"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
თურმე ნიკა გვარამიასაც კი უკეთ ესმის ფეხბურთი, ვიდრე გუშინ გამოჩეკილ გულშემატკივრებს.
ქ. გ.
03 ივლისი 2023 05:35
3
მარადონამ თუ ითამაშა თავის დროზე. თამაშს თავი გავანებოთ, ეგულშემატკივრა და გუნდთან ყოფილიყო.
გია
03 ივლისი 2023 05:28
2
ამას ეტყობა ციხეში ტვინი გადაუბრუნდა და ეხლა ფეხბურთის ექსპერტი გახდა ? მეორე ეშელონი ეგ და მისი "პარტიაა" DD
zura222
03 ივლისი 2023 04:50
10
რატომ არ ვიცი მაგრამ მეორე ეშელონის ტურნირი? კი შეიძლება მესამეც იყოს მაგრამ ოლიმპიდის წინ ჩატარებულ ტურნირს დიდი ფასი აქვს ანუ მთავარი აქ ოლიმპიადაა რომელთანაც ასე ახლოს შეიძლება აღარასოდეს მოხვდე როგორც ფეხბურთელი. ძალიან ბევრ დიდ ფეზბურთელს არ ჰქონია ოლიმპიადაზე თამაშის პატივი და ოლიმპიელის წოდება. თქვენ ენაზე გეტყვით ბატონო ნიკოლოზ ეს იგივეა თქვენ რომ გითხრათ ქუთაისის მერთან თუ ჩაწერთ ინტერვიუს და კარგი გამოგივიდათ შანსი გექნებათ რომ რეიგანი გააცოცხლოთ და მისგან აიღოთ ექსკლუზივიო. ახლა თქვენ განსაზღვრეთ იყო ეს მეორე ეშელონის ტურნირი თუ არა
იბერია
03 ივლისი 2023 04:14
3
რატომ უნდა ეთამაშა კვარაცხელიას ეს ტურნირი? თუნდაც იმოტომ რატომაც მოდრიჩმა ითამაშა ხორვატიის ნაკრებში ეს ბოლო ტურნირი.
ჩელენჯერი
03 ივლისი 2023 02:08
22
ვიღაცა წერდა ლევან ყენია დაღუპეს ადრე ეგრე 21 წლამდელებში თამაშით. გამიხარდა რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორა მარა ეს ვერავინ გაიგო სამწუხაროდ. ისევ იგივე უნდოდათ რომ ეთამაშა 21წლამდელების ნაკრებში. ხალხი ისევ იმ დებილად დარჩა ვერ განვითარდა. 21წლამდელების დანიშნულება არის კადრების მომზადება მთავარი ნაკრებისთვის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე უდგებიან მაგ საკითხს. არავითარი ზედმეტად სერიოზულად არ იგიჟებენ თავს არავინ. თუ მოიგებენ კარგია მაგრამ არ იგიჟებენ თავს, არ გადაყვებიან ზედ. ეს არი სკაუტების ჩემპიონატი. ჩვენნაირ მათხოვარ და უსაქმურ ქვეყნებში კი დიდი მოვლენაა და ეროვნული ტრაგედიაა თუ ვერ გავედით ნახევარფინალში. იმიტომ რომ სხვა არაფრის იმედი არა გვაქ და იქნებ ამითი გავიხაროთო როგორღაც. ეს არის რეალობა, ეს არის საცოდაობა და პროვინციალიზმი.
პროფესიონალი
03 ივლისი 2023 02:07
21
ჰო, და კიდევ შური და ბოღმა, რომ თავად არაფერს წარმოადგენ კლავიატურის დაბოღმილი გმირი...
გიორგი
03 ივლისი 2023 21:42
1
ლევან ყენიასთან რა შუაშია ახალგაზრდული ნაკრები? საიდან რა მოგაქვთ? ყენია ფელიქს მაგათმა ავარჯიშა ახალნაოპერაცირბი და ამის შედეგად მისმა მუხლმა დატვირთვას ვერ გაუძლო გადაეზარდა ქრონიკულ ტრამვაში!! მჭედლიძეზე შეგვიძლია მაგ კონტექსტში ვისაუბროტ როდესაც ერთ წელიწადს იტამაშა 19 წლამდელებშიო ახალგაზრდულში და ეროვნულ ნაკრებში პიუს სკლუბო თამაშები!! როდესაც არ იცით ნუ იტყვით და ძალაუნებურად ტყუილს ნუ გაავრცელებთ!! რათ უნდა იმას ბევრი თქმა რომ ხვიჩა უნდა ყოფილიყო ამ ევროპის ჩემპიონატზე!!
lelo
03 ივლისი 2023 09:35
0
ყველა გამოხმაურება
რაღაცას ეშმაკობ, რა უნდა ვიწამო შენი მას მერე რსც ტალახაძე ლანძღე. არ ჭირდება ხვიჩას შენი ადვოკატობა.
იმერელი
03 ივლისი 2023 02:04
9
გვარამია როგორ უნდა გევასებოდეს მაგრამ სწორს იძახის. ხდება ხოლმე პარადოქსები, ხალხი მაინც ბრბო არის
Nw.
03 ივლისი 2023 01:52
17
დიახაც, გვარამია უნდა გევასებოდეს, ნუ ხართ აყოლილი ქოცების ბანძ პროპაგანდას და შეაფასეთ ადამიანი სხვა კრიტერიუმებით, რამ დაგაკომპლექსათ ასე...
....
03 ივლისი 2023 09:08
9
აი აღარ მინდა გავიმეორო რაა მოეშვას ხვიჩა მატრაკვეცობას და უნდა ეთამაშა ესაა სწორი ან რამე საპატიო მიზეზი ეთქვა მაგალითად ვქორწინდები ღმერთმა გაუმარჯოს ოჯახში და ბედნიერი იყოს მაგრამ ვეთანხმები იმ აზრს რომ ჯერ ვარსკვლავი არ არის და ვევრი აქვს დასამტკიცებელი 16 თამაშში რომ გოლს ვერ გაიტან ტოპ ფეხბურთელი ესეიგი რაღაც პრობლემაა და პენალტისკენ ნუ იწევს ზედიზედ სამი პენალტი გამაზა
bib
03 ივლისი 2023 01:48
19
მართლააა
kargit erti ra
03 ივლისი 2023 03:38
2
კვარაცხელიაზე გაცილებით დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ ხოლმე და ყოველთვის ითამაშებენ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვდასხვა კონტინენტებზე.
შაკო
03 ივლისი 2023 01:41
14
ზიდანი, დელ პიერო, ტოტი, ვიერი, რაული, პირლო, ნედვედი, მარადონა,... გავაგრძელო?
შაკო
03 ივლისი 2023 14:31
1
მაინც რომელი იყო კვარაზე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ითამაშა ეს ტურნირი???
????
03 ივლისი 2023 12:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული