"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
ვიღაცა წერდა ლევან ყენია დაღუპეს ადრე ეგრე 21 წლამდელებში თამაშით. გამიხარდა რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორა მარა ეს ვერავინ გაიგო სამწუხაროდ. ისევ იგივე უნდოდათ რომ ეთამაშა 21წლამდელების ნაკრებში. ხალხი ისევ იმ დებილად დარჩა ვერ განვითარდა. 21წლამდელების დანიშნულება არის კადრების მომზადება მთავარი ნაკრებისთვის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე უდგებიან მაგ საკითხს. არავითარი ზედმეტად სერიოზულად არ იგიჟებენ თავს არავინ. თუ მოიგებენ კარგია მაგრამ არ იგიჟებენ თავს, არ გადაყვებიან ზედ. ეს არი სკაუტების ჩემპიონატი. ჩვენნაირ მათხოვარ და უსაქმურ ქვეყნებში კი დიდი მოვლენაა და ეროვნული ტრაგედიაა თუ ვერ გავედით ნახევარფინალში. იმიტომ რომ სხვა არაფრის იმედი არა გვაქ და იქნებ ამითი გავიხაროთო როგორღაც. ეს არის რეალობა, ეს არის საცოდაობა და პროვინციალიზმი.
პროფესიონალი
02:07 03-07-2023
21
ვის რაში აონტერესებს ამის კომენტარი და ამისი პოსტი საერთოდ?! sportall.ge რატომ აქვეყნებთ ამისთანების პოსტებს?! ვინაა გვარამია რომ მისი აზრი ან ან ნორმალური იყოს და მითუმეტეს საქვეყნოდ ვკითხულობდეთ!
ლევან77
23:31 02-07-2023
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული