საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის, ლუის დე ლა ფუენტეს მიერ გამოძახებულთა შორის მოხვდა "ბარსელონას" 16 წლის ფორვარდი ლამინ იამალი.
თუ ის "დინამო არენაზე" გავა და თავისი ქვეყნის მთავარი ნაკრების მაისურს მოირგებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში იასპარეზა.
აქამდე ამ წოდებას გავი ინარჩუნებს, რომელსაც "ფურია როხას" რიგებში დებიუტი 17 წლისა და 62 დღის ასაკში
ამ ამბავს ესპანური მედია ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტიურად აშუქებს და დიდ დროს უთმობს. საქმე ისაა, რომ იამალის მამა მაროკოდანაა, დედა კი - ეკვატორული გვინეიდან. ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა. მას მაროკოს ნაკრებშიც უხმობდნენ, მაგრამ ამომავალმა ვარსკვლავმა თქვა, რომ "ფურია როხაში" სურს ასპარეზობა.
იამალის "ბარსელონაში" დებიუტი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ჰქონდა. მიმდინარე ლა ლიგაში მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხავი ფეხბურთელს სათამაშო დროს მუდმივად უზრდის.
16 წლის შემტევმა აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრებში დებიუტს მოუთმენლად ელის. ბევრს სწავლობს ახალგაზრდა თანაგუნდელებისგან - ალეხანდრო ბალდესა და გავისგან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს.
იწერება იმის შესახებაც, რომ იამალი, სავარაუდოდ, თბილისურ დაპირისპირებას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერსაა ჩანიშნული.
სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...