ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველმა სესარ ასპილიკუეტამ გააკეთა:
"კარგ ვითარებაში არ ვიმყოფებით, ორი შეხვედრა გველის და გამარჯვებების მოპოვებას უნდა შევეცადოთ. კვარაცხელია ძალიან სწრაფია და სათამაშო სიტუაციის შეცვლა შეუძლია. მას ბევრი ძლიერი უნარი გააჩნია. საქართველო რთული მეტოქეა. პარასკევს ჩასატარებელი მატჩი ჩვენთვის ფინალივითაა. სწორედ ასე უნდა აღვიქვათ და მოვალენი ვართ, 100%-ით დავიხარჯოთ".
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
რა ანგარიშითაც არ უნდა წავაგოთ, არ მინდა შეშინებული და დაცვაში ჩამჯდარი ვიხილო ჩვენი ნაკრები.