"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
რომ იძახით ჰოლანდი, პედრი და სხვა ვარსკლავებიო არ თამაშობდნენ ამ ტურნირზეო
ჯერ ერთი ესპანეთი და სხვა ძლიერი ნაკრებები ყოველთვის თამაშობენ ფინალურ ეტაპზე და დიდი არჩევანი აქვთ ფეხბურთელების
ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, როცა მხოლოდ მასპინძლის რანგში გავედით ფინალურ ეტაპზე, ვისაც ასაკით შეეძლო თამაში, ყველას უნდა ეთამაშა
იმიტომ რომ გვქონდა შანდი უფრო დიდი ისტორია დაგვეწერა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ოლიმპიადაზე გუნდურ თამაშში ყოფილიყო საქართველო წარმოდგენილი
ვხვდები რომ კვარა მიხვდა თავის შეცდომას, იმიტომ რომ ამ თამაშის მერე აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში, როგორც თვითონ, ასევე მისი საცოლე და მჯერა რომ მომავალში საქართველოს ნაკრებში თამაშით უფრო დიდ თავდადებას დავინახავთ მისი მხრიდან
გოგა
04 ივლისი 2023 01:05
4
აჰა ახლა ამან დაიწყო,ვაჰ მეე რა ეშველება ამ ქვეყანას?სამწუხაროდ მგონი არაფერი :(((
ეჰჰ
04 ივლისი 2023 00:29
4
აჰაა , გასაგებია, გასაგებია!!!! /გამოდის , გვარამია ჩვენსკენ არის?
Vasili
04 ივლისი 2023 00:17
1
ხვიჩა გვიყვარხარ. შენ უკეთ იცი შენი საქმე. არ გეწყინოს ძმაო,ასეთი ემოციურები ვართ ქართველები,
დარწმუნებული ვარ შენი კარგი თამაშით დიდ სტიმულს მისცემ ახალგაზრდებს და მრავალ კარგ ტრანსფერს გააჩარხვინებ ევროპაში.
აცადეთ ხვიჩას ცხოვრება !
მეტი თავშეკავება,
წარმეტებები ერო ...
დავითი
03 ივლისი 2023 23:42
2
პასუხი მარტივია - იმიტომ რომ ახალგაზრდულს რომ მოეგო ეს ტურნირი, ამაზე დიდი საფეხბურთო ბედნიერებას ქართველ ხალხს ვერაფერი მოუტანდა. სამწუხაროდ ამაზე დიდი ეროვნული საფეხბურთო წარმატება ჯერ ჰორიზონტზე არ მოსჩანს
ლადო
03 ივლისი 2023 22:03
1
პირველად ვეთანხმები გვარამიას და მიკვირს, რომ სიმართლე დაწერა. ეს ამბავი ალბათ პირველად დაემართა ცხოვრებაში. კვარას მოძულეებო, რა გინდათ? ძლივს გამოჩნდა სხივი ქართულ ფეხბურთში და ლაფში უნდა ათრიოთ? გინდათ ისევ 20 წელი უყუროთ უფერულ ბურთის წვალებას? ფუი თქვენი!
გიორგი
03 ივლისი 2023 22:00
10
სანამ მსგავსი აზროვნება ექნება ქართველ კაცს და ფულზე არ გაცვლის სამშობლოს ინტერესებს არაფერი ეშველება ჩვენ ქვეყანას. ჩვეულებრივი მოღალატეა, ღმერთმა ქნას გაუნათდეს გონება
კოტე
03 ივლისი 2023 21:57
10
სანამ ასეთ ჩამორჩენილ კომენტარებს დაწერს ქართველი, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. რომელი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი თამაშობდა ახალგაზრდულში? ჰალანდი სად იყო? პედრი ან გავი? თუ არ იცი ამ ფეხბურთელების სახელები, გუგლში ჩაწერე.
აქ ვინც ილანძღებით ყველა ხართ ჩამორჩენილი, განუვითარებელი ბრბოს ნაწილი და იმედია თქვენ გაგინათდებათ ტვინები, როცა დაინახავთ როგორ ხდება სხვაგან.
არ გინახავთ აქამდე, არ გყოლიათ ხვიჩას დონის ვარსკვლავი და არც იცით როგორ მოიქცეთ, ეგ გასაგებიცაა მარა ყოველ ჯერზე საჯაროდ ხომ არ უნდა ამტკიცებდეთ უგუნურებას და უვიცობას?!
???
04 ივლისი 2023 00:10
4
შენი მოსაზრებებიღა გვაკლდა. უნდა ეთამაშა აბა რა უნდა ექნა!!! დაღლა გამართლება არ არის.
პროფესტო
03 ივლისი 2023 20:24
11
უნდა ეთამაშა ქვეყნის და გულშემატკივრების გულისთვის ოლიმპიადას თავი რომ დავანებოთ
პაატა
03 ივლისი 2023 20:06
17
კითხვა მაქვს. პირადად შენ საქართველოსთვის რა გაგიწირია?
გიორგი
03 ივლისი 2023 22:01
4
კვარაც და მიქაუტაძეც შესანიშნავი ადამიანები და ფეხბურთელები არიან და ყველას გვიყვარს და დარწმუნებული ვარ სამშობლოც მაგრად უყვართ თვითონ მათ. ყველას მოგვდის შეცდომა და ყველაფერს მისი სახელი უნდა დაერქვას.
ის კი არა, რომ უნდა ითამაშებს და უნდა არა და მეორეხარისხოვანი ტურნირია და ასეთი სისულელეები. უბრალოდ შეცდნენ და მოიბოდიშონ, რომ ვერ შეძლეს და მომავალში უფრო მეტი მოტივაციით და მეტი თავგანწირვით უნდა გამოასწორონ.
უნდა იცოდნენ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმაც სხვა დროს, რომ ხალხს ანალოგიური რეაქცია ექნება ეგეთ შემთხვევებზე.
შაკო
03 ივლისი 2023 18:57
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული