაწილი და ცოტა საკუტარი აზრიც გაგაჩნდეთ.
მეტი რანაირად ავხსნა არვიცი.
წარმატებები!
Skeleton
29 ივნისი 2023 14:38
13
აბსოლუტურად მართალი ხართ. რაც ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად აკლია, ეს განათლებაა (ერთ სულ მოსახლეზე დიპლომების რაიდენობა არა). აქედან მოდის ამდენი უბედურება ჩვენს თავს.
კოლა
29 ივნისი 2023 19:09
1
გულანთებული ქვეყნის მეომარი ბრძოლის ველიდან დაჭრილი არ მიდის ან ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის რომ უკან ქვეყნის სადარაჯოზე ბრუნდება, ქვეყნისთვის თავ დადება მარტო სამხედროების ვალი არააა, მაგარი გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ კვარას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის, ამაზე მეტად სად უნდა დაჭირდე შენს ქვეყანას, ნეტა როგორ გიდევს თავი ბალიშზე, ნეტა რა გულით უყურებ ამ თამაშებს? თავს ვიიმედებ რომ შენი გადაწყვეტილება არ იყო და იმედია ცოტა რომ წამოიზრდები პატრიოტიზმი უფრო მოგეძალება
ქუთაისელი
29 ივნისი 2023 14:30
14
ალეკოს ფეხბურთის ნიუნსები რომ ესმოდეს მასე ჰაერზე აღარ იტყოდა.. ჰალანდი, მუსიალა, ბელინგემი თამაშობენ? რომელ ერთს მიაძახეს ნეტავ, რატომ თქვით უარიო?
ეს ტურნირი არის დაბალი რანგით და მგონი არც შუქდება ევროპაში სათანადოდ.. ასე რომ არაა საჭირო დრამატიზირება, წარმატებები ჩვენს ბიჭებს
papai
29 ივნისი 2023 10:37
13
უკვე ვასკვლავი რომ არის და თითქმის ყველა პირადი ტიტული მოიპოვა გასულ სეზონში,სწორედაც ამიტომ უნდა ყოფილიყო გუნდში სიმბოლურად მაინც,რადგანაც იმ საფეხბურთო ბუმის ერთ-ერთი ავტორი ხომ თვითონაა, რომელიც დღეს ჩვენთანაა არ მესმის თვითონ როგორ გაუშვა ხელიდან [ან ვინ ურჩია] ეს ისტორიული შანსი,ღმერთმა იცის კიდევ როდის დაემთხვევა სხვა და სხვა ფაქტორები ასე რომ დიდი ალბათობით შეიძლება გავჩემპიონდეთ კიდეც-ჩვენთან საქართველოში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ბათუმში....ვერც წარმომიდგენია რა სიხარული იქნებააა....ხო და ამაზე თქვა უარი ამ ბიჭმა,რაზეც დარწმუნებული ვარ დღეს უკვე უკვე ნანობს, ან რა დასვენება და ოჯახური რიტუალი შეედრებოდა იმ ემოციურ მუხტს [მარტო აზაროვის ცეკვის ვიდეო რად ღირდა] რასაც ახალი სეზონის წინ მიიღებდა ფინალში თამაშით...მაგრამ რაც იყო იყო-ღმერთმა ხელი მოუმართოსსს......ისე გადაღლილობით და კიდევ სხვა არგუმენტებით მისი ამ საქციელის გამართლებას ნუ ცდილობთ...არ გამოვა და არც გამოგდით....
SOSO
29 ივნისი 2023 10:00
14
პარლამენტში რო შეხვალ და იმ მობილურს გათიშავ ეგ არაა ამპარტავნება??
me
29 ივნისი 2023 09:55
0
მე არა მგონია ვინმე ჩემზე მეტად გულშემატკივრობდეს კვარას. არც ნაკლებად გულშემატკივრობენ სხვებიც ალბათ. თუმცა ცოლის მოყვანის ამბავი უფრო მგონია ტორემ 2020/21 წლის სეზონში 19 წლის პედრიმ 74 მატჩი ჩაატარა. 22 წლის ხვიჩას 52 მატჩი აქვს ჩატარებული
Lasha
29 ივნისი 2023 09:28
9
ხვიჩა სად ითამაშებს ეს მაგის საქმეა! შენ ჯობია შენ საქმეს მიხედო!
რეალობა
29 ივნისი 2023 08:52
10
სკამზე ყოფნითაც უდიდეს დახმარებას გაუწევდა ბიჭებს.მაგრამ ალბათ მაინც გარემოცვა. სიმართლე არის რომ ბევრს არ ეგონა ჩვენი ბიჭების წარმატება ამ ურთულეს ჯგუფში. ალბათ შერცხვენას ელოდნენ და დაარწმუნეს დაესვენა.
კვარსთან ერთად სკამიდანაც კი ალბათ საჩემპიონო გუნდი იქნებოდა
დათო
29 ივნისი 2023 08:36
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული