"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
ვიღაცა წერდა ლევან ყენია დაღუპეს ადრე ეგრე 21 წლამდელებში თამაშით. გამიხარდა რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორა მარა ეს ვერავინ გაიგო სამწუხაროდ. ისევ იგივე უნდოდათ რომ ეთამაშა 21წლამდელების ნაკრებში. ხალხი ისევ იმ დებილად დარჩა ვერ განვითარდა. 21წლამდელების დანიშნულება არის კადრების მომზადება მთავარი ნაკრებისთვის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე უდგებიან მაგ საკითხს. არავითარი ზედმეტად სერიოზულად არ იგიჟებენ თავს არავინ. თუ მოიგებენ კარგია მაგრამ არ იგიჟებენ თავს, არ გადაყვებიან ზედ. ეს არი სკაუტების ჩემპიონატი. ჩვენნაირ მათხოვარ და უსაქმურ ქვეყნებში კი დიდი მოვლენაა და ეროვნული ტრაგედიაა თუ ვერ გავედით ნახევარფინალში. იმიტომ რომ სხვა არაფრის იმედი არა გვაქ და იქნებ ამითი გავიხაროთო როგორღაც. ეს არის რეალობა, ეს არის საცოდაობა და პროვინციალიზმი.
პროფესიონალი
03 ივლისი 2023 02:07
21
ლევან ყენიასთან რა შუაშია ახალგაზრდული ნაკრები? საიდან რა მოგაქვთ? ყენია ფელიქს მაგათმა ავარჯიშა ახალნაოპერაცირბი და ამის შედეგად მისმა მუხლმა დატვირთვას ვერ გაუძლო გადაეზარდა ქრონიკულ ტრამვაში!! მჭედლიძეზე შეგვიძლია მაგ კონტექსტში ვისაუბროტ როდესაც ერთ წელიწადს იტამაშა 19 წლამდელებშიო ახალგაზრდულში და ეროვნულ ნაკრებში პიუს სკლუბო თამაშები!! როდესაც არ იცით ნუ იტყვით და ძალაუნებურად ტყუილს ნუ გაავრცელებთ!! რათ უნდა იმას ბევრი თქმა რომ ხვიჩა უნდა ყოფილიყო ამ ევროპის ჩემპიონატზე!!
lelo
03 ივლისი 2023 09:35
0
ჩვენი ქვეყანა რომ არის და არ ვართ განებივრებულები ასეთ ტურნირებზე მონაწილეობით და პირველი იყო მაგიტო უნდა ეთამაშა. გამოდიან ახლა ესენი ძალიან პროფესიონალები. ჯერ მიდი ინგლისის და საფრანგეთის დონეზე და მერე დაწერეთ ეგ "პროფესიონალობა" ფუი. ამ ჩემპიონატის მოგებით, თუნდაც ფინალში თამაშით, ჩვენი ქვეყანა, როგორც იტყვიან საფეხბურთი რუკაზე მკვეთრად დაიტანებოდა. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეოდა, თუნდაც სახელმწიფოსგან. მუდრიკმა ალბათ უკიდურესი პროვინციალიზმი გამოავლინა და თამაშობს ამ ჩემპიონატზე არა? იცით რატო თამაშობს შტერებო? იმიტომ რომ უკრაინაა და არა ინგლისი და უკრაინას როგორც ქვეყანას ბევრი აქვს ამ მხრივ გასაკეთებელი ფეხბურთის მხრივ ვგულისხმობ. ბიჭო ეს თვითკმაყოფილი სულელი ხალხი სხვებს რატო უძახის იმას რაც თვითონ არიან. ევლოპაში ასეააა იტყვიან და მორჩა რადგან იქ ასეა ესე იგი ეგ არის მთავარი. ჯერ ერთი არ არის მთლად მასე და მაგალითად ინგლისს რომ არ ყოლოდა ნორმალური გუნდი საკა რომ ყავთ ტალანტი დარწმუნებული ვარ ითამაშებდა.
ვითომ პროფესიონალებს
03 ივლისი 2023 09:35
0
ყველა გამოხმაურება
ვის რაში აონტერესებს ამის კომენტარი და ამისი პოსტი საერთოდ?! sportall.ge რატომ აქვეყნებთ ამისთანების პოსტებს?! ვინაა გვარამია რომ მისი აზრი ან ან ნორმალური იყოს და მითუმეტეს საქვეყნოდ ვკითხულობდეთ!
ლევან77
02 ივლისი 2023 23:31
33
ვინც ამ კომენტარს დისლაიქი დაუწერეთ, გამოდით აბა ვინ ხართ. გამეცით პასუხი ვინ არის გვარამია და რატომ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი?! ველი გამოხმაურებებს. :)
დისლაიქების ავტორებს.
03 ივლისი 2023 00:12
9
კიკი, შენს გასაგონად ვიძახი. ცნობადი კი არა, ვინც არ უნდა იყო, თუ ადამიანად არ ვარგიხარ, მითუმეტეს კაცად, სულ ერთ ადგილას ჰკიდია საზოგადოებას შენი აზრი. ასე რომ ჩემო კარგო, თავი დაანებე გვარამიას ადვოკატობას.
ლევან77
03 ივლისი 2023 01:29
5
ყველა გამოხმაურება
ლამის 50 ათასი კაცი რომ მოდიოდა ყოველ თამაშზე, იმათ კითხე, მათთვის რომელი ეშელონის ტურნირი იყო?
