"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება.

მან სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა.

"ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21-წლამდელებში რომ არ ითამაშა, ეგ ძალიან არ მომეწონა.

საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის, ჩემი აზრით, უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს", - წერს ელისაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ზოგს (მათ შორის ალბათ ელისაშვილსაც) ფეხბურთი ჰგონია მოედანზე ბურთის გორება, სირბილი და მაყურებლის შეძახილი "მიდი, მიდი !" (როგორც რუსები იტყვიან "давай, давай"). პროფესიული ფეხბურთი დღეს მარტო თამაში არ არის (უფრო სწორად "თამაში" სრულებითაც არ არის). ეს არის მუშაობა, პასუხისმგებლობა, ხელოვნების დონეზე ასული აზროვნება, ფიზიკური კონდიციები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, და ა.შ. და ა.შ.
ხვიჩაც ადამიანია, მისი რესურსიც, მითუმეტეს ამ ასაკში არ არის უსაზღვრო, მას "დეპუტატ" ელისაშვილზე არანაკლებად (თუ მეტად არა) უყვარს თავისი სამშობლოც და მისი გულშემატკივრებიც, მაგრამ როგორც პროფესიონალმა სხვაზე მეტად იცის თავისი ემოციური და ფიზიკური, თუნდაც ოჯახური მდგომარეობა მდგომარეობა.
დავუშვათ რომ გამოსულიყო და ისეთი თამაში არ გამოსვლოდა, როგორსაც ქართველი მაყურებელი მისგან ელოდა, წარმოგიდგენიათ რა ტალახის სროლა წამოვიდოდა მისკენ!?
ცნობისათვის - ბოლო არასრულ 10 თვეში მან უმაღლესი რანგის 50-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, თან რა დონეზე!!! სხვას ვის ჰქონდა ასეთი დატვირთვა ? იქნებ გამახსენოთ.
ძველი გულშემატკივარი
28 ივნისი 2023 13:05
5
უბრალოდ არაფრის მაქნისი ერთერთი უნამუსო და არაკაცი პოლიტიკოსი ხარ,მორჩა და გათავდა.
გეგი
28 ივნისი 2023 13:01
5
კაცობს, გაანებეთ თავი…
12345
28 ივნისი 2023 13:53
3
ელისაშვილმა სოროებში მიყუჩებულ ხელმოცარულებს ახალი სიცოცხლე შთაბერა. :) და მაგრად მიქარა! მერამდენედ უნდა დაიწეროს ერთი და იგივე, რომ ცარიელ თავებში შევიდეს (თუმცა თუ თავი ცარიელია, ვერც ვერასდროს შევა. ;) ), თუ რატომ ჯობდა ხვიჩას არჩევანი. არამარტო ხვიჩას, არამედ ამ გუნდს, რომელმაც შესანიშნავად იასპარეზა, ამით შეურაცხყოფთ და მათში ეჭვი გეპარებათ. დაოკდით! მერამდენედ უნდა წახვიდეთ ,,რუსკი კარაბლის" მიმართულებით. :)))))
რატი
28 ივნისი 2023 12:57
6
100% ხარ.
გეგი
28 ივნისი 2023 13:08
2
დარწმუნებული ვარ, ხვიჩას თამაში უნდოდა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ შარშან შესვენების გარეშე გადააბა სეზონი სეზონს. ეს იქნებოდა მწვრთნელების და სპეციალისტების საერთო გადაწყვეტილება, რასაც დაემორჩილა ხვიჩა.
11
28 ივნისი 2023 12:45
4
და 37 წლის მოდრიჩმა რამდენი სეზონიდა რამდენი ტურნირი გადააბა? 22 წლის თუ უკვე დაღლილია მაშინ დაუმთავრებია კარიერა და ეგაა. არანაირი გამართლება არა აქვს მის უარს
gio
28 ივნისი 2023 13:17
20
ძალიან მარტივი პროცედურული კითხვა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა ჯობია ისევ კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ითამაშონ, რომ აუცილებლად მოიგონ თუ სხვა ბიჭებმაც მიიღონ პრაქტიკა და გამოცდილება?
შეკითვა დეპუტატს
28 ივნისი 2023 12:38
7
ერთად ერთი შემთხვევა ამას რომ შემიძლია დავეთანხმო. რო გავიდნენ ბიჭები ოლიმპიადაზე მაშინ ხო მოუნდება იქ თამაში ხვიჩას. როცა მთელი ქვეყანა ხვიჩას მხურვალე გულშემატკივრები ვართ, მანაც პატივი უნდა სცეს თავის ხალხს და რითაც შეუძლია უნდა ემსახუროს თავის ქვეყანას!
Io
28 ივნისი 2023 12:36
34
ხვიჩა ემსახურება თავის ქვეყანას. კლავიატურის ლომები კი ყოველთვის სხვის მაგივრად მაგრები ხართ.
გიორგი
28 ივნისი 2023 12:49
10
ამპარტავნობაზე საუბრისას სარკეში ჩაიხედე ელისაშვილო. გაიხსენე შენი და შენნაირების ფეისბუქ-ბრძოლა უკრაინაში, თქვე მატრაბაზებო. ხვიჩას გადაწყვეტილებას ორი სერიოზული მიზეზი აქვს.
1. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც თავი დასამტკიცებელი აქვს. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
2. სეზონში 45 თამაშის შემდეგ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დასვენება აუცილებელია, რომ არ გადაიწვას. ახალი სეზონი აგვისტოში იწყება. ჰაალანდიც ამიტომ არ ჩამოვიდა.
გიორგი
28 ივნისი 2023 12:35
11
მივმართავ ყველა პოლიტიკოსს. ნუ ყოფთ ცხვირს სხვის საქმეში და განსაკუთრებით სპორტში. რაც თქვენი საქმეა ის აკეთეთ და ქვეყანა ევროპის გზას დააყენეთ და ნუ გადაუხვიეთ გზას. თორემ ხალხი არ გაპატიებთ. არც პოზიცია და არც ოპოზიცია არაა ღირსი ვინმეს ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს. განსაკუთრებით სპორცმენების ხარჯზე.
roma bejanidze
28 ივნისი 2023 12:35
5
ერთი ფეხები არიან ესენი ყველანი,ხალხზე რომ ფიქრობდნენ მართლა რაღა გვიჭირს.როგორ მოსცხონ სხვას ჩირქი და როგორ გააკრიტიკონ სხვა წარმატებული ადამიანი მაგას ფიქრობენ მხოლოდ ეს პოპულისტები.
გეგი
28 ივნისი 2023 13:05
1
მართალია... გინდა ქოცი იყავი, გინდა ნაცი, გინდა ლეიბორისტი და გინდა ბაღლინჯო მართალია ეს კაცი, არ უნდა ეთქვა უარი, ტეხავს, რომ გავიდეთ პლიმპიადაზე ხომ მოუნდება მერე თამაში...
ვენეციის კომისია
28 ივნისი 2023 12:32
38
კარგი რა ალეკო,ჟურნალისტი იყავი და პოლიტიკაში წახვედი,თუ ასე ადვილი იყო და ასე გიყვარდა სამშობლო,შენც ითამაშებდი ფეხბურთს,ტანი არ გაკლია და ფეხი.ყ**,სხვის ტ****ი ლაღეაო,ნათქვამია და საკუთარზე გენახა,როგორია ორი წელი გადაბმულად უმაღლეს დონეზე თამაში.მერე კი,ნაკრებშიც დაგიძახებდნენ,თუ თავს გადასდებდი და ხალხიც შეგიყვარებდა.
სოსო
28 ივნისი 2023 12:29
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული