"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ელისაშვილს ჰგონია თვითონ ენის ტლიკინით რომ არ იღლება, ისევეა ფეხბურთი. თვითონ და სხვასაც რამდენჯერ აქვს გაცდენილი პარლამენტის სხდომა ეგ დათვალოს
დავით 67
28 ივნისი 2023 17:58
7
ნუ აცუნდრუკდებით ქართველებო და არ არის საჭირო აჟიოტაჟი. ნებიმიერ ასაკობრივ ნაკრებში, მთავარი წარმატებაა არა ჩემპიონობა, არამედ ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოვლენა და წახალისება, შემდგომში წარმატებულ გუნდში მიწვევის მიზნით, იქ დახვეწის შემდეგ, ეროვნული ნაკრები გუნდის გაძლიერებისთვის. ხვიჩა, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, უკვე მსოფლიოს საუკეთესო, ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მას ახლა მხოლოდ სიმშვიდე და ჯანმრთელობა სჭირდება მეტის და მეტი ოსტატობის დახვეწისათვის, რომ მისი დღევანდელი შემოქმედება, ხელოვნებამდე აიყვანოს. მისთვის ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მონაწილეობა, ხელის შემშლელი იქნებოდა ამ, ფეხბურთელობის მოღვაწეობის ძალზედ მოკლე გზაზე. მეტსაც გავბედავ და ვიტყოდი, კარგი იქნებოდა, შემდგომში ქართველი ფეხბურთელების წინსვლისთვის, დაესვენათ მამარდაშვილს, დავითაშვილს და აზაროვს. მათ ადგილზე კი ეთამაშათ იმათ ვინც აქამდე მოიყვანეს ამ ნაკრების გუნდი და იყოჩაღეს პორტუგალიის ძლიერ გუნდშან. მოკლედ:"მიეცით ნიჭსა გზა ფართო"... და ნუ გამოვავლენთ სულსწრაფობას და მატრაკვეცობას.
Sapienti Sat
28 ივნისი 2023 17:54
4
@დავით67-ს. გადახედე წლევანდელ ევროთასების ნახევარფინალებს და ნახავ რომ სერია A საუკეთესო იყო.
გიორგი
29 ივნისი 2023 13:48
1
იტალიის ჩემპიონატია საუკეთესო? თუ სიტყვის მნიშვნელობა არ გესმის?
1)ინგლისის პრემიერლიგა
2)პრიმერა
3) ბუნდესლიგა
4)სერია А
ეს ისე ცნობისათვის. ხვიჩას რა თქმა უნდა არ ვერჩი. მან დაამტკიცა უკვე რომ უდიდესი ტალანტია
დავით 67
28 ივნისი 2023 18:55
9
ვაი შენს პატრონს ელისაშვილი
.
28 ივნისი 2023 17:44
3
ელის დააყე რა
ლევანი
28 ივნისი 2023 17:40
2
კიდევ ერთი სიბრიყვე: ჩვენები თუ წარმატებას მიაღწევენ, ხვიჩა ძალიან, ძალიან ინანებს და ღამეები არ დაეძინება......:))))))) უბრალოდ ჩამოთვლაც არ უნდა იმას, თუ რას მიაღწია ამ ბიჭმა ერთ სეზონში! და ამით ცდილობთ საკუთარი ბოღმის გამოხატვას? დანარჩენი უკვე დავწერე, თან მერამდენედ, თუ რატომაა უკეთესი ხვიჩას (და ჟორჟის) არყოფნა.
რატი
28 ივნისი 2023 17:24
3
მოგესალმებით, ვინც კვარას თამაშს ითხოვთ ახალგაზრდულში სიღმისეული ანალიზი უნდა გაუკეთდეს მის ბოლო სეზონს..
კაცი გადმოვიდა რუბინიდან , პირდაპირ ითამაშა ბათუმის დინამოში, მერე ეგრევე გადადის ნაპოლიში და სერია ა და ჩემპიონთა ლიგაზე ურთულეს სეზონს ატარებს და მერე ორი სანაკრებო მატჩი.. აქაც რო ეთამაშა აქედან ეგრევე ზბორებზე და 2 წელი დაუსვენებლად თამაში მოუწევდა..