დათა თუთაშხია
03 ივლისი 2023 01:29
12
ჰოდა სწორედაც ეგ არის სიშტერე, აბა რუმინეთში ნახევარიც კი არ ივსებოდა სტადიონი. საქართველო არის უსაქმურების ქვეყანა. გზავნილების ხარჯზე მცხოვრები ქვეყანა
დავით
03 ივლისი 2023 06:03
11
ნუ აგვივარდება თავში. რას ნიშნავს მსოფლიო ვარსკვლავი და რატომ არ უნდა ეთამაშა 21-იანებში? ეკუთვნის და იმიტომ. ის თAობაა და იმიტომ. ჰოდა ამ თაობას უნდა ეთქვა, რომ ევროპაში საუკეთესოა. ჩემი აზრით კვარასაც უნდა ეთამაშა და ჟორჟსაც.
ვისთვის ზოგავს თავს? ნაპოლისთვის? აბა ეროვნული რომ შორს ვერ გაფრინდება, ეგ კიდევ არ გჯერათ? აქ იყო შანსი და ამ თაობას ეს (რეალური!) შანსი უნდა გამოეყენებინა!! ამით უფრო მეტ იმიჯს შეიქმნიდა ქართული ფეხბურთი, ვიდრე კვარას ნაპოლში თამაშით.
მორჩით ამ მატრაბაზობას. არ გინდოდათ მოგება, ეგ თქვით მაშინ. რას აფარებთ ხელს ამ კვარას და ჟორჟს? ერთი წლის წინ რომ ყოფილიყავით, რუბიკის კვარაზეც იგივეს იტყოდით? უნიჭიერესია, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ფაქტია!
დო მოეშვით ამ U21 -ის გაფარჩაკევას და დაკნინებას. რა უბედურებაა? ეს ბიჭები, გუშინ გმირებივით რომ იბრძოდნენ რაც შეეძლოთ, არაფერია? მეორეხარისხოვნები არიან? კარგით რა. ვის და კვარას, როგორც ამ თაობის ლიდერს და ჟორჟსაც ეკუთვნოდათ წინ გაძღოლა. ლიდერი თუ ხარ, მეორეხარისხოვანი მატჩი არ უნდა წამოგცდეს და ყველგან უნდა წარუძღვე გუნდს და ქვეყანა ასახელო! გაგვივარდება ერთი და ელოლიავებით ისე, რომ გუნდის დაღალატებაზეც გიტყდებათ რამის თმა. რად მინდა მაგათი ნაპოლები და იუვეები? ჯერ ჩვენ თავს მივხედოთ. ქართულ ფეხბურთს მივხედოთ. ეს გუნდური სპორტია. მხოლოდ კვარა და ჟორჟი არაა ქართული ფეხბურთი! გვარამიას ექსპერტობა გვაკლია, შეუშვა ახლა მეგრული და კვარას გამოექომაგა. :) ვისაც არ გინდოდათ საქართველოს გამარჯვებ ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ არ მოიწონოთ!
სიმართლე
03 ივლისი 2023 01:26
13
მადლობა, გვარამიას აზრი გავიგეთ. მოდი ახლა სააკაშვილის აზრიც გავიგოთ...
რატი
02 ივლისი 2023 23:32
24
იმიტომ უნდა ეთამაშა კვარაცხელიას 21 წლამდელების ნაკრებში , რომ ის საქართველოს ნაწილია , შენგან განსხვავებით ! ,, ბატონო '' გვარამია
ბესო
03 ივლისი 2023 01:28
27
მე ნამდვილად ვფიქრობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ რომ არ უნდა ეთამაშა კვარას, მიქაუტაძეს და ა.შ. თუნდაც სხვა ბიჭებს U21-ის თამაშებში, მაგრამ ეს ათას "პენალტზე" გადამხტარი აქ რატომ გამოა.....რეთ?! რატომ აპიარებთ ამ ვითომ ადამიანს?! ცოტა ხნის შემდეგ, თუ დაჭირდა იტყვის, მაპატიეთ ეს სიტყვები არ უნდა მეთქვაო?! ვის რაში ჭირდება მისი არაკომპეტენტური აზრი?!
დათო
02 ივლისი 2023 23:37
15
ქართველებო!!წინასწარი ბაქი-ბუქი ცუდათ გვაქვს დაცდილი,ასე რომ თავი შეიკავეთ,კვარაცხელიას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი!!!წარმატებები!!!!
სანდრო
03 ივლისი 2023 00:56
6
ერთი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებით ვერ გახდები მსოფლიო ვარსკვლავი!!!!ნუ წაიღეთ ტვინი და დააცადეთ ფეხბურთის თამაში!!!!ნუ ხართ თარსები.
ირაკლი
02 ივლისი 2023 23:55
10
მუდრიკი თუ თამაშობს მეორე ეშელონში ჩვენ რა გვჭირს
რუბიკონი
03 ივლისი 2023 01:02
9
თანაც მუდრიკს ახალი მოშუშებული ქონდა ტრამვა. და არც კვარაზე ნაკლები ვარსკვლავია. ამ ბიჭმა მოუგო ფაქტიურად საფრანგეთის ძალიან ძლიერ გუნდს. და საერთოდ, საუკეთესო გუნდი ყავს უკრაინას, თავისი მაგარი მწვრთნელით.
გიორგი
03 ივლისი 2023 01:56
6
მუდრიკის ხვიჩასთან შედარება არასწორია სულ სხვაა იმის სიტუაციაც. სულ სხვა დონეზე არიან ხვიჩა და ჰაალანდი, ბევრად გადატვირთული სეზონი ქონდათ კლუბშიც და ნაკრებშიც. და არცერთმა არ ითამაშა 21წლამდლებში.
Gaiget
03 ივლისი 2023 02:19
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული