ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მცველმა დანი კარვახალმა გააკეთა.
"ისინი შოტლანდიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან, რომელმაც 100%-იანი შედეგი აჩვენა. საქართველო როდესაც სახლში თამაშობს, საკმაოდ ძლიერი გუნდია. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარ თავს ისევ წაგების უფლება მივცეთ", - ციტირებს კარვახალს "მარკა".
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში 8 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობა ესპანეთთან - შესაძლო ცვლილებები საქართველოს ნაკრებში და სანიოლის საფიქრალი...