გაიხსენეთ ლევან ყენიას რა მოუვიდა , ყველა ნაკრებში ათამაშებდნენ და ვეღარ გაუძლო.. ჩაკვეზე და კვარაზე ნაკლებ ფეხბურთს ისიც არ ითამაშებდა
თემო
28 ივნისი 2023 17:13
4
ელისაშვილის პატრიოტობა და მისი აზრის კომპეტერურობა არ გაიშვას, მაგრამ ხვიჩას რომ კარგად არ გამოუვიდა ეს გადაწყვეტილება ფაქტია...... რამდენიც არ უნდა გაამართლოთ მისი ეს ქმედება, რბილად რომ ვთქვათ არ გამოვა. მისი სიმბოლური ყოფნაც კი ნაკრებში უდიდესი სტიმული იქნებოდა,აიი!!.. ჩვენები ფინალამდე რომ მიაღწევენ კვარა უფრო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება და მეტად ინანებს ვიდრე დღეს-დარწმუნებული ვარ...
SOSO
28 ივნისი 2023 16:57
12
ხვიჩა არის ნაპოლის საკუთრება(კარგი გაგებით) და იღებს ხელფასს, ამიტომ ხვიჩაზე სულაც არარის დამოკიდებული საკლუბოს გარდა რომელ ტურნირზე ითამაშებს----ენები გექავებათ? სხვა რამეზე დაიფხანეთ!
გიორგი ჩ.
28 ივნისი 2023 22:07
3
ბიჭო,შენ დიდ სპორტთან ახლოს არ ჩაგივლია.კვარამ სერია ა-ში ურთულესი სეზონი ჩაატარა და ნაკრებშიც გამოდის.21 წლამდელებში გინდა გადაიწვას ? შენ საქმეს მიხედე,რომელიც არჩევნებით დაივალე.
ALONZO
28 ივნისი 2023 16:36
14
გეთანხმები ALONSO,გადაღლა ზრდის ტრავმის ალბათობას, აღდგენა დიდ სპორტში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.თუ ამას სპორტსმენი არ გაითვალისწინებს,ორგანიზმი აუცილებლად ადრე თუ გვიან დასჯის და ღმერთმა ნუ ქნას გამოგვეთიშოს პირველი ნაკრების გადამწყვეტი თამაშების დროს,იქნებ მაკედონიასთან ფინალი გაგახსენოთ.გთხოვთ ასე შეხედოთ საკითხს.
მიხეილი
28 ივნისი 2023 17:39
0
მიხედე შენს საქმეს ხვიჩას თავი დაანებეთ ადამიანმა მთელი სეზონი დაუსვენებლად ითამაშა იტალიის თასი, იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, მერე ნაკრები!!! ადამიანია ხვიჩა რობოტი არაა!!! კლუბიც ეტყოდა ვუარს, ტრამვა რომ მიიღოს და დაინგრიოს კარიერა ის ჯობია?!!!
ბაჩო
28 ივნისი 2023 16:30
11
დაუსვენებლად რას ქვია, ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ისვენებდა, ტრავმის და მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ითამაშა იანვარი-მაისი, მერე ნაკრების 2 თამაში. ეს არის და ეს. ყველა ფეხბურთელს ეგეთი გრაფიკი აქვს ზაფხულში არის ნაკრებისთვის ან შესარჩევი ან ჩემპიონატი. გამოდის რომ მარტო ნაპოლისთვის უნდა გაისარჯოს. ეგრე არ არის ძმაო, საქართველო უპირველეს ყოვლისა.
გია
28 ივნისი 2023 17:58
6
როგორც ჩვევიათ ისე იმოქმედა. შესაძლებლობა მიეცა და მისი აზრით 'იმიჯისთვის' სასარგებლო აზრი დააფიქსირა პოტენციალური ამომრცეველის წინაშე. ფეხბურთი საერტოდ თუ უთამაშია და რამე თუ იცის ფეხბურთელობა რას ნიშნავეს? არა მგონია, ისეთი 'ვიწრო' აზრი დააფიქსირა კვარაცხელიას შესაძლო უარზე. 'ამაპარტავნობაო'?)))
გიორგი
28 ივნისი 2023 16:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული